Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2354
Title: The cooperation of International Monetary Fund and National Bank of Georgia: Results and Perspectives on Development
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა: შედეგები და განვითარების პერსპექტივები
Authors: Soselia, Anna 
სოსელია, ანნა 
Advisor: ღუდუშაური, ლეილა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლი
საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ურთიერთობა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Weakened by the civil war, it was quite difficult for a post-communist country to mobilize internal financial resources, in fact, it was unimaginable in the beginning. It was even difficult to make recommendations to develop a suitable, correct economic policy. International institutions have played very serious role in solving the problems.
The thesis determines the place of the International Monetary Fund in Georgia; Analyze and evaluate implemented projects; Identifying the reasons of their success/failure and finding ways to correct the shortcomings; And also, observing the result of the analysis, development of recommendations for deepening Georgia's relations.
Many remarkable successes have been achieved in Georgia's cooperation with the International Monetary Fund, but mistakes have also been made. As an object we encounter the problems identified during this relationship.
The topic is relevant, as Georgia is still a country with a transitional economy, therefore, all changes are very important and need to be based on research.
Particularly noteworthy are the current events, given the Coronavirus pandemic, which has led to significant changes, not only here, but has caused the global economic crisis.
The thesis presents all the important measures taken by the IMF and the NBG during the relationship, their results, conclusions and recommendations.

სამოქალაქო ომით დაუძლურებული, პოსტ-კომუნისტური ქვეყნისთვის საკმაოდ რთული, ფაქტობრივად წარმოუდგენელი იყო შინაგანი საფინანსო წყაროების მობილიზება. რთული იყო რეკომენდაციების გაცემაც კი, რათა შემუშავებულიყო შესაფერისი, სწორი ეკონომიკური პოლიტიკა. ამ პრობლემის გადაწყვეტაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სერთაშორისო საფინანსო-ეკონომიკურმა ინსტიტუტმა - საერთაშორისო სავალუტო ფონდმა.
ნაშრომის მიზანსა და ამოცანებს წარმოადგენს: საერთაშორისო სავალუტო ფონდის როლის განსაზღვრა საქართველოში; განხორციელებული პროექტების გაანალიზება და შეფასება; მათი წარმატებისა თუ წარუმატებლობის მიზეზების გამოვლენა და ნაკლოვანებების გამოსწორების გზების ძიება; ამასთანავე, ანალიზის შედეგად, საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს ურთიერთობის გაღრმავებისათვის რეკომენდაციების შემუშავება.
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან საქართველოს თანამშრომლობით მრავალი აღსანიშნავი წარმატება იქნა მიღწეული, თუმცა, დაშვებული იქნა შეცდომებიც. კვლევის საგანს წარმოადგენს საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ურთიერთობის შედეგები, ხოლო ობიექტის სახით ვხვდებით სწორედ ამ ურთიერთობის განმავლობაში გამოვლენილ პრობლემებს.
თემა აქტუალურია, რამდენადაც საქართველო ჯერ კიდევ წარმოადგენს გარდამავალი ეკონომიკის ქვეყანას, შესაბამისად, ყველა ცვლილება ფინანსურ, და არამხოლოდ, სექტორში მეტად მნიშვნელოვანია და საჭიროებს მსჯელობას კვლევაზე დაყრდნობით.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა წინ საქართველოს განვითარებისთვის. განსაკუთრებით აღსანიშნავია მიმდინარე მოვლენები, კორონავირუსის პანდემიის გათვალისწინებით, რომელმაც მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვია, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ, მსოფლიო ეკონომიკა დააყენა ისტორიული კრიზისის წინაზე.
ნაშრომში წარმოდგენილია ყველა მნიშვნელოვანი ღონისძიება, რომელიც გატარებულ იქნა საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ, ამ ურთიერთობის განმავლობაში, მათი შედეგები, დასკვნები და რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2354
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Anna Soselia.pdfსაერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლობა: შედეგები და განვითარების პერსპექტივები1.2 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

74
checked on Apr 25, 2024

Download(s)

133
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.