Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2375
Title: პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა
Authors: დარასელია, დიმიტრი 
Degree Name: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
Degree Discipline: ეკონომიკა / Economics
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: უცხოური ინვესტიციები
მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა
ეკონომიკა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
This thesis is dedicated to the important role of Foreign Direct Investment in Georgian
economy. It should be noted that its crucial role is not only for Georgia, but also for any type of
economy in the country, which has a claim to progress and development. The introduction
justifies the relevance of the topic, the main goals of the whole thesis and the ways and means
of eliminating the problems. There is also emphasized the fact that Georgia is an important
transit country between different countries and this is one of the reasons why the country
attracts so much attention from investors. Despite the favorable geographical location, our
country faces a number of challenges that hinder the further development of the economy and
improve welfare. Georgia is presented as a favorable and attractive country for investment,
characterized by simplicity of administrative and legal rules, lack of information asymmetry and
transparency of structures. The first chapter tells about the theoretical origins of foreign direct
investment; Over the centuries, the perception of FDI and its role in the economy has
undergone constant change and refinement before it took on its present form. Beginning with
mercantilists and ending with physiocrats, the classics of economics, monetarists, and other
economic currents belong to different epochs, although all time focusing on the concept of
foreign direct investment, since its vital role has been important from the beginning. When
discussing foreign investment, its classifications could not be left without emphasis, which
allows researchers to distinguish between this and that type of investment and not to confuse
the results of research. It is divided into many aspects and includes: shapes, faces, directions,
etc. Types of investment have been identified, the introduction of which in Georgia has a great
chance to justify it and create favorable conditions for improving the image of the country's
economy

ნაშრომი ეძღვნება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მასტიმულირებელ
ეკონომიკურ პოლიტიკას. აქვე უნდა აღინიშნოს მისი გადამწყვეტი როლი არამხოლოდ
საქართველოსთვის, არამედ სხვა ტიპის ეკონომიკის ქვეყნებისთვის, რომელთაც
წინსვლასა და განვითარებაზე აქვთ პრეტენზია. შესავალში დასაბუთებულია თემის
აქტუალობა, ნაშრომის ძირითადი მიზნები და პრობლემათა აღმოფხვრის გზები და
საშუალებები. აქვე ხაზგასმულია ის ფაქტი, რომ საქართველო წარმოადგენს
მნიშვნელოვან სატრანზიტო სახელმწიფოს სხვადასხვა ქვეყანას შორის და ეს ერთ-ერთი
მიზეზია იმ მიზეზთა ჩამონათვალიდან, რის გამოც ქვეყანა ესოდენ დიდ ყურადღებას
იქცევს ინვესტორთა მხრიდან. მიუხედავად ხელსაყრელი გეოგრაფიული
მდებარეობისა, ჩვენი ქვეყანა რიგი გამოწვევების წინაშე დგას, რომელიც აფერხებს
ეკონომიკის შემდგომ განვითარებას და კეთილდღეობის გაუმჯობესებას. საქართველო
წარმოდგენილია, როგორც ინვესტირებისათვის ხელსაყრელი და მიმზიდველი ქვეყანა,
რომელიც გამოირჩევა ადმინისტრაციული და სამართლებრივი წესების სიმარტივით,
ინფორმაციული ასიმეტრიის სიმცირით და სტრუქტურათა გამჭვირვალობით. პირველ
თავში მოთხრობილია პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თეორიულ
წარმომავლობაზე; პირდაპირი უცხოური ინვესტიციების აღქმა და მისი როლი
ეკონომიკაში მუდმივ ცვლილებასა და დახვეწას განიცდიდა მანამ, სანამ დღევანდელ
სახეს მიიღებდა. მერკანტილისტებით დაწყებული და ფიზიოკრატებით
დამთავრებული, ეკონომიკის კლასიკოსები, მონეტარისტები და სხვა ეკონომიკური
მიმდინარეობის წარმომადგენლები სხვადასხვა ეპოქას განეკუთვნებიან, თუმცა ყველა
დროებაშია ყურადღება გამახვილებული ისეთ ცნებაზე, როგორიც პირდაპირი
უცხოური ინვესტიციებია, ვინაიდან თავიდანვე იყო მისი სასიცოცხლოდ
მნიშვნელოვანი როლი შემჩნეული. უცხოური ინვესტიციების განხილვისას არ
შეიძლებოდა ხაზგასმის გარეშე დარჩენილიყო მისი კლასიფიკაციები, რომელიც
მკვლევარებს საშუალებას აძლევს, ინვესტირების ესა თუ ის სახე ერთმანეთისგან
განასხვაონ. იგი ბევრი ასპექტის მიხედვით იყოფა და მათ შორისაა: ფორმები, სახეები,
მიმართულება და სხვ. ინვესტირების ისეთი სახეობები გამოიკვეთა, რომლის საქართველოში დანერგვის შემთხვევაში დიდია შანსი იმისა, რომ მან გაამართლოს და
ხელსაყრელი პირობები შეუქმნას ქვეყნის ეკონომიკის იმიჯის გაუმჯობესებას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2375
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Daraselia.pdfპირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მასტიმულირებელი ეკონომიკური პოლიტიკა1.2 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

67
checked on Apr 30, 2024

Download(s)

448
checked on Apr 30, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.