Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2346
Title: ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხები შპს დემასის მაგალითზე
Authors: გუგუნაშვილი, ნანა 
Advisor: მაისურაძე, მარინა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: საწარმოს ფინანსური ანგარიშგება
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In the stated thesis, here are considered the issues of preparation and presentation of financial statements. The essence and purpose of the enterprise's financial statements are discussed. Its importance in terms of informativeness is emphasized.
Financial statements provide detailed information about the results of company’s economic activities to creditors, investorsand other users of the statements. During globalization processes it’s very important, that data like this should be easy to access.
Here is explained conceptual foundations of preparation of financial statements, it’s components, importance and structure. The balance sheet provides an overview of a company’s assets, liabilities and equity. Profit and Loss Statement primarily focuses on a company’s revenues and expenses during a particular period. The Equity Changes Statement shows structure and changes of the capital in the current period. The Cash Flow Statement describes cash and it’s equivalents, that company owns. Each of those component includes different information and none of them provides complete picture of the company’s performance. They characterize different aspects of the same operation and are closely related. That is why they should be analyzed in a complex way and not independently from each other.
The second part of the paper presents the financial statements of Demas Ltd for 2018. All it’s components are discussed and their structure or content is described. The theoretical material given in the first part is used as a practical example. Graphs and diagrams are used to visualize the data to give a clearer picture of the financial performance of Demas Ltd.

სამაგისტრო ნაშრომში ასახულია ფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხები. განხილულია საწარმოს ფინანსური ანგარიშგების არსი და მიზანი. ხაზგასმულია მისი მნიშვნელობა ინფორმაციულობის კუთხით.
ფინანსური ანგარიშგება საწარმოს საქმიანობის შედეგებს სხვადასხვა მაჩვენებლების მეშვეობით დეტალურად ასახავს და მრავლისმომცველ ინფორმაციას აწვდის კრედიტორებს, ინვესტორებს და ანგარიშგების სხვა მოხმარებლებს. მსოფლიო გლობალიზაციის პროცესში კი საკმაოდ მნიშვნელოვანია ამა თუ იმ საწარმოს შესახებასეთი მონაცემების ხელმისაწვდომობა.
სამაგისტრო ნაშრომში თეორიულადაა განმარტებული ფინანსური ანგარიშგების მომზადების კონცეპტუალური საფუძვლები. დეტალურადაა აღწერილი მისი შემადგენელი კომპონენტები და ელემენტები, მათი მნიშვნელობა და სტრუქტურა. ბალანსი წარმოდგენას გვიქმნის საწარმოს აქტივების, ვალდებულებებისა და კაპიტალის შესახებ. მოგება-ზარალი კომპანიის საქმიანობის შედეგის: საანგარიშგებო პერიოდის მოგების ან ზარალისუკეთ გაანალიზებაში გვეხმარება. ის მოიცავს შემოსავლებისა და ხარჯების მოცულობის შესახებ საჭირო ინფორმაციას. კაპიტალის მოძრაობის ანგარიშგება დროის პერიოდში კაპიტალის სტრუქტურასა და მის ცვლილებას ასახავს. ხოლო, ფულადი ნაკადების ანგარიშგება საწარმოს მფლობელობაში არსებულ ფულად სახსრებსა და მათ ექვივალენტებს ახასიათებს. თითოეული ეს კომპონენტი დანარჩენებისგან განსხვავებულ ინფორმაციას მოიცავს, მაგრამ დამოუკიდებლად ვერც ერთი მათგანი ვერ იძლება მომხმარებელთა საინფორმაციო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება. ისინი ერთი და იმავე ოპერაციის სხვადასხვა ასპექტს ახასიათებენ და მჭიდრო ურთიერთკავშირში იმყოფებიან. სწორედ ამიტომ, უნდა მოხდეს მათი გაანალიზება კომპლექსურად და არა ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად.
ნაშრომის მეორე ნაწილში მოცემულია შპს დემასის 2018 წლის ფინანსური ანგარიშგება. განხილულია მისი შემადგენელი ყველა კომპონენტი და დახასიათებულია მათი სტრუქტურა თუ შინაარსი. პრაქტიკულ მაგალითზეა გამოყენებული პირველ ნაწილში მოცემული თეორიული მასალა. მონაცემების ვიზუალიზაციისთვის გამოყენებულია გრაფიკები და დიაგრამები, რათა უფრო ნათელი წარმოდგენა შეგვექმნას შპს დემასის ფინანსური მაჩვენებლების შესახებ.
URI: https://openscience.ge/handle/1/2346
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Nana Gugunashvili samagistro.pdfფინანსური ანგარიშგების მომზადებისა და წარდგენის საკითხები შპს დემასის მაგალითზე1.22 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

63
checked on Apr 18, 2024

Download(s)

188
checked on Apr 18, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.