Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2292
Title: კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობა ქართულ საფინანსო ბაზარზე
Authors: გიგაური, სალომე 
Keywords: საფინანსო სექტორი;საბანკო სექტორი;კომერციული ბანკები
Issue Date: 2020
Abstract: 
თემის აქტუალობა. გამართული საბანკო სექტორი ქვეყნის ფინანსური
სტაბილურობის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა. თუკი კომერციული ბანკები,
ერთის მხრივ, საშუამავლო ფუნქციის რაციონალურად შესრულებას შეძლებენ, ხელს
შეუწყობენ ფინანსების მოძრაობას საზოგადოებასა და მთლიანად ეკონომიკაში, რის
შედეგადაც, იზოგება დრო და რესურსები, როგორც, დაზოგვის მსურველი
სუბიეტების, ასევე, მსესხებლების მხრიდან. მეორე მხრივ, ბანკის გაკოტრებამ
შესაძლოა სერიზული ზიანი მოუტანოს არა მხოლოდ მის კლიენტებს, არამედ,
მთლიანად საფინანსო სექტორს და ქვეყნის ეკონომიკას. შესაბამისად, აქტუალურია
შევისწავლოთ ქართული კომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობას რა
ფაქტორები და მაჩვენებლები განსაზღვრავენ, რა მეთოდებით ცდილობენ ბანკები მის
მოპოვებას და შენარჩუნებას საფინანსო ბაზარზე. გარდა ამისა, თანამედროვე
პირობებში მნიშვნელოვანია შევაფასოთ ინოვაციების როლი ბანკების
ფუნქციონირების პროცესში.
კვლევის მიზანს წარმოადგენს შევაფასოთ ქართული კომერციული ბანკების
კონკურენტუნარიანობა, დავადგინოთ რომელი ბანკები ფლობენ მოწინავე
პოზიციებს საფინანსო ბაზარზე და რა ფაქტორები განაპირობებს მათ ლიდერობას.
კვლევის მიზნიდან გამომდინარე, კვლევის ობიექტია ქართული კომერციული
ბანკები, რომელთა ფინანსური მაჩვენებლები და ბაზარზე პოზიციონირების
ძირითადი მიმართულებები უნდა შევაფასოთ.
საბანკო სექტორში წამყვან პოზიციებს იკავებენ სს „თიბისი ბანკი“ და სს
„საქართველოს ბანკი“, რაც განპირობებულია მათი სერვისების მრავალფეროვნებით,
მარკეტინგული სტრატეგიით, ინოვაციების მუდმივი წახალისებით და ბაზრის
ყველა სეგმენტზე პოზიციონირებით. განსხვავებული მიმზიდველობით ხასიათდება
სს „პროკრედიტ ბანკი“ და სს „კრედო ბანკი“. კომერციული ბანკების
კონკურენტუნარიანობის შესაფასებლად ვიყენებთ ფინანსურს მაჩვენებლებს,
კონკურენტუნარიანობის ძირითადს მაჩვენებელებს და საერთაშორისო რეიტინგებს.

Relevance of the topic. The banking sector is one of the main preconditions for the country's
financial stability. If commercial banks, on the one hand, are able to perform their role as
intermediaries effectively, they will provide the movement of finances in society and the
economy as a whole, saving time and resources for both depositors and borrowers. On the
other hand, bankruptcy of a bank may cause serious damage not only to its clients, but also
to the financial sector as a whole and the country's economy. Therefore, it is important to
study the competitiveness of Georgian commercial banks, what factors and indicators
determine it and what methods are used by the banks to obtain and maintain position on the
financial market. Besides, in modern conditions it is important to assess the role of
innovation in the functioning of banks.
The purpose of the research is to assess the competitiveness of Georgian commercial banks,
to determine which banks have top positions on the financial market and what factors
determine their leadership.
For research purposes, the objects of the research are Georgian commercial banks, for which
the financial indicators and the main directions of market positioning will be evaluated.
JSC “TBC Bank” and JSC “Bank of Georgia” occupy leading positions in the banking sector
due to the diversity of their services, marketing strategy, constant process of innovation and
positioning in all segments of the market. JSC "ProCredit Bank" and JSC "Credo Bank" are
characterized by different attractiveness. Financial indicators, key competitiveness indicators
and international ratings are used to assess the competitiveness of commercial banks.
URI: https://openscience.ge/handle/1/2292
Appears in Collections:დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები

Files in This Item:
File Description SizeFormat
სალომე გიგაური.pdfკომერციული ბანკების კონკურენტუნარიანობა ქართულ საფინანსო ბაზარზე1.54 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

9
checked on May 7, 2021

Download(s)

17
checked on May 7, 2021

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.