გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1585
სათაური: ბორჯომის მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიური შეფასება, ეგზოდინამიკური პროცესების ანალიზი
ავტორები: კაჭარავა, ხატია 
ხელმძღვანელი: დონაძე, ცეცილია 
ხარისხის სახელი: MSc in Geography
გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გეომორფოგენეზისის ფაქტორები
გეოლოგიური აგებულება და ტექტონიკა
ჰიდროგრაფიული ქსელი
გრავიტაციული პროცესები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
თემის აქტუალურობა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი საინტერესოა თავისი გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური პირობებით. ეს რეგიონი გამოირჩევა გეოდინამიკური პროცესების აქტიური გამოვლინების თვალსაზრისით. სტიქიური პროცესების განვითარება-გააქტიურება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების სირთულით, რელიეფის, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების კონტრასტულობით და ადამიანის მაღალი ანთროპოგენური ზეგავლენით გარემოზე.
ბორჯომი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ხასიათდება, უნიკალურია ბუნებრივი პირობებით. მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიქტებით ქვეყანაში დოვლათის საკმაოდ დიდი ნაწილი იქმნება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ინტენსიური საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის და ბუნებრივი პირობების ურთიერთკავშირის შედეგად გამოწვეულ საშიშ გეოდინამიკურ პროცესებს გულისხმობს, რასაც დიდი ზიანი მოაქვს რეგიონისათვის. კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტს წარმოადგენს ბორჯოის მუნიციპალიტეტი.
მიზანი და ამოცანები: საკვლევი აუზის ფარგლებში სტიქიური პროცესები დიდ ზიანს აყენებს სოფლის მოსახლეობას. სტიქიური პროცესები განსაკუთრებით აზიანებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს, ასევე ზიანდება გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები. აქ განვითარებულ საშიშ ბუნებრივ პროცესებს შორის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მეწყრული და კლდეზვავ-ქვათაცვენითი მოვლენები, ღვარცოფები, წყალდიდობები, მდინარეთა ნაპირების გამორეცხვა. ასევე აღსანიშნავია ატმოსფერული ნალექის უხვი რაოდენობა ინტენსიური წვიმის სახით, რაც იწვევს მდინარეთა ადიდებას და საკმაოდ ხშირად წყლის კალაპოტიდან გადმოსვლას. ამას ჭალებში არსებული სავარგულების, საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების დატბორვა მოსდევს ხოლმე, რაც დიდი მატერიალური ზარალია როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის.
URI: https://openscience.ge/handle/1/1585
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Kacharava Xatia.pdfბორჯომის მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიური შეფასება, ეგზოდინამიკური პროცესების ანალიზი2.22 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

161
checked on Oct 2, 2024

გადმოწერა

848
checked on Oct 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.