Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Exact and Natural Sciences
  6. Dissertations and Master Theses
  7. ბორჯომის მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიური შეფასება, ეგზოდინამიკური პროცესების ანალიზი
 
  • Details

ბორჯომის მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიური შეფასება, ეგზოდინამიკური პროცესების ანალიზი

Date Issued
2019
Author(s)
კაჭარავა, ხატია  
Advisor
დონაძე, ცეცილია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Exact and Natural Sciences  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1585
Abstract
თემის აქტუალურობა: ბორჯომის მუნიციპალიტეტი საინტერესოა თავისი გეოლოგიური, გეომორფოლოგიური, კლიმატური პირობებით. ეს რეგიონი გამოირჩევა გეოდინამიკური პროცესების აქტიური გამოვლინების თვალსაზრისით. სტიქიური პროცესების განვითარება-გააქტიურება განპირობებულია ტერიტორიის გეოლოგიური აგებულების სირთულით, რელიეფის, ლანდშაფტურ-კლიმატური პირობების კონტრასტულობით და ადამიანის მაღალი ანთროპოგენური ზეგავლენით გარემოზე.
ბორჯომი სტრატეგიული მნიშვნელობის ადგილმდებარეობით ხასიათდება, უნიკალურია ბუნებრივი პირობებით. მის ფარგლებში განლაგებული საინჟინრო-სამეურნეო ობიქტებით ქვეყანაში დოვლათის საკმაოდ დიდი ნაწილი იქმნება, მაგრამ ამ ყველაფერს მეორე უარყოფითი მხარეც აქვს, რაც ინტენსიური საინჟინრო-სამეურნეო საქმიანობის და ბუნებრივი პირობების ურთიერთკავშირის შედეგად გამოწვეულ საშიშ გეოდინამიკურ პროცესებს გულისხმობს, რასაც დიდი ზიანი მოაქვს რეგიონისათვის. კვლევის ობიექტი: კვლევის ობიექტს წარმოადგენს ბორჯოის მუნიციპალიტეტი.
მიზანი და ამოცანები: საკვლევი აუზის ფარგლებში სტიქიური პროცესები დიდ ზიანს აყენებს სოფლის მოსახლეობას. სტიქიური პროცესები განსაკუთრებით აზიანებს სასოფლო-სამეურნეო სავარგულებს, რომელსაც საკმაოდ დიდი ტერიტორია უჭირავს, ასევე ზიანდება გზები, ხიდები, საცხოვრებელი სახლები. აქ განვითარებულ საშიშ ბუნებრივ პროცესებს შორის განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს მეწყრული და კლდეზვავ-ქვათაცვენითი მოვლენები, ღვარცოფები, წყალდიდობები, მდინარეთა ნაპირების გამორეცხვა. ასევე აღსანიშნავია ატმოსფერული ნალექის უხვი რაოდენობა ინტენსიური წვიმის სახით, რაც იწვევს მდინარეთა ადიდებას და საკმაოდ ხშირად წყლის კალაპოტიდან გადმოსვლას. ამას ჭალებში არსებული სავარგულების, საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლების დატბორვა მოსდევს ხოლმე, რაც დიდი მატერიალური ზარალია როგორც რეგიონისთვის, ისე ქვეყნისთვის.
Subjects

გეომორფოგენეზისის ფაქ...

გეოლოგიური აგებულება ...

ჰიდროგრაფიული ქსელი

გრავიტაციული პროცესებ...

Degree Name
MSc in Geography
Degree Discipline
გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

MA Thesis Kacharava Xatia.pdf

Description
ბორჯომის მუნიციპალიტეტის გეომორფოლოგიური შეფასება, ეგზოდინამიკური პროცესების ანალიზი
Size

2.16 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):e7a1d181f3170633b63b576ff41567b5

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings