გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/166
სათაური: ქრონიკული ტკივილის მართვაში არსებული ბარიერების შეფასება და მათი ზემოქმედება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე
ავტორები: ძოწენიძე, ფატი 
ხელმძღვანელი: ჩიხლაძე, ნინო 
ხარისხის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვის დოქტორი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ეპიდემიოლოგია
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
2
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Medicine 
მედიცინის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: მედიცინა
მწვავე ტკივილი
ქრონიკული ტკივილი
საბაზისო ტკივილი
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ტკივილი არის სიმპტომი, რომელიც თან სდევს მრავალ მწვავე თუ ქრონიკულ დაავადებას. მედიცინის განვითარებამ განაპირობა ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანთა სიცოცხლის გახანგრძლივება და მოსახლეობის დაბერება, ამან თავის მხრივ გამოიწვია ონკოლოგიურ და სხვა ქრონიკული და პროგრესირებადი დაავადებების მქონე ადამიანთა რაოდენობის ზრდა (Berrío Valencia 2012), რომლებიც საჭიროებენ განსაკუთრებულ და სპეციფიურ მზრუნველობას (O’Brien 2013), (Etkind et al. 2017), (Davies, Higginson, and World Health Organization. Regional Office for Europe. 2004). ასეთი სახის მომსახურებას უზრუნველყოფს პალიატიური მზრუნველობა, რომლის ძირითად მიზანს წარმოადგენს სიცოცხლისათვის საშიში დაავადების მქონე პაციენტთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება ტანჯვის პრევენციის გზით, ტკივილის და ტანჯვის გამომწვევ სხვა სიმპტომთა მართვით (“WHO | WHO Definition of Palliative Care” 2012).
პალიატიურ მზრუნველობაზე ლანცეტის კომისია აკეთებს განაცხადს, რომ პალიატიური მზრუნველობა მიმართული უნდა იყოს „ჯანმრთელობით განპირობებული მძიმე (სერიოზული) ტანჯვის შემსუბუქებაზე“ (ლანცეტის კომისია, 2018). ლანცეტის კომისია განმარტავს, რომ „ტანჯვა არის ჯანმრთელობით განპირობებული, როდესაც ის დაკავშირებულია დაავადებასთან ან ნებისმიერი სახის დაზიანებასთან“(Knaul et al. 2018); ხოლო ტანჯვა არის სერიოზული (მძიმე), როდესაც სამედიცინო ჩარევის გარეშე შეუძლებელია მისი შემსუბუქება და როდესაც ის სერიოზულად აზიანებს ფიზიკურ, სოციალურ და ემოციურ ფუნქციონირებას“(Knaul et al. 2018)
URI: https://openscience.ge/handle/1/166
ჩანს კოლექციებში:მედიცინის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Pati Dzotsenidze.pdfქრონიკული ტკივილის მართვაში არსებული ბარიერების შეფასება და მათი ზემოქმედება სამედიცინო მომსახურების ხარისხზე.2.86 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება 50

246
checked on May 3, 2024

გადმოწერა

553
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.