გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1655
სათაური: Changing the status of the bankruptcy manager ( trustee ) in the contex of insolventcy law amandment
გაკოტრების მმართველის სტატუსი ვალაუვალობის სამართლის რეფორმის ჭრილში
ავტორები: Pheradze, Ana 
ფერაძე, ანა 
ხელმძღვანელი: მიგრიაული, როინ 
ხარისხის სახელი: სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
დაწესებულება: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
სამართლის ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გადახდისუუნარობის სამართალი
გაკოტრების სამართლის ისტორია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Caucasus International University 
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Nowadays when the market economy is developing and new companies or corporations are created almost daily, entrepreneurial subjects are formed, the importance and the role of bankruptcy law increases. The meaning of bankruptcy and insolvency law is increasing, not only in Georgia, but in the whole legal area too. It is one of the most important legal system and precondition for development of country’s economic.
On 25th June 1996, the Parliament of Georgia adopted the Law on Bankruptcy Affairs, which entered into force on January 1, 1997. Ten years later, in 2007, Bankruptcy Law replaced the Law of Georgia on Insolvency Case, which included a number of amendments that included changes to the content of Insolvency.
This paper includes one of the most important issues among the problems that resulted from the changes in the law, the change of the functions of the manager of the bankruptcy proceedings, ( on another name,manager of bankruptcy proceedings is referred to “Trustee” ) which, at one time,was one of the important figures of the bankruptcy process but now this is just simply formal ruler. It discusses the problem which is caused by changing of managerial status of the bankruptcy case under the terms of the Law of Insolvency. The latest legislation is composed to foreign countries. There is reviewed a problematic issues and recommendations to solve the problems.

დღესდღეობით როდესაც საბაზრო ეკონომიკა მნიშვნელოვნად ვითარდება და თითქმის ყოველდღიურად იქმნება ახალი კომპანიები თუ კორპორაციები, ყალიბდება მეწარმე სუბიექტები, იზრდება გაკოტრების სამართლის მნიშვნელობა და როლი. ვალაუვალობის ანუ გაკოტრების სამართალი ქართული, და არა მარტო ქართული, სამართლებრივი სივრცის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დარგია. ამ სისტემის სამართლებრივი გამართულობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს.
1996 წლის 25 ივნისს, საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „გაკოტრების საქმეთა წარმოების შესახებ“, რომელიც 1997 წლის 1-ლი იანვრიდან შევიდა ძალაში. ათი წლის შემდგომ, 2007 წელს გაკოტრების კანონი ჩაანაცვლა „ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს კანონმა, რომელშიც განხორციედა მთელი რიგი ცვლილებები , რაც მოიცავდა ვალაუვალობის ინსტიტუტების შინაარსის ცვლილებებსაც.
გაკოტრების მმართველის ინსტიტუტი ერთ - ერთი უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. იგი ჯერ კიდევ რომის სამართლიდან იღებს სათავეს. წინამდებარე ნაშრომი მოიცავს კანონის ცვლილების შედეგად წარმოშობილ პრობლემათა შორის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესს, გაკოტრების საქმის წარმოების მმართველის ფუნქციების ცვლილებას, რომელმაც, თავის დროზე, ვალაუვალობის საქმის წარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა დღეს უბრალოდ ფორმალურ მმართველად აქცია. მასში განხილულია გაკოტრების საქმის წარმოების მმართველის სტატუსის ცვლილება ვალაუვალობის სამართლის რეფორმის ჭრილში. შედარებულია სხვადასხვა უცხო ქვეყნის სამართლთან, დასმულია პრობლემური საკითხი და შედარებითი ანალიზის საფუძველზე მითითებულია რეკომენდაციები პრობლემის გადასაჭრელად.
URI: https://openscience.ge/handle/1/1655
ჩანს კოლექციებში:სამართლის ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
Ana Peradzr Samagistro.pdfგაკოტრების მმართველის სტატუსი ვალაუვალობის სამართლის რეფორმის ჭრილში663.23 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

160
checked on May 3, 2024

გადმოწერა

552
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.