Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2369
Title: The role of financial reporting analysis in the planning process of tax audit
ფინანსური ანგარიშგების ანალიზის როლი საგადასახადო აუდიტის დაგეგმვის პროცესში
Authors: Gegia, Ana 
გეგია, ანა 
Advisor: საბაური, ლევან 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საგადასახადო შემოსავლები
გადასახადების ადმინისტრირების სრული პროცესი
საგადასახადო აუდიტის პროცესის ეფექტიანად წარმართვა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Tax income is the source of formation of the biggest part of budget income of the country. Thus, it is significant to manage an entire process of tax administration in a way to effectively mobilize the tax revenues. One of the instruments promoting mobilization of the tax income is tax audit, which, along with others, aims to reveal the cases of avoiding the tax liabilities by the taxpayers and to implement the relevant measures.
An effective management of tax audit process has a particular significance, since the tax auditing authorities are financed from the budget income that is being mobilized by auditing. Effective management of the tax audit process is not available without a relevant planning. Consequently, at the mentioned stage, it is essential to perform procedures that identify risk areas, in order to draw auditors’ attention to these fields.
Taking into account the mentioned, the aim of the present thesis is to reveal promoting ways for increasing effectiveness of the whole process of audit, associated with the planning stage of tax audit.
The thesis presents an analysis of necessity of tax audit effectiveness, the situation in the country regarding the tax audit is evaluated and the ways for increasing process effectiveness are proposed, which are linked to establishment of risk identification procedures based on the analysis of financial reporting in the tax audit planning process.

ქვეყნის საბიუჯეტო შემოსავლების უდიდესი ნაწილის ფორმირების წყაროს საგადასახადო შემოსავლები წარმოადგენს. ამდენად, მნიშვნელოვანია გადასახადების ადმინისტრირების სრული პროცესის იმგვარად წარმართვა, რომ ეფექტიანად განხორციელდეს საგადასახადო შემოსავლების მობილიზება. საგადასახადო შემოსავლების მობილიზების ხელშემწყობ ერთ-ერთ ინსტრუმენტს საგადასახადო აუდიტი წარმოადგენს, რაც სხვასთან ერთად, მიზნად ისახავს გადამხდელების მხრიდან საგადასახადო ვალდებულების შესრულებისგან თავის არიდების შემთხვევების გამოვლენას და სათანადო საპასუხო ქმედებების განხორციელებას.
საგადასახადო აუდიტის პროცესის ეფექტიანად წარმართვას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება, რადგანაც საგადასახადო აუდიტის განმახორციელებელი საგადასახადო ორგანოები სწორედ იმ საბიუჯეტო შემოსავლებიდან ფინანსდებიან, რომელთა მობილიზების მიზნითაც ტარდება აუდიტი. საგადასახადო აუდიტის პროცესის ეფექტიანად წარმართვა შეუძლებელია სათანადო დაგეგმვის გარეშე. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნულ ეტაპზე იმგვარი პროცედურების განხორციელება, რომლებიც უზრუნველყოფს რისკის სფეროების იდენტიფიცირებას, რათა აუდიტორთა ძალისხმევა მიმართულ იქნეს სწორედ ამ სფეროებისკენ.
აღნიშნულის გათვალისწინებით, წინამდებარე ნაშრომის მიზანია საგადასახადო აუდიტის დაგეგმვის ეტაპთან დაკავშირებული, აუდიტის მთლიანი პროცესის ეფექტიანობის ამაღლების ხელშეწყობის გზების გამოვლენა.
ნაშრომში წარმოდგენილია საგადასახადო აუდიტის ეფექტიანობის საჭიროების ანალიზი, შეფასებულია საგადასახადო აუდიტთან დაკავშირებით ქვეყანაში არსებული მდგომარეობა და შემოთავაზებულია პროცესის ეფექტიანობის ამაღლების გზები, რომლებიც უკავშირდება საგადასახადო აუდიტის დაგეგმვის პროცესში ფინანსური ანგარიშგების ანალიზზე დაფუძნებულ რისკების იდენტიფიცირების პროცედურების დანერგვას.
URI: https://openscience.ge/handle/1/2369
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana Gegia.pdfფინანსური ანგარიშგების ანალიზის როლი საგადასახადო აუდიტის დაგეგმვის პროცესში1.13 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

103
checked on May 3, 2024

Download(s)

518
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.