გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1914
სათაური: საბანკო გარანტია, როგორც უზრუნველყოფის აბსტრაქტული საშუალება
ავტორები: კუჭაიძე, ნუცა 
ხელმძღვანელი: ჭეჭელაშვილი, ზურაბ 
ხარისხის სახელი: Master of Private (Business) Law
კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: კერძო (ბიზნეს) სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: საბანკო გარანტია
მსოფლიო ეკონომიკა
სამოქალაქო კოდექსი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The development of the modern world economy is characterized by rapid pace, which, accordingly, is constantly changing international-economic relations. That is why the improvement of international economic ties is of particular importance, in which the banking sector has a special role.
The topic itself is very acute and important for Georgian market. This area is not widely studied and it is my first try to research it a bit deeper and understand its importance in Georgian law. The norms established in the Civil Code of Georgia were elaborated on the basis of the norms of international law, which acted in the nineties that were presented in Chapter X. Chapter V.
The first chapter provides a bank guarantee as a legal institution where the legal concept and meaning of bank guarantee is discussed; Banking guarantee as banking and as a method of regulation; Scope of banking (independent) guarantee. Guarantees in Georgian law are always considered as one of the main means of ensuring fulfillment of the obligation. In this context, the guarantees have long been known in the civil law legislation, as they were presented in the Georgian legislation of the Soviet period.
The second chapter discusses the necessary prerequisites for fulfillment of bank guarantee.
The third chapter provides an analysis of court practices related to bank guarantees. The court practice of banking guarantees is quite small. There will be a try of presenting current practices and court decisions – best practices.
Chapter four discusses bankruptcy problems. There will be presented a legal analysis of bank guarantees that were discussed in previous chapters, which greatly assisted scientific researchers of Georgian scholars who essentially see the basics, essence and legal consequences of legal relations derived from bank guarantee.
One of the main goals of Georgian scientists is to analyze and discuss Civil Code’s existing norms, which can be considered as cognitive way of discussing it, while others see bank guarantees as more complex system together with issuance of bank loans and its futher support.

თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის განვითარებისათვის დამახასიათებელია სწრაფი ტემპები, რაც შესაბამისად, მუდმივ ცვლილებას განიცდის საერთაშორისო-ეკონომიკური ურთიერთობის პროცესებიც. სწორედ, ამიტომაც საერთაშორისო ეკონომიკური კავშირების სრულყოფა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს, რაშიც საბანკო სფეროს განსაკუთრებული როლი აკისრია.
ნაშრომის შესავალ ნაწილში წარმოდგენილია საკვლევი თემის აქტუალობა, მიზნები და ამოცანები, კვლევის პრაქტიკული მნიშვნელობა. ნაშრომი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც საბანკო გარანტიის შესახებ, თეორიული ნაშრომი ქართულ სამართალში ძალიან მცირეა და, შესაბამისად, ჩემს მიერ წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომი ერთ-ერთი მცდელობაა აღნიშნულ საკითხთან მიმართებაში. საქართველოს სამოქალაქო კოდექსში მოქმედი ნორმები შემუშავებულ იქნა საერთაშორისო სამართლის იმ ნორმების საფუძველზე, რომელიც ოთხმოცდაათიან წლებში მოქმედებდა, რომლებიც წარმოდგენილია XXI თავის V ქვეთავში.
პირველ თავში წარმოდგენილია საბანკო გარანტია, როგორც სამართლებრივი ინსტიტუტი, სადაც განხილულია საბანკო გარანტიის სამართლებრივი ცნება და მნიშვნელობა; საბანკო გარანტიის, როგორც საბანკო მომსახურება და მისი რეგულირება; საბანკო (დამოუკიდებელი) გარანტიის მოქმედების ფარგლები. ქართულ სამართალში გარანტიები მუდამ განიხილება, როგორც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ერთ-ერთი საშუალება. ამ კონტექსტში გარანტიები დიდი ხანია ცნობილია სამოქალაქო სამართლის კანონმდებლობაში, ვინაიდან ასეთი სახით იყვნენ ისინი წარმოდგენილი საბჭოთა პერიოდის ქართულ კანონმდებლობაშიც კი.
მეორე თავში განხილულია საბანკო გარანტიის შესრულების აუცილებელი წინამძღვრები.
მესამე თავში წარმოდგენილია საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული სასამართლო პრაქტიკის ანალიზი. სასამართლო პრაქტიკა საბანკო გარანტიასთან დაკავშირებულ დავებზე საკმაოდ მცირეა. შევეცდებით წარმოვადგინოთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც უკავშირდება ჩვენ მიერ წარმოდგენილ კვლევას, რომელიც მნივნელოვანია პრაქტიკისათვის.
მეოთხე თავში განხილულია საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული პრობლემები. ჩვენ წინა თავებში წარმოვადგინეთ საბანკო გარანტიების სამართლებრივი ანალიზი, რაშიც მნიშვნელოვნად დაგვეხმარა ქართველ მეცნიერთა სამეცნიერო კვლევები, რომლებიც არსებითად იხილავენ საბანკო გარანტიიდან წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობების საფუძვლებს, არსს და სამართლებრივ შედეგებს.
ქართველი მეცნიერების მიზანს წარმოადგენს მხოლოდ და მხოლოდ სამოქალაქო კოდექსის არსებული ნორმების ირგვლივ მსჯელობა, რომელიც თავის მხრივ შემეცნებით და მიმოხილვით ხასიათს ატარებს. მიუხედავად ამისა, ქართველ მეცნიერთა ზოგიერთი მოსაზრება ართულებს საბანკო გარანტიის არსის გაგებას, მის გაცემასა და შემდგომ მხარდაჭერას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1914
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Nutsa Kuchaidze Samagistro.pdfსაბანკო გარანტია, როგორც უზრუნველყოფის აბსტრაქტული საშუალება774.49 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

255
checked on Apr 30, 2024

გადმოწერა

409
checked on Apr 30, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.