გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2315
სათაური: მაკროეკონომიკურ წონასწორობაზე ზემოქმედების მონეტარული მექანიზმები
ავტორები: ბაღბაია, ანნა 
ხელმძღვანელი: თოთლაძე, ლია 
ხარისხის სახელი: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ეკონომიკა / Economics
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Monetary policy
Inflation targeting
Monetary policy rate
მონეტარული პოლიტიკა
ინფლაციის თარგეთირება
მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
In the process of achieving stable economic growth and macroeconomic equilibrium, it
is of great importance for countries to pursue the right monetary policy. The main goal of the
monetary policy is to achieve price stability and thus ensure long-term economic growth and
development. The analysis presented in this paper is based on the current monetary
developments and past experiences. The monetary policy operates through specific transmission
channels and has an impact on interest rates, exchange rates, bank loans, stock and real estate
prices.
The aim of this paper is to analyze the nature of monetary mechanisms and impact of
those mechanisms on macroeconomic stability in the world and in particular on Georgia.
The master’s thesis discusses the transmission mechanisms of the monetary policy, its
theoretical aspects and relevant international experience. The paper analyses the role of the
National Bank of Georgia in achieving macroeconomic stability, as well as monetary
mechanisms at its disposal. The focus is on Georgia's key macroeconomic indicators, which
reflect current trends in Georgia's economic growth. The special attention is paid to the analysis
of the inflation targeting regime and the monetary policy rate as the main instruments of
financial stability.

სტაბილური ეკონომიკური ზრდისა და მაკროეკონომიკური წონასწორობის
მიღწევის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია ქვეყნების მხრიდან სწორი
მონეტარული პოლიტიკის გატარებას. მონეტარული პოლიტიკის უმთავრეს მიზანს
წარმოადგენს ფასების სტაბილურობის მიღწევა და ამ გზით გრძელვადიანი ეკონომიკის
ზრდისა და განვითარების უზრუნველყოფა. ნაშრომში წარმოდგენელი ანალიზი
ეფუძნება მიმდინარე მონეტარულ პროცესებსა და წარსულ გამოცდილებას.
მონეტარულ პოლიტიკა მოქმედებს გადაცემის კონკრეტული არხების საშუალებით და
გავლენა აქვს საპროცენტო განაკვეთებზე, გაცვლით კურსებზე, საბანკო სესხებზე,
აქციებისა და უძრავი ქონების ფასებზე.
ნაშრომის მიზანია, გაანალიზოს მონეტარული მექანიზმების არსი და ზეგავლენა
მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე მსოფლიოში და კონკრეტულად საქართველოს
მაგალითზე.
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია მონეტარული პოლიტიკის ტრანსმისიის
მექანიზმები, როგორც თეორიული ასპექტები, ასევე საერთაშორისო გამოცდილება.
გაანალიზებულია საქართველოს ეროვნული ბანკის როლი მაკროეკონომიკური
სტაბილურობის მიღწევაში და მის ხელთ არსებული მონეტარული ინსტრუმენტები.
ყურადღება გამახვილებულია საქართველოს ძირითად მაკროეკონომიკურ
მაჩვენებლებზე, რომლებიც ასახავენ საქართველოს ეკონომიკური ზრდის მიმდინარე
ტენდენციებს. განსაკუთრებული ადგილი აქვს დათმობილი ინფლაციის
თარგეთირების რეჟიმის ანალიზს და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, როგორც
ფინანსური სტაბილურობის ძირითად ინსტრუმენტებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/2315
ჩანს კოლექციებში:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Samagistro Baghbia.pdfმაკროეკონომიკურ წონასწორობაზე ზემოქმედების მონეტარული მექანიზმები893.36 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

77
checked on May 21, 2024

გადმოწერა

325
checked on May 21, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.