Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
Repository logo
  • English
  • ქართული
  • Log In
    New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Exact and Natural Sciences
  6. Dissertations and Master Theses
  7. სხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზე
 
  • Details
Options

სხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზე

Date Issued
2019
Author(s)
ხუნდაძე, ნანა  
Advisor(s)
ჭანკვეტაძე, ბეჟან  
გენში, იულია  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Exact and Natural Sciences  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1518
Abstract
შიდა გათბობა, როგორც ბიომასის წვის ერთ-ერთი ფორმა, არის დაბინძურების უმნიშვნელოვანესი წყარო, რომელიც უტოლდება გამონაბოლქვით მიღებულ დაბინძურებას.
რადგან ამ პროცესს ადგილი აქვს, იქ სადაც ადამიანები ცხოვრობენ და იმ დროს, როდესაც ისინი სახლში არიან, ამიტომ ძალიან საშიშია ჯანმრთელობისთვის. ასეთი ტიპის დაბინძურების შესამცირებლად, აუცილებელია, წყაროს დეტალური აღწერა და შესწავლა.
იზოტოპური ანალიზი არის ინოვაციური მეთოდი წყაროს გადანაწილების შესასწავლად. ამ კონცეფციის უკან დგას ის ფაქტი რომ სტაბილურ იზოტოპებს შეუძლაით მოგვცენ დამატებითი ინფორმაცია აეროზოლების შესახებ, იზოტოპების ორი უმნიშვნელოვანესი თვისების გათვალისწინებით: წყაროს „თითისანაბეჭდი” და ქიმიური პროცესის „ნაკვალევი“.
ბიომასის წვის სპეციფიკური მარკერის, ლევოგლუკოზანის, იზოტოპური თანაფარდობის შესწავლა გამოიყენება ერთობლივად: ლაბორატორიული კინეტიკურ-იზოტოპური ეფექტის შესწავლის საფუძველზე, 13C.
იზოტოპებზე დაკვირვებით ემისიის წყაროსა და გარემოში, ასევე ლაგრანჟის მოდელირების საფუძველზე.
უკანაკსნელმა კვლევებმა აჩვენა, რომ იზოტოპური თანაფარდობის ცოდნა გადამწყვეტია მონაცემების სანდო ინტერპრეტაციისთვის. აღნიშნული კვლევის მიზანი იყო კიდევ ერთხელ გაეფართოვებინა ცოდნა ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლასა და გამოყენებაზე.
წინამდებარე ნაშრომში, შესწავლილი იქნა ლევოგლუკოზანის სტაბილური იზოტოპების თანაფარდობა 18 განსხვავებული ბიომასის საწვავი ნიმუშის დაწვის პროდუქტებში (შიშველთესლოვნები და ფარულთესლოვნები, სიმინდის ტარო და ქვანახშირი). ნაერთის იზოტოპური გაზომვები ჩატარდა თერმული დესორბციის ერთეულისა და ორგანზომილებიანი გაზური ქრომატოგრაფის მეშვეობით, რომელიც დაკავშირებული იყო იზოტოპური თანაფრადობის მას-სპექტომეტრთან.
Subjects

ბიომასების წვა

ნახშირბადის სტაბილური...

თერმული დესორბცია

Degree Name
MSc in Chemistry (Chemical Examination/Testing)
Degree Discipline
ქიმიური ექსპერტიზა. Chemical Examination
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

MA Thesis Xundadze Nana.pdf

Description
სხვადასხვა ტიპის მერქნის შემცველი საწვავის წვლილი ჰაერის დაბინძურებაში და მათი კონტროლი ლევოგლუკოზანის იზოტოპური თანაფარდობის შესწავლის საფუძველზე
Size

1.44 MB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):0a1eb6e16eb9a7f3336d5ac239d906d0

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Cookie settings
  • Privacy policy
  • Contact