Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2073
Title: საქართველოს საგადასახადო პოლიტიკა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე
Authors: კალმახელიძე, ანა 
Degree Name: Master of Business Administration
ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი
Degree Discipline: ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Business and Engineering 
ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა 
Keywords: საგადასახადო სიტემის შექმნის საფუძვლები
უძველესი გადასახადების სახეები მსოფლიოში
საქართველოს საგადასახადო სისტემა
Issue Date: 2020
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
ნაშრომში განხილულია გადასახადების წარმოშობის, მისი ევოლუციის და საგადასახადო სიტემის შექმნის საფუძვლები. განხილულია უძველესი გადასახადების სახეები მსოფლიოში. გადასახადების დაწესების, მათი აკრეფის ფორმები და მეთოდების სრულყოფის საკითხები საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. ასევე მოცემულია გადასახადების თეორიული ასპექტების მეცნიერული შეხედულებები.
ქვეყნის ეკონომიკის განვითარების მნიშვნელოვანი რგოლი-საგადასახადო სისტემა და დაბეგვრაა, რომლის გამართული მუშაობა საწინდარია ეკონომიკური აღმავლობის. მსოფლიოში უამრავი თეორიაა თუ როგორი საგადასახადო სისტემა უნდა შეიქმნას, რომ სახელმწიფომ შეძლოს თავისი ფისკალური ფუნქციის შესრულება. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილოს ბიუჯეტის შემოსავლებში დიდი ნაწილი არ იყოს საგადასახადო შენატანები, მაგრამ ეს რთული პროცესია და მოითხოვს ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებას,თუმცა თუ გადასახადებით მიღებული ზომიერი საგადასახადო განაკვეთების პირობებში მაღალია საგადასახადო შემოსავლები, მაშინ ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში ბიზნესის განვითარება მაღალ საფეხურზეა და ასევე მოსახლეობის ცხოვრების დონე მაღალია. მოსახლეობის ცხოვრების ხარისხზე მიუთითებს საგადასახადო შემოსავლებში საშემოსავლოგადასახადისგან მიღებული სიდიდე, რომელიც ოპტიმალურ პირობებში 35% მეტი უნდა იყოს.
წარმოდგენილ თემაში ასევე გაანალიზებულია საქართველოს საგადასახადო სისტემა, საგადასახადო პოლიტიკა და მისი მნიშვნელობა ეკონომიკურ განვითარებაში. წარმოდგენილია საქართველოში გადასახადების წარმოშობისა და მისი განვითარების ეტაპები. სამწუხაროდ საქართველოში არსებული გადასახადების და დაბეგვრის სისტემების შესახებ არც ისე ბევრი ინფორმაციია შემონახული.
განხილულია საგადასახადო სიტემის ელემენტები. დაბეგვრის სუბიექტი და დაბეგვრის ობიექტი, დაბეგვრის ერთეული. ახსნილია თუ რაზე წესდება გადასახადები და საგადასახადო შეღავათები: ნაწილობრივი ან მთლიანი გათავისუფლებები.
თემის მიზანია ბიზნესის საგადასახადო ადმინისტრირების სრულყოფის პროცესთან დაკავშირებული თეორიულ-მეთოდოლოგიური და გამოყენებითი ხასიათის საკითხების შესწავლა, რეკომენდაციების შემუშავება და შესაბამისი წინადადებების მომზადება. აქედან გამომდინარე ნაშრომში გამოიკვეთა ძირითადი ამოცანები: საგადასახადო ადმინისტრირების მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის გამოკვლევა და მისი სრულყოფის წინადადებების შეთავაზება, არსებული გადასახადების თეორიულ და პრაქტიკული ანალიზის საფუძველზე ბიზნესის დასაბეგრი ბაზის ოპტიმიზაციის შესწავლა..
URI: https://openscience.ge/handle/1/2073
Appears in Collections:ბიზნესის და ინჟინერიის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Ana kalmakhelidze Samagistro.pdfსაქართველოს საგადასახადო პოლიტიკა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე1.05 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

219
checked on Apr 19, 2024

Download(s)

751
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.