Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2361
Title: ახალგაზრდების დასაქმების პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში
Authors: მეგრელაძე, ნინო 
Advisor: ზუბიაშვილი, თამაზ 
Degree Name: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
Degree Discipline: ეკონომიკა / Economics
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: ახალგაზრდების დასაქმება
ევროკავშირი
დასაქმება
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The research paper describes the situation in European Union regarding to the youth
unemployment and its provoking reasons. Numerous research papers and articles, as well as the
results of intensive analysis of statistical data, found out that this is the complex problem.
Comparing to the other developed countries, here the rate of youth unemployment is very high
(15.1% in 2019). It must be admitted, that the cause of the higher rate is the huge difference
between the member states. In particular, the rate of youth unemployment is higher than the
average rate in twelve states. In some cases the rate is higher than 30% (Spain, Greece).
The Provoking reasons of youth unemployment is various and specific depending on the
particular state: the general economic condition, the characteristics of education system, the
labor market situation, the rate of youth education, activities and qualifications, specialization
of economy, regional inequality, the readiness of private sector, create new workplaces and
employ the youth.
The global financial crises of 2007-2008 is also should be mentioned. The Impact of
crises is obvious, however it must be mentioned, that this crises was not the cause of the youth
unemployment, but the catalyst of the problems which were arisen in EU countries even before
the crises.
Taking into account the background, the arrangements and programs provided by the
EU was ineffective. In order to solve the youth unemployment problem it is important to
provide the fundamental changes and not only the unilateral programs which are created for
twenty seven countries with different development rate, labor market and interest

მოცემულ სამაგისტრო ნაშრომში განხილულია ევროკავშირში ახალგაზრდების
უმუშევრობის თვალსაზრისით არსებული მდგომარეობა და მისი გამომწვევი მიზეზები.
არაერთი სამეცნიერო ნაშრომისა თუ სტატიის, ასევე, სტატისტიკური მონაცემების
კომპლექსური ანალიზის შედეგად გამოვლინდა, რომ აღნიშნული პრობლემა საკმაოდ
მწვავედ დგას ევროკავშირში; არაერთ განვითარებულ ქვეყანასთან შედარებით აქ
ახალგაზრდების უმუშევრობის ძალიან მაღალი დონე ფიქსირდება (2019 წელს 15.1%).
უნდა ითქვას, რომ ასეთი მაღალი მაჩვენებელი გამოწვეულია წევრ სახელმწიფოთა
შორის უზარმაზარი განსხვავებით, კერძოდ, თორმეტ ქვეყანაში ახალგაზრდების
უმუშევრობის მაჩვენებელი საშუალო დონეზე მაღალია და მათგან ნაწილში 30
პროცენტსაც კი აღემატება (ესპანეთი, საბერძნეთი).
კონკრეტული ქვეყნების დონეზე ახალგაზრდების უმუშევრობის გამომწვევი
მიზეზები საკმაოდ მრავალმხრივი და სპეციფიკურია: ეკონომიკის ზოგადი
მდგომარეობა, საგანმანათლებლო სისტემის თავისებურებანი, შრომის ბაზარზე
არსებული მდგომარეობა, ახალგაზრდების განათლების, აქტიურობისა და
კვალიფიკაციის დონე, ეკონომიკის სპეციალიზაცია, შიდა რეგიონული უთანასწორობა,
კერძო სექტორის მზადყოფნა, შექმნას სამუშაო ადგილები და დაასაქმოს
ახალგაზრდები.
ცალკე აღსანიშნავია 2007-2008 წლების გლობალური ფინანსური კრიზისი. მისი
ზეგავლენა ცალსახაა, თუმცა უნდა ითქვას, რომ იგი აღმოჩნდა არა ახალგაზრდების
უმუშევრობის გამომწვევი მიზეზი, არამედ მხოლოდ კატალიზატორი იმ პრობლემების
გაღრმავებისა, რომელიც უკვე კრიზისამდე არსებობდა ევროკავშირის წევრ არაერთ
ქვეყენაში.
ამ ფონზე ევროკავშირის მიერ გატარებული ღონისძიებები თუ პროგრამები
არაეფექტური აღმოჩნდა, უმთავრესად იმის გამო, რომ ისეთი კომპლექსური
პრობლემის გადაჭრისთვის, როგორიც ახალგაზრდების უმუშევრობაა, საჭიროა
ქვეყანაში ძირეული ცვლილებების განხორციელება მრავალი მიმართულებით და არა
ოცდაშვიდი სხვადასხვა განვითარების დონის, შრომის ბაზრისა თუ ინტერესების მქონე
ქვეყანაზე გათვლილი (ისიც არასაკმარისად დაფინანსებული) ცალმხრივი პროგრამების
გატარება.
URI: https://openscience.ge/handle/1/2361
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Samagistro Megreladze.pdfახალგაზრდების დასაქმების პრობლემები ევროკავშირის ქვეყნებში988.96 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

85
checked on May 2, 2024

Download(s)

379
checked on May 2, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.