გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1667
სათაური: Erroneous transactions (Comparative Legal Analyse)
შეცდომით დადებული გარიგებები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)
დისერტაცია
ავტორები: Guraspashvili, Dali 
გურასპაშვილი, დალი 
ხელმძღვანელი: იოსელიანი, ალექსანდრე 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სამოქალაქო სამართალი
შეცდომით დადებული გარიგებები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The present Master's thesis is a comparative-legal survey of one of the most important and interesting institution of civil law –with comparing erroneous transactions.
The institution in the law of Georgia and abroad is uniformly regulated. Such approach is particularly evident in the classification of the types of mistake and with the dispute of erroneous transactions. It is noteworthy that the Civil Code of Georgia does not set out a legal definition of the mistake, which may cause a number of problems in practice.
The Historical aspects of the institution are discussed in master's thesis, what challenges faced by the legislator in acting legislative code while developing the regulatory norms of erroneous transactions. The focus is on the types of non-essential and essential mistakes, their characteristics, according to both Georgian and German law, as well as the similarities and differences between them. There is a short overview of the civil legislation dispute of foreign countries and the practice of the Georgian courts and is presented how the uniformed act on this institution is proposed to regulate the principles of international commercial treaties.
Consequently, the comparative-legal analysis in this thesis, the review of the practice of common courts of Georgia and the elaborated recommendations will contribute the formation of a homogeneous approach and elimination of the existing faults in the legislation.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო ინსტიტუტის - შეცდომით დადებული გარიგებების შედარებით-სამართლებრივ კვლევას.
საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამართალში აღნიშნული ინსტიტუტი არაერთგვაროვნადაა მოწესრიგებული. ასეთი მიდგომა განსაკუთრებით ვლინდება შეცდომის სახეების კლასიფიკაციასთან და შეცდომით დადებული გარიგებების შეცილებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსი არ ადგენს შეცდომის ლეგალურ დეფინიციას, რამაც შესაძლოა არაერთი პრობლემა წარმოშვას პრაქტიკაში.
სამაგისტრო ნაშრომში განხილულია აღნიშნული ინსტიტუტის ისტორიული ასპექტები, თუ რა გამოწვევების წინაშე იდგა კანონმდებელი მოქმედ კოდექსში შეცდომით დადებული გარიგებების მომწესრიგებელი ნორმების შემუშავებისას. ყურადღება გამახვილებულია არაარსებითი და არსებითი შეცდომის სახეებზე, მათ მახასიათებლებზე, როგორც ქართული, ისე გერმანული სამართლის მიხედვით, ასევე წარმოდგენილია მათ შორის არსებული მსგავსება-განსხვავებები. მოკლედ არის მიმოხილული საზღვარგარეთის ქვეყნების სამოქალაქო კანონმდებლობა შეცილების უფლების შესახებ, ასევე განხილულია საქართველოს სასამართლოთა პრაქტიკა და წარმოდგენილია ის, თუ როგორ მოწესრიგებას გვთავაზობს ამ ინსტიტუტის შესახებ უნიფიცირებული აქტი - საერთაშორისო კომერციულ ხელშეკრულებათა პრინციპები.
შესაბამისად, ნაშრომში განხორციელებული შედარებით-სამართლებრივი ანალიზი, საქართველოს საერთო სასამართლოთა პრაქტიკის მიმოხილვა და შემუშავებული რეკომენდაციები, ხელს შეუწყობს ერთგვაროვანი მიდგომის ჩამოყალიბებას და კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების აღმოფხვრას.
URI: https://openscience.ge/handle/1/1667
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Dali Guraspashvili samagistro.pdfშეცდომით დადებული გარიგებები (შედარებით-სამართლებრივი ანალიზი)874.76 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

212
checked on May 4, 2024

გადმოწერა

1,215
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.