გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1518
სათაური: სხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზე
ავტორები: ხუნდაძე, ნანა 
ხელმძღვანელი: ჭანკვეტაძე, ბეჟან 
გენში, იულია 
ხარისხის სახელი: MSc in Chemistry (Chemical Examination/Testing)
ქიმიის მაგისტრი (ქიმიური ექსპერტიზის სპეციალობით)
სასწავლო პროგრამის სახელი: ქიმიური ექსპერტიზა. Chemical Examination
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ბიომასების წვა
ნახშირბადის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა
თერმული დესორბცია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
შიდა გათბობა, როგორც ბიომასის წვის ერთ-ერთი ფორმა, არის დაბინძურების უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც უტოლდება გამონაბოლქვით მიღებულ დაბინძურებას.
რადგან ამ პროცესს ადგილი აქვს, იქ სადაც ადამიანები ცხოვრობენ და იმ დროს, როდესაც ისინი სახლში არიან, ამიტომ ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთი ტიპის დაბინძურების შესამცირებლად, აუცილებელია, წყაროს დეტალური აღწერა და შესწავლა.
იზოტოპური ანალიზი არის ინოვაციური მეთოდი წყაროს გადანაწილების შესასწავლად. ამ კონცეფციის უკან დგას ის ფაქტი რომ სტაბილურ იზოტოპებს შეუძლაით მოგვცენ დამატებითი ინფორმაცია აეროზოლების შესახებ, იზოტოპების ორი უმნიშვნელოვანესი თვისების გათვალისწინებით: წყაროს „თითისანაბეჭდი” და ქიმიური პროცესის „ნაკვალევი“.
ბიომასის წვის სპეციფიკური მარკერის, ლევოგლუკოზანის, იზოტოპური თანაფარდობის შესწავლა გამოიყენება ერთობლივად: ლაბორატორიული კინეტიკურ-იზოტოპური ეფექტის შესწავლის საფუძველზე, 13C.
იზოტოპებზე დაკვირვებით ემისიის წყაროსა და გარემოში, ასევე ლაგრანჟის მოდელირების საფუძველზე.
უკანაკსნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იზოტოპური თანაფარდობის ცოდნა გადამწყვეტია მონაცემების სანდო ინტერპრეტაციისთვის. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაეფართოვებინა ცოდნა ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლასა და გამოყენებაზე.
წინამდებარე ნაშრომში, შესწავლილი იქნა ლევოგლუკოზანის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა 18 განსხვავებული ბიომასის საწვავი ნიმუშის დაწვის პროდუქტებში (შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები, სიმინდის ტარო და ქვანახშირი). ნაერთის იზოტოპური გაზომვები ჩატარდა თერმული დესორბციის ერთეულისა და ორგანზომილებიანი გაზური ქრომატოგრაფის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებული იყო იზოტოპური თანაფრადობის მას-სპექტომეტრთან.
URI: https://openscience.ge/handle/1/1518
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Xundadze Nana.pdfსხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზე1.47 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

62
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

134
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.