გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1582
სათაური: ხაშურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური ატლასური კარტოგრაფირება
ავტორები: ელისაშვილი, სოფიკო 
ხელმძღვანელი: გორდეზიანი, თენგიზ 
ხარისხის სახელი: MSc in Geography
გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: გეომორფოლოგია, კარტოგრაფია და ლანდშაფტური დაგეგმარება. Geomorphology, Cartography and Landscape Planning
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ხაშურის მუნიციპალიტეტის კომპლექსურ-გეოგრაფიული დახასიათება
ხაშურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური კარტოგრაფირება
ხაშურის მუნიციპალიტეტის გეოინფორმაციული სისტემისა და რუკათა სერიის კარტოგრაფიული ანალიზი
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The master's thesis was selected based on the direct practical purpose. At present, some of the Administrative Units (Autonomous Republic, Region, Municipality, and Local Governing City) in Georgia have the multidisciplinary geographical information system and relevant electronic map series or full complex-geographical atlas. The above-mentioned cartographic-geoinformation product is an important instrument for managing a specific territorialadministrative unit and planning and implementation of measurements to be conducted properly.
The purpose of the Master's thesis is to create one of the contrast - Khashuri Municipality Geoinformation System of Shida Kartli Region and the relevant electronic map collection (series) for practical purposes.
The field expedition has been conducted by the participation of the master's thesis author and thesis supervisor for the purpose of completing the master's thesis in a high-quality. The Local Municipal Offices have taken and collected: statistical, analytical, literary and cartographic sources. The existing objects have been visited and described on the territory of Khashuri Municipality. As a result of systematization and cartographic processing of the mentioned geoinformation, a map series has been created, which included the maps of natural and social events. At the next stage, the cause-effect analysis of maps and geo-database has been made and the practical recommendations have been provided in a textual form.

სამაგისტრო ნაშრომის შერჩევა მოხდა პირდაპირი პრაქტიკული მიზნიდან გამომდინარე. ამჟამად საქართველოს სინამდვილეში რამდენიმე ადმინისტრაციულ ერთეულს (ავტონომიური რესპუბლიკა, მხარე, მუნიციპალიტეტი, ადგილობრივი მმართველობის ქალაქი) გააჩნია მრავალპროფილიანი გეოგრაფიული ინფორმაციული სისტემა და შესაბამისი ელექტრონული რუკათა სერია ან სრული კომპლექსურ-გეოგრაფიული ატლასი. აღნიშნული კარტოგრაფიულ-გეოინფორმაციული პროდუქტი წარმოადგენს მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, კონკრეტული ტერიტორიულ-ადმინისტრაციული ერთეული მართვისა და ჩასატარებელი ღონისძიებების სწორად დაგეგმვა-განხორციელებისათვის.
წარმოდგენილი სამაგისტრო ნაშრომის მიზანია შეიქმნას შიდა ქართლის მხარის ერთ-ერთი კონტრასტული - ხაშურის მუნიციპალიტეტის გეოინფორმაციული სისტემა და შესაბამისი ელექტრონული რუკათა კრებული (სერია) პრაქტიკული გამოყენების მიზნებისათვის.
სამაგისტრო ნაშრომის სრულფასოვნად შესრულების მიზნით მოეწყო საველე ექსპედიცია ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამაგისტრო ნაშრომის ავტორისა და სამეცნიერო ხელმძღვანელის მონაწილეობით. ადგილობრივი მუნიციპალური სამსახურებისაგან აღებულ და შეგროვილ იქნა: სტატისტიკური, ანალიტიკური, ლიტერატურული და კარტოგრაფიული წყაროები. ადგილზე მონახულებულ და აღწერილ იქნა ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ობიექტები.
აღნიშნული გეომონაცემთა სისტემატიზაციისა და კარტოგრაფიული გადამუშავების შედეგად შეიქმნა რუკათა სერია, რომლის შემადგენლობაში შედის ბუნებრივი და საზოგადოებრივი მოვლენების რუკები. შემდგომ ეტაპზე მოხდა შედგენილი რუკებისა და გეომონაცემთა ბაზის მიზეზ-შედეგობრივი ანალიზი და ტექსტური ფორმით, წარმოდგენილ იქნა პრაქტიკული დანიშნულების რეკომენდაციები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1582
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Elisashvili Sofiko.pdfხაშურის მუნიციპალიტეტის კომპლექსური ატლასური კარტოგრაფირება870.79 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

100
checked on May 17, 2024

გადმოწერა

713
checked on May 17, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.