Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/2058
Title: საქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები
Authors: ბიწკინაშვილი, ზურაბ 
Degree Name: Master of International Relations
საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი
Degree Discipline: საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Faculty: School of Humanitarian and Social Science 
ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა 
Keywords: საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაცია
საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება
დერივატივების კანონი
ქართული ფინანსური ბაზრები
Issue Date: 2020
Publisher: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
Abstract: 
სამაგისტრო ნაშრომი შედგება 3 თავისგან და კვლევითი ნაწილისგან. ნაშრომის პირველ თავში განხილულია საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციისა და საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის ზოგადი პრინციპები, თავისებურებები, მათი მახასიათებლები. შესწავლილია ეკონომიკური ინტეგრაციის ზოგადი არსი და მისი ძირითადი კონცეფციები, ასევე მიმოხილულია ეკონომიკური ინტეგრაციის ეტაპები; განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ევროკავშირის თანამედროვე საერთაშორისო სავაჭრო პოლიტიკის თავისებურებების შესწავლას; სამაგისტრო ნაშრომის მეორე თავი ეთმობა საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გათვალისწინებულ ეკონომიკურ თავისებურებებსა და მათ განზომილებებს; მიმოხილულია საქართველო-ევროკავშირის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცის თავისებურებები, ასევე განხილულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები განსაკუთრებით ეკონომიკურ სფეროში, ამავე თავში გაანალიზებულია ეკონომიკის სფეროში საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროგრესის ეტაპები, მიღწევები და გამოწვევბი პროგრესის გზაზე. მესამე თავი ეთმობა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში მიღწეული ზოგიერთი კონკრეტული მიმართულების უფრო დეტალურ და ღრმა მიმოხილვას, ყურადღება ეთმობა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების დღის წესრიგის ამოცანების შესრულების დეტალებს, მათ შორის შესწავლილია დერივატივების კანონი, როგორც ქართული ფინანსური ბაზრების განვითარების წინაპირობა და მნიშვნელოვანი ნაბიჯი მის გასავითარებლად, ნაშრომში განხილულია ევროკავშირის დახმარების კონკრეტული დეტალი საქართველოს საბანკო და საგადახდო მომსახურების სფეროს გაძლიერების მიმართულებით. ასევე, ნარომშის ფარგლებში დეტალურად არის განხილული დეპოზიტების დაზღვევის სისტემა, როგორც ასოცირების შეთანხმების ნაწილი, მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. ამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარებულია რაოდენობრივი კვლევა, საზოგადოების ინფორმირებულობის დონის გამოსაკვლევად, თუ რამდენად არის საზოგადოება ინფორმირებული საქართველო-ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების სიკეთეების შესახებ და აქვთ თუ არა საკუთარ თავზე გამოცდილეი კონკრეტული სარგებლიანობა. კვლევა ჩატარდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, თუმცა მათ შორის არიან როგორც ბიზნესის მფლობელები, ასევე სტუდენტები, ასაკობრივი სეგენტაცია საკმაოდ განხვავებულია. ნაშრომის ღირებულება მდგომარეობს იმაში, რომ შესწავლილია სიახლეები და გარკვეული დეტალები ასოცირების შეთანხმებასთან, ინტეგრირების საკითხებთან დაკავშირებით, ნაშრომის დასკვნები და შედეგების შესაძლებელია გამოიყენოს საქართველოს ხელისუფლებამ საზოგადოების აზრისა და დამოკიდებულების სწორად აღსაქმელად, გასაანალიზებლად, ზოგადად აქართველოსა და ევროკავშირს შორის მიმდინარე ურთიერთობების პროგრესის შეფასების და კერძოდ მისი სიკეთეების გავლენისა და საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებასთან დაკავშირებით საზოგადოების აზრის გამოსარკვევად.
URI: https://openscience.ge/handle/1/2058
Appears in Collections:ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
Zurab Bitskinashvili Samagistro.pdfსაქართველოს ევროკავშირთან ეკონომიკური ინტეგრაციის საკითხები826.61 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

225
checked on Apr 19, 2024

Download(s)

363
checked on Apr 19, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.