Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Exact and Natural Sciences
  6. Dissertations and Master Theses
  7. ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება
 
  • Details
Options

ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება

Date Issued
2019
Author(s)
ხუსკივაძე, მარიამ  
Advisor(s)
დვალაშვილი, გიორგი  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Exact and Natural Sciences  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1589
Abstract
თემის აქტუალურობა: ხულოს მუნიციპალიტეტი საინტერესოა თავისი გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური პირობებით. ეს რეგიონი გამოირჩევა გეოდინამიკური პროცესების აქტიური გამოვლინების თვალსაზრისით. სტიქიური პროცესების განვითარება-გააქტიურება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების სირთულით, რელიეფის, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების კონტრასტულობით და ადამიანის მაღალი ანთროპოგენური ზეგავლენით გარემოზე. ხულოს მუნიციპალიტეტი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ხასიათდება, უნიკალურია ბუნებრივი პირობებით. მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიქტებით ქვეყანაში დოვლათის საკმაოდ დიდი ნაწილი იქმნება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ინტენსიური საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის და ბუნებრივი პირობების ურთიერთკავშირის შედეგად გამოწვეულ საშიშ გეოდინამიკურ პროცესებს გულისხმობს, რასაც დიდი ზიანი მოაქვს რეგიონისათვის.
კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტს წარმოადგენს საქართველოს რეგიონებს შორის ერთ-ერთი გამორჩეული ხულოს მუნიციპალიტეტი,სადაც რელიეფის ანთროპოგენურმა ტრანსფორმაციამ კრიტიკულ ზღვარს მიაღწია.ბოლო პერიოდში გააქტიურებული არის სტიქიური პროცესები,რასაც მოჰყვა აგრეთვე ეკომიგრანტების რაოდენობის ზრდა.
მიზანი და ამოცანები:კვლევის მიზანს წარმოადგენს ხულოს მუნიციპალიტეტის მდინარეების აუზური კვლევა, გეოეკოლოგიურად დაძაბული ტერიტორიების გამოვლენა, სტიქიური პროცესების გავრცელების არეალების შემოწმება საველე-საექსპედიციო პირობებში, მონაცემთა მიღება, დამუშავება და მათზე დაყრდნობით შესაბამისი გეოდინამიკური პროცესების რუკების შექმნა, რაც დაგვეხმარება სამომავლოდ სარისკო ზონების დაფიქსირებაში, შეფასებაში და შემდგომ მათი თავიდან აცილების გზების შემუშავებაში.
Subjects

გეომორფოგენეზისის ფაქ...

თანამედროვე გეოდინამი...

გეოეკოლოგიური დარაიონ...

ანთროპოგენური რელიეფი...

Degree Name
MSc in Geography
Degree Discipline
გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

MA Thesis Xuskivadze Mariam.pdf

Description
ხულოს მუნიციპალიტეტის რელიეფის გეოეკოლოგიური შეფასება
Size

4.09 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):0a2c790b85da7cfe140727a4e8b655aa

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact