Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/2038
Title: | მარკეტინგული მართვა და სამედიცინო საქმიანობის შედეგები | Authors: | ენჯიბაძე, გენადი | Advisor: | ქობლიანიძე, თამარ | Degree Name: | ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი | Degree Discipline: | ჯანდაცვის მენეჯმენტი | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი | Faculty: | ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი | Keywords: | სამედიცინო მომსახურების მარკეტინგი სამედიცინო მომსახურების ბაზარი საქართველოს ჯანდაცვის სისტემა |
Issue Date: | 2020 | Publisher: | სასწავლო უნივერსიტეტი გეომედი | Abstract: | დღევანდელ კონკურენტულ მსოფლიოში მარკეტინგი ნებისმიერი მიმართულების კომპანიისთვის საციცოცხლოდ აუცილებელი გახდა. შესაბამისად, სამედიცინო სფეროშიც მარკეტინგი ორგანიზაციის ეფექტიანი მუშაობის მთავარი იარაღია, რომელიც ბაზარზე სწორი გზავნილების შემთხვევაში უზრუნველყოფს კმაყოფილი პაციენტების დიდ არმიას. თუმცა ჯანდაცვას, როგორც მომსახურების სპეციფიკურ სფეროს, თავისი განმასხვავებელი ნიშნები აქვს, რომელთა გათვალისწინების გარეშე წარმატებული მარკეტინგული საქმიანობა არ არსებობს. სამაგისტრო ნაშრომი მოიცავს 3 თავს. პირველი თავი „მარკეტინგი და მისი მნიშვნელობა სამედიცინო მომსახურების ბაზრისთვის“ განიხილავს სამედიცინო მომსახურების მარკეტინგის არსს და მისი ძირითადი ელემენტებს. ასევე, სამედიცინო მომსახურების ბაზრის თავისებურებებს. მეორე თავში „ჯანდაცვის სისტემისა და სამედიცინო მომსახურების ბაზრის მიმოხილვა“ მოცემულია ჯანდაცვის სისტემის და სამედიცინო მომსახურების ბაზრის ძირითადი ელემენტების - სერვისების მიმწოდებლებისა და მომხმარებლების ზოგადი დახასიათება; გაანალიზებულია საქართველოს ჯანდაცვის სიტემის სტრუქტურა. მესამე თავი კვლევითი ნაწილია. მაში გადმოცემულია კვლევის დიზაინი და მეთოდოლოგია. მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა პაციენტთა დამოკიდებულების შესწავლას სამედიცინო სფეროს მარკეტინგისადმი (ანკეტური გამოკითხვა) და, ასევე, თვისობრივი კვლევის საფუძველზე გაანალიზებულია სამედიცინო სერვისების მიმწოდებელთა მარკეტინგული აქტივობები. ნაშრომის მოცულობა შეადგენს კომპიუტერზე ნაბეჭდ 65 გვერდს, ნაშრომის ბოლოს მოცემულია დასკვნები. ნაშრომში გამოყენებულია 35 დასახელების ლიტერატურული წყარო. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/2038 |
Appears in Collections: | ჯანდაცვის ეკონომიკისა და მენეჯმენტის ფაკულტეტი (სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
Genadi Enjibadze Samagistro.pdf | მარკეტინგული მართვა და სამედიცინო საქმიანობის შედეგები | 1.49 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
252
checked on May 4, 2024
Download(s)
964
checked on May 4, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.