Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2310
Title: გენდერული დისბალანსის სტატისტიკა საქართველოს შრომის ბაზარზე
Authors: მარიამ ოქრუაშვილი 
Advisor: გელაშვილი, სიმონ 
Degree Name: MSc in Economics
ეკონომიკის მაგისტრი
Degree Discipline: ეკონომიკა / Economics
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: გენდერული ბალანსი
გენდერული დისბალანსი
შრომის ბაზარი
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
Modern society faces the great significance of gender equality related issues. It is intrinsically
linked to all aspects of life, hence, proper analysis of those issues in the social and economic
context is crucial turning point for further exploration.
Gender inequalities occurred on the labour market of Georgia is one of the main challenge to be
addressed by many international and local organizations thought undertaking effective and
result-oriented actions.
The following paper (Statistics of gender imbalance on the labour Market of Georgia) aims at
analyzing statistics of gender aspects on the labour market and reviews the severity of the gender
inequality problems in the context of Georgian labour market. Likewise, the paper analyses
supportive mechanisms implemented by the organizations, such as followings: UN Women,
Asian Development Bank (ADB), European Union in Georgia, United States Agency for
International Development (USAID), Swedish International Development Cooperation Agency
(SIDA), United Nations Development Programme (UNDP) and others.
On the basis of the average monthly nominal salary statistical information provided by the
National Statistics Office of Georgia, paper concludes, that average income is different for man
and woman on the labour market of Georgia. Furthermore, the paper confirms existence of
gender inequalities in regards with career opportunities in an economically active population.
Gender inequalities on the labour market is a global challenge, which is evident in the context
of Georgia as well. So forth, the fundamentals of the Master’s Thesis are chosen accordingly.

გენდერული თანასწორობის საკითხები თანამედროვე, ცივილიზებულ საზოგადოებაში
მეტად აქტუალურია. ის საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს, რის
გამოც მნიშვნელოვანია მისი განხილვა როგორც სოციალურ, ასევე ეკონომიკურ ჭრილში.
გენდერული დისბალანსი საქართველოს შრომის ბაზარზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
გამოწვევაა, რომლის საპასუხოდაც მრავალი საერთაშორისო და ადგილობრივი
ორგანიზაცია მნიშვნელოვან ინტერესს ავლენს და ქმედით ნაბიჯებს დგამს.
ნაშრომში განხილულია გენდერული დისბალანსის პრობლემის სიმწვავე საქართველოს
შრომის ბაზრის მაგალითზე. ასევე, გაანალიზებულია ისეთი საერთაშორისო
ორგანიზაციების მხრიდან დანერგილი მხარდაჭერის მექანიზმები, როგორიცაა გაეროს
ქალთა ორგანიზაცია (UN WOMEN), აზიის განვითარების ბანკი (ADB), ევროკავშირი
საქართველოსათვის, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების
სააგენტო (USAID), შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (SIDA), გაეროს
განვითარების პროგრამა (UNDP) და სხვა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული
დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის მონაცემებზე
დაყრდნობით კი დასაბუთებულია შრომის ბაზარზე მამაკაცებისა და ქალების
ანაზღაურების განსხვავებულობა, გაანალიზებულია ამ მოცემულობის მიზეზები და
კონტექსტი. გარდა აღნიშნულისა, არსებული მონაცემების ანალიზის საფუძველზე
ნაშრომში გამოვლენილია დასაქმებისა და უმუშევრობის განსხვავებული დონეები
გენდერულ ჭრილთან მიმართებით, ეკონომიკურად აქტიურ მოსახლეობაში.
შრომის ბაზარზე გენდერული უთანასწორობის არსებობა გლობალური გამოწვევაა, რაც
მსოფლიოს უმეტეს ქვეყნებში შეინიშნება. ცხადია, საყურადღებო აქტუალურობით
გამოირჩევა ასევე საქართველოშიც. სწორედ ეს დაედო საფუძვლად სამაგისტრო
ნაშრომის თემის არჩევას, რომლის ძირითადი მიზანია შრომის ბაზრის გენდერული
ასპექტების სისტემური და კომპლექსური სტატისტიკური ანალიზი.
URI: https://openscience.ge/handle/1/2310
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
samagistro okruashvili.pdfგენდერული დისბალანსის სტატისტიკა საქართველოს შრომის ბაზარზე902.15 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

211
checked on Apr 29, 2024

Download(s)

453
checked on Apr 29, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.