გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/2073
სათაური: საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე
ავტორები: კალმახელიძე, ანა 
ხარისხის სახელი: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Business and Engineering 
ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: საგადასახადო სიტემის შექმნის საფუძვლები
უძველესი გადასახადების სახეები მსოფლიოში
საქართველოს საგადასახადო სისტემა
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ნაშრომში განხილულია გადასახადების წარმოშობის, მისი ევოლუციის და საგადასახადო სიტემის შექმნის საფუძვლები. განხილულია უძველესი გადასახადების სახეები მსოფლიოში. გადასახადების დაწესების, მათი აკრეფის ფორმები და მეთოდების სრულყოფის საკითხები საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასევე მოცემულია გადასახადების თეორიული ასპექტების მეცნიერული შეხედულებები.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი რგოლი-საგადასახადო სისტემა და დაბეგვრაა, რომლის გამართული მუშაობა საწინდარია ეკონომიკური აღმავლობის. მსოფლიოში უამრავი თეორიაა თუ როგორი საგადასახადო სისტემა უნდა შეიქმნას, რომ სახელმწიფომ შეძლოს თავისი ფისკალური ფუნქციის შესრულება. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილოს ბიუჯეტის შემოსავლებში დიდი ნაწილი არ იყოს საგადასახადო შენატანები, მაგრამ ეს რთული პროცესია და მოითხოვს ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას,თუმცა თუ გადასახადებით მიღებული ზომიერი საგადასახადო განაკვეთების პირობებში მაღალია საგადასახადო შემოსავლები, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება მაღალ საფეხურზეა და ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალია. მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე მიუთითებს საგადასახადო შემოსავლებში საშემოსავლოგადასახადისგან მიღებული სიდიდე, რომელიც ოპტიმალურ პირობებში 35% მეტი უნდა იყოს.
წარმოდგენილ თემაში ასევე გაანალიზებულია საქართველოს საგადასახადო სისტემა, საგადასახადო პოლიტიკა და მისი მნიშვნელობა ეკონომიკურ განვითარებაში. წარმოდგენილია საქართველოში გადასახადების წარმოშობისა და მისი განვითარების ეტაპები. სამწუხაროდ საქართველოში არსებული გადასახადების და დაბეგვრის სისტემების შესახებ არც ისე ბევრი ინფორმაციია შემონახული.
განხილულია საგადასახადო სიტემის ელემენტები. დაბეგვრის სუბიექტი და დაბეგვრის ობიექტი, დაბეგვრის ერთეული. ახსნილია თუ რაზე წესდება გადასახადები და საგადასახადო შეღავათები: ნაწილობრივი ან მთლიანი გათავისუფლებები.
თემის მიზანია ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის პროცესთან დაკავშირებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და გამოყენებითი ხასიათის საკითხების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების მომზადება. აქედან გამომდინარე ნაშრომში გამოიკვეთა ძირითადი ამოცანები: საგადასახადო ადმინისტრირების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის გამოკვლევა და მისი სრულყოფის წინადადებების შეთავაზება, არსებული გადასახადების თეორიულ და პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე ბიზნესის დასაბეგრი ბაზის ოპტიმიზაციის შესწავლა..
URI: https://openscience.ge/handle/1/2073
ჩანს კოლექციებში:ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ana kalmakhelidze Samagistro.pdfსაქართველოს საგადასახადო პოლიტიკა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე1.05 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

221
checked on May 2, 2024

გადმოწერა

759
checked on May 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.