გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1499
სათაური: არაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტები: თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე
ავტორები: ქარჩილაძე, ნათია 
ხელმძღვანელი: კაჭკაჭიშვილი, იაგო 
ხარისხის სახელი: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციოლოგია. Sociology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გარევაჭრობა
დასაქმება არაფორმალურ სექტორში
საშინაო შრომა
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
Trading and informal economic activities are an important source of income for population
with low social and economic potential in Georgia. It is noteworthy that self-employed people
are mainly socially vulnerable layers or groups and most of them are women. In this context,
women are the main, vulnerable individuals whose experience and role are particularly
important in studying this issue. Consequently, research was conducted to study "Gender
Aspects of Informal Economy: Example of women street traders living in Tbilisi". As a research
method was chosen Qualitative Research method, in particular, Oral Histories. The sample
point included 16 respondents. Their age was divided in three categories (30-45, 45-60 60 and
above), accordingly, at least 2 respondents were interviewed in each category in different
locations. Research aimed to study the condition of women traders living in Tbilisi at work
places. According to this target, three main tasks of the study were formed: 1) Study motivation
and goals of women street traders (why they started trading, their life history, experience, etc.);
2) Study problems and needs of women traders (time distribution, domestic labor and work,
problems at workplace and so on); 3) Observing on their daily work routine (non-participant,
overt Observation). Research showed that there is no personal happiness for the respondents,
their life is a permanent process of survival where they do not remember themselves, so all
their important moments are connected with their lovely ones, family happiness and providing
them with their primary needs. As for domestic labor, for women traders’ main motivator is
survival and delivering food in their families, so their domestic work is even less visible and
more gender-segregated. For most of the respondents outdoor trading was not a choice, they
didn't have any alternatives and the social reality was largely decided instead of them. The
goods for selling of majority of respondents do not go beyond 40-50 GEL and often much less.
Accordingly, profit, which is traded by women outdoor traders, is about 10 GEL. Against this
background, the state and political elites do not try to solve the existing problems, on the
contrary, they are continuously expelling street vendors from public spaces. The police are
always ready to offend the outdoor traders, to damage the stalls and simply "swap" them.

საქართველოში ვაჭრობა და არაფორმალური ეკონომიკური საქმიანობა შემოსავლის
მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს დაბალი სოციალური და ეკონომიკური
შესაძლებლობის მქონე მოსახლეობისთვის. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ
თვითდასაქმებულებს, ძირითადად, წარმოადგენენ სოციალურად ყველაზე მოწყვლადი
ფენები თუ ჯგუფები, მათ შორის ჭარბობენ ქალები. ამ კონტექსტში, ქალები არიან
სწორედ ის ძირითადი, მოწყვლადი პირები, ვისი გამოცდილებაც და როლიც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მოცემული საკითხის შესწავლაში. შესაბამისად,
ჩატარდა კვლევა "არაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტების შესასწავლად:
თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე". კვლევის მეთოდად შეირჩა
თვისებრივი კვლევის მეთოდი, ზეპირი ისტორიები. შერჩევითი ერთობა 16
რესპონდენტით განისაზღვრა. მათი ასაკი დაყოფილი იყო სამ კატეგორიად (30-45, 4560,

60-დან ზემოთ), შესაბამისად თითო კატეგორიიდან მინიმუმ 2 რესპონდენტი მაინც
გამოიკითხა სხვადასხვა ლოკაციაზე. კვლევის მიზანს წარმოადგენდა თბილისში
მცხოვრები ქალი გარემოვაჭრეების მდგომარეობის შესწავლა სამუშაო ადგილებზე.
მიზნის შესაბამისად, ჩამოყალიბდა შემდეგი ძირითადი ამოცანები: 1) გარემოვაჭრე
ქალების მოტივაციისა და მიზნების შესწავლა (თუ რატომ დაიწყეს გარევაჭრობა, მათი
ცხოვრების ისტორია, გამოცდილებები და ა.შ); 2) გარემოვაჭრე ქალების პრობლებისა და
საჭირობების შესწავლა (დროის განაწილება, შინ შრომა და სამუშაო, სამუშაოზე
არსებული პრობლემები და ა.შ); 3) მათ ყოველდღიურ სამუშაო რუტინაზე დაკვირვება
(ჩაურთველი, გამჟღვანებული დაკვირვება). კვლევამ ცხადყო, რომ
რესპონდენტებისთვის, ფაქტობრივად, არ არსებობს პირადი ბედნიერება, მათი
ცხოვრება მუდმივი გადარჩენის პროცესია, სადაც თავიანთი თავი არ ახსოვთ,
შესაბამისად, მათთვის ყველა მნიშვნელოვანი მომენტი საყვარელი ადამიანის, ოჯახის
ბედნიერებასთან, მათთვის სარჩოს მიტანასთანაა დაკავშირებული. რაც შეეხება
საშინაო შრომას, გარემოვაჭრეების მთავარი მამოძრავებელი არის გადარჩენა და ოჯახში
საჭმლის მიტანა, აქედან გამომდინარე, მათი შინ შესრულებული სამუშაო კიდევ უფრო ნაკლებად ხილული და უფრო მეტად გენდერულად სეგრეგირებულია.
რესპონდენტების უმრავლესობისთვის გარე ვაჭრობა არ ყოფილა არჩევანი, მათ არ
ჰქონიათ ალტერნატივები და სოციალურმა რეალობამ განაპირობა მეტწილად მათი
ქუჩებში გასვლა. რესპოდენტების უმრავლესობის გასაყიდი საქონელი 40-50 ლარს არ
სცილდება და ხშირად, ბევრად უფრო ცოტაა. შესაბამისად, მოგება, რაც გარემოვაჭრეებს
ვაჭრობით რჩებათ, დაახლოებით 10 ლარია. ამის ფონზე კი, სახელმწიფო და
პოლიტიკური ელიტები არ ცდილობენ არსებული პრობლების მოგვარებას, პირიქით,
ისინი მუდმივად განაგრძობენ გარემოვაჭრეების გაძევებას საჯარო სივრცეებიდან.
პოლიცია ყოველთვის მზად არის გარემოვაჭრეებს შეურაცხყოფა მიაყენოს, დაუზიანოს
დახლები და უბრალოდ, გადარეცხოს ისინი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1499
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis.Karchiladze sociologia.pdfარაფორმალური ეკონომიკის გენდერული ასპექტები: თბილისში მცხოვრები გარემოვაჭრე ქალების მაგალითზე526.56 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

124
checked on May 16, 2024

გადმოწერა

176
checked on May 16, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.