გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2366
სათაური: საერთაშორისო კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის თანამედროვე ტენდენციები
ავტორები: გურული, მირიან 
ხელმძღვანელი: ბერიშვილი, ხათუნა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საერთაშორისო კომპანიების შერწყმის ზეგავლენა
ეკონომიკურ საქმიანობა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The research represents a research around a very actual topic about the influence of merger of international companies, not only on their further economic activities but also on economic generally. It covers the important issues, which should be taken into consideration before merger of companies.
There are two ways of unification Merger and Acquisition (M&A). These two ways could be profitable for the firms or it will cause collapse. It is necessary to know what the unification with specific companies will result in.
In fact, that mixture of companies is characterized with high risks. Therefore, they should insure all the risk factors, which will hinder their progress. The research also presents examples of mergers on the territory of Georgia, but we will mainly review the foreign market. Frequently, these unifications do not succeed but fortunately, the literature review gives us an opportunity to observe all the mistakes made by managers of companies during the merger and acquisition. It is notible that the world economy has gained a lot of experience in this case. In modern merging examples, the risk of failure is minimized, while the total cost of transactions increases and this research is the obvious illustration of this process.
This research aims to learn the strategy and aims of the firms during the unification and to illustrate their positive and negative influence on their own business activities, which is naturally determined by their correct (wrong) steps.

ნაშრომი წარმოადგენს კვლევას საკმაოდ აქტუალური თემის ირგვლივ, რომელიც გულისხმობს საერთაშორისო კომპანიების შერწყმის ზეგავლენას, როგორც მათ შემდგომ ეკონომიკურ საქმიანობაზე ასევე ზოგადად ეკონომიკაზე და კონკურენციაზე, ის გვამცნობს მთელ რიგ საკითხებს, რომელიც მნიშვნელოვანია კომპანიების შერწყმამდე გასათვალისწინებლად. არსებობს გაერთიანების ორი გზა: შერწყმა და შთანთქმა(M&A), ეს ორი მოვლენა ფირმებისთვის შეიძლება იყოს მომგებიანი ან პირიქით ყველაფერი კრახით დასრულდეს. იქიდან გამომდინარე, რომ კომპანიების შერწყმა და შთანთქმა ხასიათდება მაღალი რისკიანობით, საჭიროა ფირმებმა ზუსტად იცოდნენ რა შედეგს მოუტანთ კონკრეტულ კომპანიებთან გაერთიანება და შესაბამისად უნდა შეეცადონ დააზღვიონ ყველა ის რისკ ფაქტორი, რაც ხელს შეუშლის მათი პროგრესის განვითარებას. ნაშრომში წარმოდგენილია საქართველოს ტერიტორიაზე მომხდარი გაერთიანებების მაგალითებიც, თუმცა ძირითადად უცხოეთის ბაზარს მიმოვიხილავთ. ხშირია შემთხვევები როდესაც გაერთიანება არ ამართლებს და საბედნიეროდ ლიტერატურის მიმოხილვამ მოგვცა შესაძლებლობა ნათლად დავინახოთ ყველა ის შეცდომა რასაც უშვებენ კომპანიების მენეჯერები შერწყმისა და შთანთქმის შემთხვევაში. შეიძლება ითქვას, ამ მხრივ მსოფლიო ეკონომიკამ საკმაო გამოცდილება დააგროვა და თანამედროვე შერწყმის მაგალითებში წარუმატებლობის რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი, ამავდროულად დადებული გარიგებების მთლიანი ღირებულება იმატებს, რისი ილუსტრირების საშუალებასაც ნაშრომი გვაძლევს. ნაშრომის მიზანია შეისწავლოს ფირმების სტრატეგიები და მიზნები გაერთიანების დროს და ცხადყოს მათი დადებითი თუ უარყოფითი ზეგავლენა მათსავე საქმიანობაზე, რასაც ბუნებრივია მათივე სწორად(არასწორად) გადადგმული ნაბიჯები განსაზღვრავს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2366
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mirian Guruli Samagistro.pdfსაერთაშორისო კომპანიების შერწყმისა და შთანთქმის თანამედროვე ტენდენციები767.68 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

76
checked on May 19, 2024

გადმოწერა

222
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.