გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1512
სათაური: ისრაელის გეოპოლიტიკური კოდი და სირიის სამოქალაქო ომი ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტები
ავტორები: მოდებაძე, ლევან 
ხელმძღვანელი: გოგსაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: MA in Human Geography
საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: საზოგადოებრივი გეოგრაფია. Human Geography
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გეოპოლიტიკა და ისრაელი გეოპოლიტიკურ ჭრილში
სირიის სამოქალაქო ომი
საფრთხეები დღეს და სამომავლოდ
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
ნაშრომი იწყება გეოპოლიტიკის, როგორც მეცნიერების ჩამოყალიბების და მისი
ისტორიული ტრანსფორმაციის შესახებ საუბრით, რომელსაც მოჰყვება გეოპოლიტიკური
კოდის არსის განსაზღვრა და გეოპოლიტიკური კოდის კლასიფიკაცია. ნაშრომი ეხება
თანამედროვე მსოფლიოს უდიდეს გამოწვევას სირიის სამოქალაქო ომს, რომელიც უკვე
მეშვიდე წელია მიმდინარეობს და ბოლო არ უჩანს. სირიის სამოქალაქო ომი
წარმოდგენილია მიზეზშედეგობრივ ჯაჭვში. მოყვანილია მიზეზები და ფაქტორები XXI
საუკუნის ყველაზე დიდი კონფლიქტისა და ასევე დასახელებულია ამ კონფლიქტის
განვითარების შესაძლო ვარიანტები, ახლო აღმოსავლეთის გეოპოლიტიკურად მიყფე
რეგიონის ფონზე. ნაშრომი განიხილავს სირიის კონფლიქტისადმი დამოკიდებულებას
მსოფლიო გლობალური გეოპოლიტიკურ მოთამასშებისა და რეგიონალური
გეოპოლიტიკური მოთამაშეების პოზიციებს და მათ ინტერესებს, რამაც გამოუვალ
კრიზისამდე მიიყვანა სირიაში ვითარება. ერთ-ერთი რეგიონალური გეოპოლიტიკური
მოთამაშე არის ისრაელი, რომელსაც ფართო ინტერესები გააჩნია სირიის
კონფლიქტისადმი და, ნაშრომის სათაურიდან გამომდინარე, მთავარი განსახილველი
თემა არის ისრაელის პოზიცია და დამოკიდებულება სირიის სამოქალაქო ომის მიმართ.
ნაშრომში დახასიათებულია ისრაელის სახელმწიფოს თავისებურებები ისტორიულგეოგრაფიულ

ჭრილში, განსაზღვრულია ისრაელის გეოპოლიტიკური კოდი და ამის
ფონზე საუბარია ისრაელის ინტერესების შესახებ სირიის სამოქალაქო ომში, რომელსაც
განსაზღვრავს ისრაელ-სირიის ურთიერთობის ისტორია, გეოგრაფია და ტერიტორიული
დავა. ერთ-ერთი მთავარი თემაა ისრაელ-ირანის ურთიერთობა, რომელიც
განსაზღვრავს, დიდ წილად, ისრაელის დამოკიდებულებას ასადის სირიის მიმართ.
გამახვილებულია ყურადღება რელიგიურ ფაქტორზე, ასადის შიიტურ-ალავიტური
რეჟიმი ჰესბოლასთან ერთად კარგი დასაყრდენია შიიტური ირანისათვის მისი
უმთავრესი რეგიონალური მტრის ისრაელის მიმართ, ამის ფონზე განხილულია
ისრაელის პოლიტიკა და შესაძლო შიიტური კოალიციის შექმნა (ირანი, სირია, ჰესბოლა)
პატარა ისრაელის წინააღმდეგ. თავის მხრივ, საუბარია ისრაელის პოლიტიკური
ზომების შესახებ, რომელსაც ატარებს სირიის კონფლიქტის მიმართ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1512
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro modebadze.pdfისრაელის გეოპოლიტიკური კოდი და სირიის სამოქალაქო ომი ისტორიულ-გეოგრაფიული ასპექტები651.65 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

387
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,069
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.