Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2317
Title: მოგების გადასახადის აღრიცხვის საკითხები სს „სილქნეტის“ და სს „თელასის“ მაგალითზე
Authors: ჯანაშვილი, დემეტრე 
Advisor: კოზმანაშვილი, ლია 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა
საგადასახადო სისტემა
მოგების გადასახადის აღრიცხვა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Development and support of entrepreneurial activities, accompanied by an effective tax system, play an important role in a country’s economic growth. Effectiveness of taxation policy largely depends on the economic reforms, which should create favorable environment for private sector and attract investments.
Novelty of the research: The research paper is a case study of comprehensive in-depth review of theoretical and practical aspects of profit tax in Georgia and discusses its accounting principles in line with International Accounting Standards. The paper analyzes the adopted changes in the country’s profit taxation, which implies paying it only if corporate profit is distributed. This model has also been labelled as “Estonian tax model”. To make the research more robust, an illustrative profit calculation examples are provided along with those corner cases, which are, typically, considered as unique cases by the country’s revenue service.
The aim of the research: The research aims to determine main principle that are required for profit tax accounting. In addition, the research also highlights the aspects that differentiate financial profit from accounting profit. And lastly, the research discusses the determinants for success or failure of the taxation policy. The research paper analyzes positive and negative effects of “Estonian tax model”, formulates the problems the new model may arise and studies the impact of the new taxation system on the country’s economy.
Materials and resources: The research uses the regulations of International Financial Reporting Standards and reviews the literature, statistical and periodical reports published by acclaimed international organizations, and the information provided by Ministry of Finance of Georgia. Also, for the analysis purposes, I have used 2014-2019 Financial Statementsof “Silknet” JSC and “Telasi” JSC.

სახელმწიფოს ეკონომიკის ზრდისთვის მეტად მნიშვნელოვანია მეწარმეობის განვითარება და ხელშეწყობა, დახვეწილმა საგადასახადო სისტემამ კი, ეს ყოველივე უნდა გააუმჯობესოს. საგადასახადო პოლიტიკის ეფექტიანობა უმთავრესად დამოკიდებულია სახელმწიფოში განხორციელებულ ეკონომიკურ რეფორმებზე. რეფორმებმა კი, კერძო სექტორისთვის უნდა შექმნას ხელსაყრელი გარემო პირობები და უზრუნველყოს ინვესტიციების მოზიდვა.
თემის აქტუალობა: მოცემულ ნაშრომში ნათლადაა ასახული მოგების გადასახადის აღრიცხვისათვის საჭირო თეორიული და პრაქტიკული ასპექტები, რომლებიც წარმოდგენილია კონკრეტული კომპანიების მაგალითზე. ნაშრომში განხილულია მოგების გადასახადის აღრიცხვის ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც მოცემულია ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. ნაშრომი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა - საკანონმდებლოს ინიციატივა საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის შესახებ, რომელიც ე.წ. „განაწილებული მოგების გადასახადს“ ეფუძნება. მაგალითების სახით წარმოდგენილია გადასახადის დაანგარიშების საკითხები და ასევე განხილულია ცალკეული შემთხვევები, როდესაც შემოსავლების სამსახური განსხვავებულად უდგება საკითხს.
ნაშრომის მიზანი: მისმიზანსწარმოადგენს იმ მთავარი პრინციპების განსაზღვრა, რომლებიც მოგების გადასახადის აღრიცხვისთვისაა საჭირო. მნიშვნელოვანია, იმ ძირითადი ასპექტების გამოკვეთა, რომლებიც განასვხავებს ფინანსურ მოგებას საგადასახადო კუთხით გამოანგარიშებული მოგებისგან. ასევე საჭიროა, იმ ძირითადი ასპექტების გამოვლენა, რომელიც განსაზღვრავს საგადასახადო პოლიტიკის წარმატებას, ან პირიქით, მის წარუმატებლობას.მნიშვნელოვანია, განისაზღვროს საგადასახადო სისტემის ესტონურ მოდელზე გადასვლის დადებითი და უარყოფითი საკითხები, ჩამოყალიბდეს მოდელის თანხმლები პრობლემური ასპექტები და გამოჩნდეს ახალი რეგულაციის გავლენა ქვეყნის ეკონომიკაზე.
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საინფორმაციო რესურსები: ანალიზისთვის ნაშრომში გამოყენებულია ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტის (ფასს) რეგულაციები, კვლევები და ნაშრომები, სტატისტიკური მონაცემები, პერიოდული გამოცემების მასალები, სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების გამოკვლევები, ფინანასთა სამინისტროსა და სხვა უწყებებსა თუ ქვეუწყებებში არსებული ინფორმაციები. საწარმოების ანალიზისათვის გამოყენებულია 2014-2019 წლების სს „სილქნეთის“ და სს „თელასის“ ფინანსური ანგარიშგებები.
URI: https://openscience.ge/handle/1/2317
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Demetre Janashvili.pdfმოგების გადასახადის აღრიცხვის საკითხები სს „სილქნეტის“ და სს „თელასის“ მაგალითზე1.55 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

45
checked on May 1, 2024

Download(s)

199
checked on May 1, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.