Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1588
Title: კოლხური ლანდშაფტების ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ინდიკატორების შეფასებითი კარტოგრაფირება
Authors: ხუნწელია, თეკლე 
Advisor: მაისურაძე, რომან 
Degree Name: MSc in Geography
გეოგრაფიის მაგისტრი
Degree Discipline: გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: კოლხური ლანდშაფტები
კვლევის და რუკათშედგენის მეთოდოლოგიური საკითხები
კოლხური ლანდშაფტის და მისი ელემენტების გავრცელების რუკათშედგენა და სივრცითი ანალიზი
Issue Date: 2019
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
In the sciences of landscape and modern theoretical geography, the main prerequisite for individual and original works is the discussion of their distinction and the reviewing of a new research question. This implies an original and new understanding of the problems, discussion, review and evaluation. In the assessment we use traditional and modern knowledge, which has long been accumulated in the form of methodologies and factual materials. As a material, the most important for spatial science is graphic and visual material, which has been preserved as a result of past research or other activities.
The study of Colchis may not be new, but novelty is the approach we have proposed to try and make the Colchian landscape different and more relevant. Therefore, in order to assess the potential distribution and the closer boundaries of the Colchian landscapes, we tried to evaluate both the physical and geographical, the socio-geographical and historical-ethnographic, as well as cultural and archaeological approaches. GIS analysis and geographic evaluation are a secondary stage based on interdisciplinary issues. Which, on the one hand, worked on the work to complete the work, and on the other hand, the final unifying feature was loaded into the composition of the synthesis and the content of the cartography. The study of Colchis and Colchis landscapes began with a deep historical epoch, and the range of studies includes a long interval of time. The ecological, biogeographical, soil-ethical, socio-political, ethnological, archaeological and cultural indicators of the Colchian landscape are estimated to be evaluated by cartographic materials. The time interval is quite large (several millennia), and the field of study is quite extensive and diverse. Therefore, research and work on the subject should continue in the future; work may be required in the future, both informally and through the content of the content. But we believe that this is good, because the study of such an interesting question requires further development and continuation of research. The work is interesting as its interdisciplinary and its practical and innovative nature. Colchic landscape as a single organism, its ecological and cultural elements, for recognition and popularization. The Colchic traditional life and the development and improvement of those values that are historical and cultural value for our country, and the rich, diverse ecosystems and cultural elements of the world, which can become a prerequisite for growing awareness of Georgia.

ლანდშაფტურ მეცნიერებებში და თანამედროვე თეორიულ გეოგრაფიაში ინდივიდუალური და ორიგინალური ნაშრომებისთვის უმთავრესი წინაპირობა მათი გამორჩეულობა და შესასწავლი საკითხის ახლებურ პრიზმაში განხილვაა. ეს გულისხმობს შესასწავლი საკითხების ორიგინალურ და ახლებურად გააზრებას, მსჯელობას, განხილვას და შეფასებას. შეფასების საკითხში ვიყენებთ იმ ტრადიციულ და თანამედროვე ცოდნას, რომელიც ხანგძლივი პერიოდის განმავლობაში დაგროვდა მეთოდოლოგიისა და ფაქტობრივი მასალების სახით.
მასალების სახით; - რომელთაგანაც სივრცითი მეცნიერებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გრაფიკული და ვიზუალური მასალა, რომელიც წარსულში ჩატარებული კვლევითი თუ სხვა სახის სამუშაოებიდან არის შემონახული. კოლხეთის შესახებ კვლევა შესაძლოა ახალი არაა, მაგრამ სიახლეს წარმოადგენს ჩვენს მიერ შემოთავაზებული მიდგომები, კოლხური ლანდშაფტის სხვაგვარად გააზრებისა და მის შესახებ ინფორმაციულობის უფრო ფართოდ წარმოდგენის მცდელობა. ამიტომ კოლხური ლანდშაფტების პოტენციური გავრცელებისა და მიახლოებითი საზღვრების გარკვევისათვის, მათი სხვადასხვა ჭრილში შეფასებისათვის შევეცადეთ, რომ გამოგვეყნებინა როგორც ფიზიკურგეოგრაფიული, ისე საზოგადოებრივ-გეოგრაფიული და ისტორიულეთნოგრაფიული, ასევე კულტურული და არქეოლოგიური მიდგომები. გისანალიზი და გეოგრაფიული შეფასება საკითხის ინტერდისციპლინარულობის გათვალისწინებით, დამაგვირგვინებელი ფაზაა. რომელიც ერთის მხრივ, შესასრულებელ სამუშაოს მთელი მისი მომზადების მანძილზე თან გასდევდა, ხოლო მეორეს მხრივ, საბოლოო გამაერთიანებელი ფუნქცია იტვირთა კარტოგრაფიული სინთეზისა და შინაარსის შეჯერება-თავმოყრის ეტაპზე.
კოლხეთის და კოლხური ლანდშაფტების შესახებ შესწავლა დავიწყეთ ღრმა ისტორიულ ეპოქიდან და კვლევის დიაპაზონი დროის ხანგძლივ ინტერვალს მოიცავს. შეფასებულია კოლხური ლანდშაფტის გავრცელების ეკოლოგიური, ბიოგეოგრაფიული, ნიადაგურ-ედაფიური, საზოგადობრივ-პოლიტიკური, ეთნოლოგიური, არქეოლოგიური და კულტურული ინდიკატრები. რაც ბოლოვდება მათი ამსახველი კარტოგრაფიული მასალით. დროის ინტერვალი საკმაოდ ხანგძლივია (რამდენიმე ათასწლეული) და საკვლევი არეალიც საკმაოდ ვრცელი და მრავალფეროვანია. ამიტომ კვლევა და საკითხის ირგვლივ მუშაობა მომავალშიც უნდა გაგრძელდეს, ნაშრომი შესაძლოა საჭიროებდეს მომავალში შევსებას, როგორც ინფორმაციულად, ისე შინაარსეული მხარით. მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს კარგიცაა, რადგანაც ასეთი საინტერესო საკითხის შესწავლა საჭიროებს მომავალში კვლევის გაღრმავებას და გაგრძელებას. ნაშრომი საინტერესოა როგორც მისი ინტერდისციპლინარულობით, ისე მისი პრაქტიკული და ინოვაციური ხასიათით. კოლხური ლანდშაფტის, როგორც ერთიანი ორგანიზმის, მისი ეკოლოგიური და კულტურული ელემენტების შეფასებისთვის, ცნობადობისათვის და პოპულარიზაციისათვის. კოლხური ტრადიციული ყოფაცხოვრებისა და იმ ღირებულებების განვითარება-გაუმჯობესებისათვის, რაც ჩვენი ქვეყნისათვის ისტორიულ-კულტურული ღირებულებაა, ხოლო მსოფლიოსთვის საინტერესო, მრავალფეროვანი ეკოსისტემებითა და კულტურული ელემენტებით მდიდარი სივრცე, რომელიც ბევრისთვის შეიძლება აღმოჩნდეს მიმზიდველი, რაც საქართველოსათვის ცნობადობა-მიმზიდველობის ზრდის წინაპირობად შეიძლება იქცეს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1588
Appears in Collections:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis Xunwelia Tekle.pdfკოლხური ლანდშაფტების ეკოლოგიური და საზოგადოებრივი ინდიკატორების შეფასებითი კარტოგრაფირება6.79 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

171
checked on Apr 16, 2024

Download(s)

1,308
checked on Apr 16, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.