გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2339
სათაური: Lease and investment property accounting on the example of Hotel Europe Ltd
იჯარისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვა შპს სასტუმრო ევროპის მაგალითზე
ავტორები: დარბაიძე, ნინო 
ხელმძღვანელი: კვატაშიძე, ნადეჟდა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ფინანსური იჯარა
საინვესტიციო ქონება
იჯარის აღრიცხვა მეიჯარესა და მოიჯარესთან
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The topic "Lease and investment property accounting on the example of Hotel Europe Ltd." discusses the essence of financial lease and investment property, characteristics, identification and recognition criteria, valuation methods. The topic discusses lease accounting with the lessor and the lessee, as well as the relevant information about the lease and investment property in the financial statements. The issues are discussed on the example of the hotel.
Relevance of the topic. One of the alternative ways of lending is rent. It is one of the most important sources of funding for economic entities. Many companies, especially start-ups, often do not have enough financial resources to purchase land, buildings, vehicles, equipment and other fixed assets to expand and develop their production. Such difficulties can even be overcome through leasing. At the same time, investments in real estate are increasing. Thus, it is important to correctly classify, evaluate and fairly lease and invest property in the financial statements.
Purpose. The purpose of this paper is to present the issues of accounting for lease and investment property and its reflection in the financial statements in accordance with International Financial Reporting Standards.
The main task in researching the issue was to study current issues related to lease accounting and to apply it in practice.
Lease and investment property accounting issues were selected as the object of research on the example of a hotel.
Research Results. Lease and investment property accounting issues have been studied and analyzed on the example of a hotel.
Material and technical base and information resources: The main source of the paper is IFRS 16 and IAS 40. The theoretical basis of the paper is the works of Georgian and foreign researchers, as well as scientific materials and Internet sources.

თემაში „იჯარისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვა შპს სასტუმრო ევროპის მაგალითზე” განხილულია ფინანსური იჯარის და საინვესტიციო ქონების არსი, მახასიათებლები, იდენტიფიკაციისა და აღიარების კრიტერიუმები, შეფასების მეთოდები. თემაში განხილულია იჯარის აღრიცხვა მეიჯარესა და მოიჯარესთან, ასევე იჯარისა და საინვესტიციო ქონების შესახებ შესაბამისი ინფორმაციის ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში. საკითხები განხილულია სასტუმროს მაგალითზე.
თემის აქტუალობა. დაკრედიტების ერთ-ერთ ალტერნატიული გზა არის იჯარა. ის დაფინანსების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს ეკონომიკური სუბიექტებისთვის. მრავალ კომპანიას, განსაკუთრებით კი ახლად შექმნილ საწარმოებს, ხშირად არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსი იმისათვის, რომ შეიძინონ მიწა, შენობა-ნაგებობები, სატრანსპორტო საშუალებები, მოწყობილობები და სხვა ძირითადი აქტივები, რათა გააფართოვონ და განავითარონ საკუთარი წარმოება. ასეთი სირთულეები კი შეიძლება იჯარის საშუალებით იქნას დაძლეული. ამასთან ერთად, იზრდება ინვესტიციები უძრავ ქონებაში. ამდენად, აქტუალურია იჯარის და საინვესტიციო ქონების სწორი კლასიფიცირება, შეფასება და სამართლიანად ასახვა ფინანსურ ანგარიშგებაში.
მიზანი. ნაშრომის მიზანია წარმოაიჩინოს იჯარისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვისა და ფინანსურ ანგარიშგებაში ასახვის საკითხები ფინანსური ანგარიშგების საერთაშირისო სტანდარტების შესაბამისად.
საკითხის კვლევისას მთავარ ამოცანას წარმოადგენდა იჯარის აღრიცხვასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხების შესწავლა და პრაქტიკაში გამოყენება-შესწავლა.
კვლევის ობიექტიად შეირჩა იჯარისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვის საკითხები სასტუმრო ევროპის მაგალითზე.
კვლევის შედეგები. შესწავლილია და სასტუმროს მაგალითზე გაანალიზებულია იჯარისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვის საკითხები.
მატერიალურ–ტექნიკური ბაზა და საინფორმაციო რესურსები: ნაშრომის ძირითად წყაროს წარმოადგენს ფასს 16 და ბასს 40. ნაშრომის თეორიული საფუძველია ქართველი და უცხოური მკვლევარების ნაშრომები და ასევე, სამეცნიერო მასალები და ინტერნეტ წყაროები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2339
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nino Darbaidze Samagistro .pdfიჯარისა და საინვესტიციო ქონების აღრიცხვა შპს სასტუმრო ევროპის მაგალითზე1.09 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

83
checked on May 16, 2024

გადმოწერა

143
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.