გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2132
სათაური: დეკრეტული შვებულება საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით
ავტორები: კუტალია, მარიამ 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვა
სქესის ნიშნით დისკრიმინაცია
ორსულობა და მშობიარობა
დეკრეტული შვებულების სამართლებრივი ასპექტები
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: East European Univeristy 
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Protecting women’s rights is one of the most important challenges nowadays. To ensure women’s rights protection, there has been taken a lot of measures, which of course, has been implemented in legislation.
Even though there has been a lot of actions taken by society, discrimination by gender, directly or indirectly still exist. This needs to be addressed by the society, therefore to prevent this from happening, there should be at least enough social and legislative guarantees.
Pregnancy and childbirth is women’s extraordinary capacity, which sometimes leads to abolish their rights. There are cases when employers say no directly or indirectly to begin a contractual relationship with a pregnant women, or do not wish to extend their employment contract as soon as they find out that women is pregnant. Consequently, it is absolutely crucial that women have strong legislative protection which will lead them to use the rights attributed from the law, adequately.
Taking into consideration all above-mentioned factors, it is important to review maternity leave as a right and what guarantees does law provide nowadays for women, when they decide to use maternity leave. Additionally, the Master’s Thesis is going to review the rule, where men is or should be able to use maternity leave as well.
Equal responsibility to ensure their child’s well-being for both parent comes from the civil law. Taking care of a baby begins when the child is born and to ensure that child develops properly, both parents should be equally active in the process, especially at the beginning when an infant creates emotional bond with their parents/
Consequently, this Master Thesis focuses on the social guarantees which is related to maternity leave and to review all the legislation flaws that does exist nowadays. Additionally, the author will review European Union Law, as the Government of Georgia has an obligation to adapt the best practice of EU.

თანამედროვე მსოფლიოში ქალთა უფლებების დაცვა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევას წარმოადგენს. აღნიშნული უფლებების გასამყარებლად გადადგმულია არაერთი ნაბიჯი თანამედროვე მსოფლიოში, რაც საკანონმდებლო დონეზე ასახვასაც კი ჰპოვებს ხშირ შემთხვევებში.
აღნიშნულის მიუხედავად სქესის ნიშნით დისკრიმინაციის როგორც ღია ასევე დაფარული შემთხვევები არაერთია, რაც აუცილებლად საჭიროებს საზოგადოების ყურადღებას, მისი პრევენციის მიზნით შესაბამისი სოციალური და სამართლებრივი გარანტიების არსებობას.
ორსულობა და მშობიარობა წარმოადგენს ქალის განსაკუთრებულ ფიზიოლოგიურ უნარს, რომელიც ხშირ შემთხვევაში შეიძლება გარკვეულწილად ქალთა უფლებების შელახვის საფუძველი გახდეს. ხშირია შემთხვევები, როდესაც დამსაქმებლები არაპირდაპირ უარს ამბობენ პირთან შრომით სამართლებრივი ურთიერთობის დაწყებაზე ან მის გაგრძელებაზე, გაიგებენ რა ქალის ორსულობის შესახებ. შესაბამისად, საკანონმდებლო დონეზე მყარი დაცვის გარანტიები ხელს უნდა უწყობდეს ამ უფლების სწორ და ადეკვატურ რეალიზაციას.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია მიმოხილული იქნას დეკრეტული შვებულების სამართლებრივი ასპექტები და ის დაცვის გარანტიები, რაც უნდა გააჩნდეს ქალს დეკრეტული შვებულებით სარგებლობის დროს. გარდა ამისა, აღნიშნული სამაგისტრო ნაშრომი შეეხება დეკრეტული შვებულების გამოყენების იმ წესს, რომლითაც მამაკაციც უფლებამოსილი არის/უნდა იყოს ისარგებლოს დეკრეტული შვებულებით.
მშობლების თანაბარი ვალდებულება იზრუნონ ბავშვის განვითარებაზე სამოქალაქო კოდექსითაა დადგენილი. ბავშვზე ზრუნვა კი იწყება მისი დაბადების მომენტიდან და შესაბამისად, ბავშვის სწორი და ჯანსაღი განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი აქტიურად იყოს ჩართული მის აღზრდასა და განვითარებაში, განსაკუთრბით საწყის პერიოდში, როდესაც ბავშვი აყალიბებს საკუთარ ემოციურ კავშირს მშობლებთან.
შესაბამისად, აღნიშნული ნაშრომის მიზანია იმ სოციალური დაცვის გარანტიების მიმოხილვა, რომელიც დაკავშირებულია დეკრეტული შვებულებით სარგებლობის წესთან, ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომელსაც პრაქტიკაში ვხვდებით და ამასთან, მიმოხილული იქნება ევროკავშირის შესაბამისი მარეგულირებელი კანონმდებლობა და ის პრაქტიკა, რომლის გაზიარების და რომელთან დაახლოებაც საქართველოს ვალდებულებად აქვს აღებული.
URI: https://openscience.ge/handle/1/2132
ჩანს კოლექციებში:იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Mariam Kutalia Samagistro.pdfდეკრეტული შვებულება საქართველოსა და ევროკავშირის კანონმდებლობის მიხედვით949.51 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

151
checked on May 23, 2024

გადმოწერა

420
checked on May 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.