Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2300
Title: Impact of Corporate Social Responsibility (CSR) on the Financial Performance of firms
კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გავლენა ფირმების საფინანსო საქმიანობაზე
Authors: Basaria, Ana 
ბასარია, ანა 
Advisor: მამალაძე, ე. ა. დ. ი. 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირება (Business Administration)
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Economics and Business 
ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი 
Keywords: კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა
Issue Date: 2020
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The work - "The Impact of Corporate Social Responsibility (CSR) on the Financial Performance of Firms" includes: an introduction, two chapters and seven paragraphs, accompanied by a conclusion, recommendations, list of references and an appendix.
The introduction presents the urgency of the problem, also aims, objectives, methods, theoretical and methodological foundations of the research and analysis of the current situation. The first chapter discusses the essence and importance of corporate social responsibility, the impact of social responsibility on various stakeholders, both in foreign and Georgian firms, based on which the impact of corporate social responsibility on the financial activities of firms is highlighted.
In the second chapter is analyzed the activities of firms and the factors that affect them. There is outlined that they shall focus not only on making commercial profits, but also on perception and expectation of interested groups, as they have a significant impact on the overall results of firms. There is discussed the relationship between corporate social responsibility and the financial activities of firms, which is still the subject of controversy.
The topic is new for Georgia, so no research has been conducted to study Georgian reality and interrelationships. Because of this reason, we did a small study, through which we have analyzed the current situation in our country.
In conclusion, we have analyzed and formulated recommendations. Their implementation will enable firms to understand better the importance of corporate social responsibility in future.

სამაგისტრო ნაშრომი „კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) გავლენა ფირმების საფინანსო საქმიანობაზე“, შედგება შესავლის, ორი თავისა და შვიდი პარაგრაფისაგან, თან ერთვის დასკვნა, რეკომენდაციები, გამოყენებული ლიტერატურის ნუსხა და დანართი.
შესავალში წარმოდგენილია პრობლემის აქტუალობა, კვლევის ობიექტი და მიზნები, კვლევის ამოცანები, კვლევის მეთოდები, კვლევის თეორიული და მეთოდოლოგიური საფუძვლები, არსებული მდგომარეობის ანალიზი. პირველ თავში განხილულია, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის არსი და მნიშვნელობა, სოციალური პასუხისმგებლობის გავლენა სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებზე, როგორც საზღვარგარეთულ, ასევე ქართულ ფირმებში არსებული პრაქტიკა, რის საფუძველზეც გამოკვეთილია კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გავლენა ფირმების საფინანსო საქმიანობაზე.
მეორე თავში განხილულია, ფირმების საქმიანობა და მასზე მოქმედი ფაქტორები, გამოკვეთილია რომ ისინი ორიენტირებული უნდა იყონ არა მხოლოდ კომერციული მოგების მიღებაზე, არამედ დაინტერესებული ჯგუფების აღქმასა და მოლოდინზე, რადგან მათ აქვთ ხელშესახები ზეგავლენა ფირმის საერთო შედეგებზე. გაანალიზებულია ურთიერთკავშირი კორპორაციულ სოციალურ პასუხისმგებლობასა და ფირმების საფინანსო საქმიანობას შორის, რომელიც დღესაც დავის საგანია. საქართველოში თემა სიახლეა იმდენად, რამდენადაც არ ჩატარებულა არანაირი კვლევა რომელიც შეისწავლიდა ქართულ რეალობას და ურთიერთკავშირს. შესაბამისად ჩვენ ჩავატარეთ მცირედი კვლევა, რომლის მეშვეობითაც გავაანალიზეთ საქართველოში დღეს არსებული ვითარება.
დასკვნის სახით გავაანალიზეთ და ჩამოვაყალიბეთ რეკომენდაციები, რომელთა განხორციელება შესაძლებლობას მისცემს ფირმებს მომავალში უკეთ გაიაზრონ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობა და აუცილებლობა.
URI: https://openscience.ge/handle/1/2300
Appears in Collections:ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana Basaria.pdfკორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის გავლენა ფირმების საფინანსო საქმიანობაზე1.2 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

92
checked on Feb 3, 2023

Download(s)

201
checked on Feb 3, 2023

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.