გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1900
სათაური: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის დაუსაბუთებლობის პრობლემატიკა
ავტორები: ნადირაძე, თორნიკე 
ხელმძღვანელი: შეყლაშვილი, არჩილ 
ხარისხის სახელი: Master of Criminal Law
სისხლის სამართლის მაგისტრი ( Master of Criminal Law)
სასწავლო პროგრამის სახელი: სისხლის სამართლის სამაგისტრო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: School of Law 
სამართლის სკოლა 
საკვანძო სიტყვები: დასაბუთებული გადაწყვეტილება
ვერდიქტის დაუსაბუთებლობა
ნულიფიკაცია
ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტი
გამოცემის თარიღი: 2020
გამომცემელი: Tbilisi Open University 
თბილისის ღია უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The jury verdict is not substantiated by Georgian law. Jurors do not produce any procedural documents to substantiate what evidence has led them to the appropriate conclusions. In the narrow sense, the verdict, as the type of decision, on the one hand to the end did not fall under the Court's established standards of reasoning part, because the European court obliges the hindering side that the court's decision must be reasonable and justifiable, while on the other hand the verdict, in the broadest sense, does not explicitly proceed judicial decision-legal nature, because in most cases the decision is made by non-lawyers’ group, which can not be formulated in such a manner as it is done in case of a professional judge.
The essence of unsubstantiality of the jury verdict as a problem in the Georgian legal sphere is not discussed in depth, since the jury institute in Georgia has been created since October 1, 2010 and counts only 10 years of existence. Accordingly, we have tried our best in our work, based on scientific works and existing reality, to discuss the problematic nature of the issue and to look for ways to make this institution even more flexible and effective.
Jury trial as an institution has been launched in Georgia since October the 1st , 2010. Jurors, after the hearing the evidences are obliged to collectively make a decision and in the form of a verdict to establish whether the particular person is "Guilty" or "innocent". However, unlike a professional judge, the verdict of Jury trial in not being argued. They are limited only by the definition of a person's guilty-innocence, do not even indicating in detail specifically what kind of evidences and circumstances led them to make this conclusion (decision). The topic is uniquely relevant in its essence, since there is very little information regarding this issue in Georgian language, accordingly, we will mainly reffer to such countries of law, where the Institute of Jury trial contains not only its legal, but the cultural-interreligious significance to the nation. The main direction of our topic is this issue, and the review the problems arising due to unreasonability of jury trial’s verdict. Various research methods have been applied us, among them are a relatively-legal, formal-logical and analytical methods, in order to understand the essence of the problem more deeply and discuss the above-mentioned issues in detail.
We considered very important, to review the problem of Nullification. For us this issue is mostly one of the most basic drawbacks of litigation, against which those countries are actively fighting with all possible methods, where this institution operates. Together with our concept of nulification, the main 5 reasons for nulification were discussed, and this is perceived as a significant problem due to international practice. Attention was focused on the resonant and mostly high-profiled criminal cases...

ნაფიც მსაჯულთა სასამართლო ვერდიქტი საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად არ საბუთდება. ნაფიცი მსაჯულები არ ქმნიან რაიმე პროცესუალურ დოკუმენტს, იმის დასადასტურებლად, თუ რა მტკიცებულებებზე ორიენტირებით მივიდნენ შესაბამის დასკვნებამდე. ვიწრო გაგებით, ვერდიქტი, როგორც გადაწყვეტილების სახე, ერთის მხრივ ბოლომდე ვერ ჯდება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დადგენილ სტანდარტებში დასაბუთების ნაწილში, რადგან ევროსასამართლო ხელისშემკვრელ მხარეს ავალდებულებს, რომ სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა იყოს არგუმენტირებული და დასაბუთებული, ხოლო მეორეს მხრივ ვერდიქტი, ფართო გაგებით, ცალსახად არ გამომდინარეობს სამოსამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი ბუნებიდან, რადგან ძირითად შემთხვევაში არაიურისტთა ჯგუფის მიერ ხდება გადაწყვეტილების მიღება, რაც ვერ იქნება ისეთი ფორმით ჩამოყალიბებული, როგორც ეს პროფესიონალი მოსამართლის შემთხვევაში ხდება.
თავისი არსით ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის დაუსაბუთებლობა, როგორც ქართულ სამართლებრივ სივრცეში არსებული პრობლემატიკა, არც ისე სიღრმისეულადაა განხილული, ვინაიდან ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტი საქართველოში 2010 წლის 1 ოქტომბრიდან ამოქმედდა და არებობის მხოლოდ 10 წელს ითვლის. შესაბამისად, ნაშრომში მაქსიმალურად შევეცადეთ, სამეცნიერო ნაშრომებსა და არსებულ რეალობაზე დაყრდნობით, გვემსჯელა საკითხის პრობლემატურობაზე და მოგვეძიებინა გზები, რომლებიც ამ ინსტიტუტს კიდევ უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდიდა.
წარმოდგენილ ნაშრომში განხილულ იქნა გადაწყვეტილების ცნება და არსი. ამასთან ვიმსჯელეთ, თუ რა მნიშვნელობა აქვს მტკიცებულებებზე ორიენტირებულ, დასაბუთებულ და სამართლიან გადაწყვეტილებას. აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, ყურადღება გამახვილდა როგორც შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაზე, ასევე შევეხეთ საერთაშორისო სამართლებრივ პრაქტიკას.
ძალიან მნიშვნელოვნად მივიჩნიეთ, განსაკუთრებული ყურადღება დაგვეთმო ნულიფიკაციის ცნებისათვის. სწორედ ეს საკითხი გვესახება სამართალწარმოების ერთერთ ყველაზე ძირითად ნაკლად, რომელსაც აქტიურად და ყველა შესაძლო მეთოდით ებრძვიან ის ქვეყნები, სადაც ეს ინსტიტუტი მოქმედებს. ჩვენს მიერ ნულიფიკაციის ცნებასთან ერთად განხილულ იქნა ნულიფიკაციის ის ძირითადი 5 მიზეზი, რომელიც საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე მნიშვნელოვან პრობლემად აღიქმება დღევანდელობაშიც. ყურადღება გამახვილდა რეზონანსულ და ყველაზე გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.
რასაკვირველია, ნულიფიკაციის პრობლემის განხილვა არ იქნებოდა სრულფასოვანი დაცვის მექანიზმების განხილვის გარეშე. უფრო დეტალურად, ვიმსჯელეთ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომის მნიშვნელობაზე, მოცემულობაზე, სადაც მხარეებს ეძლევათ უდიდესი შესაძლებლობა უშუალო კომუნიკაციის გზით გაცხრილონ არასასურველი და არაობიექტური გადაწყვეტილებისაკენ მიდრეკილი კანდიდატები. ამასთან განვიხილეთ, რა მნიშვნელობა ენიჭება მოსამართლის მიერ ნაფიც მსაჯულთათვის განმარტებების გაკეთებას სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით მათთვის გასაგებ და მარტივ ენაზე...
URI: https://openscience.ge/handle/1/1900
ჩანს კოლექციებში:სამართლის სკოლა (სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Tornike Nadiradze Samagistro.pdfნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ვერდიქტის დაუსაბუთებლობის პრობლემატიკა1.13 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

348
checked on May 4, 2024

გადმოწერა

799
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.