Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/1589
Title: | ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება | Authors: | ხუსკივაძე, მარიამ | Advisor: | დვალაშვილი, გიორგი | Degree Name: | MSc in Geography გეოგრაფიის მაგისტრი |
Degree Discipline: | გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Exact and Natural Sciences ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი |
Keywords: | გეომორფოგენეზისის ფაქტორები თანამედროვე გეოდინამიკური პროცესები გეოეკოლოგიური დარაიონება ანთროპოგენური რელიეფი |
Issue Date: | 2019 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | თემის აქტუალურობა: ხულოს მუნიციპალიტეტი საინტერესოა თავისი გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური პირობებით. ეს რეგიონი გამოირჩევა გეოდინამიკური პროცესების აქტიური გამოვლინების თვალსაზრისით. სტიქიური პროცესების განვითარება-გააქტიურება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების სირთულით, რელიეფის, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების კონტრასტულობით და ადამიანის მაღალი ანთროპოგენური ზეგავლენით გარემოზე. ხულოს მუნიციპალიტეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ხასიათდება, უნიკალურია ბუნებრივი პირობებით. მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიქტებით ქვეყანაში დოვლათის საკმაოდ დიდი ნაწილი იქმნება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ინტენსიური საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის და ბუნებრივი პირობების ურთიერთკავშირის შედეგად გამოწვეულ საშიშ გეოდინამიკურ პროცესებს გულისხმობს, რასაც დიდი ზიანი მოაქვს რეგიონისათვის. კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხულოს მუნიციპალიტეტი,სადაც რელიეფის ანთროპოგენურმა ტრანსფორმაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.ბოლო პერიოდში გააქტიურებული არის სტიქიური პროცესები,რასაც მოჰყვა აგრეთვე ეკომიგრანტების რაოდენობის ზრდა. მიზანი და ამოცანები:კვლევის მიზანს წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მდინარეების აუზური კვლევა, გეოეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიების გამოვლენა, სტიქიური პროცესების გავრცელების არეალების შემოწმება საველე-საექსპედიციო პირობებში, მონაცემთა მიღება, დამუშავება და მათზე დაყრდნობით შესაბამისი გეოდინამიკური პროცესების რუკების შექმნა, რაც დაგვეხმარება სამომავლოდ სარისკო ზონების დაფიქსირებაში, შეფასებაში და შემდგომ მათი თავიდან აცილების გზების შემუშავებაში. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1589 |
Appears in Collections: | ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
MA Thesis Xuskivadze Mariam.pdf | ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება | 4.19 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
230
checked on Oct 2, 2024
Download(s)
781
checked on Oct 2, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.