გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2329
სათაური: საგადასახადო პოლიტიკის მაკროეკონომიკური ზეგავლენა
ავტორები: ომანაძე, თეონა 
ხელმძღვანელი: ტაბატაძე, მარინა 
ხარისხის სახელი: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა / Economics
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: საგადასახადო პოლიტიკა
მაკროეკონომიკური ზეგავლენა
ეკონომიკა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
After gaining independence, Georgia has carried out significant economic reforms in terms of
fiscal stimulus and economic development. The tax burden and the volume of taxes have been
substantially reduced.
As a result of these reforms, it became possible to achieve significant economic growth, as well
as a liberal tax image, which was created in the eyes of investors. The future economic policy is
based on three core principles. The most important is to ensure rapid and effective economic
growth focused on the development of the real (manufacturing) sector of the economy, which
will help solve the country's economic problem, create jobs, and alleviate poverty. The
existence of optimal and effective tax policy is crucial for the rapid development of the
economy to maintain budget stability and at the same time improve the tax environment for
businesses. The purpose of the thesis is to discuss the theoretical, methodological, practical, and
applied principles of tax policy, to analyze its impact on economic growth and sustainable
development. Analysis of the path taken by Georgia since the creation of the tax system,
significant achievements, and several shortcomings that should be rectified.
The thesis aims to present the levers and mechanisms of tax policy in Georgia, through which
they affect macroeconomic indicators. The paper focuses on the problems related to the
entrepreneurial and investment environment, which can be eliminated by improving the tax
system, which will promote sustainable economic development and minimize economic
fluctuations. Also, significant attention is paid to the Estonian model, its results and analysis in
Georgia, Which aims to accelerate economic growth and create favorable conditions for
business start-ups and development.

საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მნიშვნელოვანი
ეკონომიკური რეფორმები გაატარა ეკონომიკის ფისკალური სტიმულირების და
განვითარების კუთხით. მნიშვნელოვნად შემცირდა საგადასახადო ტვირთი და
გადასახადების რაოდენობა. აღნიშნული რეფორმების შედეგად, შესაძლებელი გახდა
მნიშვნელოვანი ეკონომიკური ზრდის მიღწევა და ლიბერალური საგადასახადო იმიჯი
შეიქმნა ინვესტორების თვალში. სამომავლო ეკონომიკური პოლიტიკა სამ უმთავრეს
პრინციპს ემყარება, რომელთაგან უპირველესია ეკონომიკის რეალური (წარმოების)
სექტორის განვითარებაზე ორიენტირებული სწრაფი და ეფექტიანი ეკონომიკური
ზრდის უზრუნველყოფაა, რაც განაპირობებს ქვეყანაში არსებული ეკონომიკური
პრობლემის გადაჭრას, სამუშაო ადგილების შექმნასა და სიღარიბის დაძლევას.
ეკონომიკის სწრაფი განვითარებისათვის უმნიშვნელოვანესია ოპტიმალური და
ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკის არსებობა, რათა დაცული იყოს საბიუჯეტო
სტაბილურობა და ამავე დროს, გაუმჯობესდეს საგადასახადო გარემო ბიზნესისთვის.
ნაშრომის მიზანია საგადასახადო პოლიტიკის თეორიულ-მეთოდოლოგიური,
პრაქტიკული და გამოყენებითი ხასიათის საფუძვლების განხილვა, მისი გავლენის
ანალიზი ეკონომიკურ ზრდასა და მდგრად განვითარებაზე. საქართველოს მიერ
განვლილი გზის ანალიზი საგადასახადო სისტემის შექმნიდან დღემდე, არსებითი
ხასიათის მიღწევები და რიგი ხარვეზები, რომლებიც დღესაც აღმოსაფხვრელია.
ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს საგადასახადო პოლიტიკის ბერკეტები და მექანიზმები
საქართველოში, რომლის საშუალებით ისინი ზემოქმედებენ მაკროეკონომიკურ
მაჩვენებლებზე.
ნაშრომში ყურადღება გამახვილებულია სამეწარმეო და საინვესტიციო
გარემოსთან დაკავშირებულ პრობლემებზე, რომლის აღმოფხვრა შესაძლებელია
საგადასახადო სისტემის სრულყოფის შედეგად, რაც ხელს შეუწყობს მდგრად
ეკონომიკურ განვითარებას და მინიმუმამდე დაიყვანს ეკონომიკურ რყევებს. ასევე,
მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა ესტონურ მოდელს, მის შედეგებსა და ანალიზს
საქართველოში, რომლის მიზანია ეკონომიკური ზრდის დაჩქარება და ბიზნესის
დაწყებისა და განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა.
URI: https://openscience.ge/handle/1/2329
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Omanadze.pdfსაგადასახადო პოლიტიკის მაკროეკონომიკური ზეგავლენა906.55 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

75
checked on May 18, 2024

გადმოწერა

130
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.