გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1488
სათაური: დასაქმების ბაზრის მოთხოვნები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში- საქართველოს მაგალითი (სტანდარტები და რეალობა )
ავტორები: მამაგულაშვილი, თამარ 
მაღრაძე, თეონა 
ხელმძღვანელი: დურგლიშვილი, ნინო 
ხარისხის სახელი: Master of Sociology
სოციოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციოლოგია. Sociology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შრომა
განათლება
კანონმდებლობა
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
This work is about labor market needs in the development of higher educational programs. The
research focuses on how the requirements of the labor market and the higher educational
programs are connected and what is the reality in higher educational system of Georgia. The tasks
of the research are to determine what attitude and views do the labor market employers and
students of different universities have and also to determine the assessment of higher educational
institutions. The problem of the study is extremely urgent, as the issues related to the higher
educational sector and labor market requirements is problematic in Georgia nowadays. So the
research of the peculiarities of the labor market in the development of higher educational
programs provides interesting and relevant results.
As a result of analyzing the focus groups, in-depth and face-to-face interviews, some of the
essential aspects of the labor market and higher education programs are identified:
 The main problem of universities is not the level of studying and teaching but the fact that
knowledge received during the studying period is not relevant to the labor market
requirements;
 The attitudes associated with higher education are mainly due to mental-contextual
necessity;  While making a decision to enter the university the participants of the research were
expecting to receive thorough knowledge, personal development, good social contacts,
which would help them to become more competitive in the labor market.
 For the employers the university diploma is not the most important factor for hiring the
employee.
 In Georgia private universities are more oriented to deliver practical knowledge in the
teaching process than state universities.
 Respondents consider that for the good education the universities must have qualified
professor-teachers, the high level of teaching and the possibility to get practical skills.
 Students and graduates have a strong idea that the diploma, especially the Master's degree,
is essential for career advancement in both public and private companies.
Authors' contributions should be noted. By the support of an instructor, they prepared the design
of the research, they created a guideline and interviewed the respondents.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი ეძღვნება დასაქმების ბაზრის მოთხოვნების კვლევას
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში. ნაშრომში გამახვილებულია
ყურადღება იმაზე, თუ, რამდენად შეესაბამება საქართველოში დასაქმების ბაზრის
მოთხოვნები უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაში არსებულ რეალობას. ნაშრომის
ამოცანებია დადგინდეს რა დამოკიდებულება და შეხედულებები აქვთ უმაღლესი
განათლების სისტემის მიმართ შრომის ბაზარზე დამსაქმებლებს და სხვადასხვა
უნივერსიტეტის სტუდენტებს და ასევე უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების
ცნობადობის შეფასება; საკვლევი პრობლემა უაღრესად აქტუალურია, რადგან
დღესდღეობით საქართველოში პრობლემატურია ქვეყნის უმაღლესი განათლების
სფეროსა და დასაქმების ბაზრის მოთხოვნების გარშემო არსებული საკითხები.
შესაბამისად, დასაქმების ბაზარის თავისებურებების კვლევა უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში საინტერესო და საჭირო შედეგების
მომცემია. ჩატარებული ფოკუს-ჯგუფებისა, სიღრმისეული და პირისპირ ინტერვიუების
ანალიზის შედეგად გამოიკვეთა რამდენიმე არსებითი ასპექტი დასაქმების ბაზრისა და
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასთან დაკაშირებით:
 უნივერსიტეტების მთავარ პრობლემას არა სწავლების დონე, არამედ
სტუდენტობის პერიოდში მიღებული ცოდნის შრომის ბაზრის მოთხოვნებთან
არარელვანტურობა წარმოადგენს;  უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებული განწყობები ძირითადად მენტალურ-
კონტექტსური აუცილებლობით არის განპირობებული;
 კვლევის მონაწილეებს, როდესაც ისინი იღებდნენ უნივერსიტეტში ჩაბარების
გადაწყვეტილებას, ჰქონდათ მოლოდინი, რომ მიიღებდნენ საფუძვლიან ცოდნას,
პიროვნულ განვითარებას, კარგ სოციალურ კონტაქტებს -ეს ყველაფერი კი მათ
საშუალებას მისცემდა გამხდარიყვნენ კონკურენტუნარიანები შრომის ბაზარზე;
 დასაქმებულებისთვის კადრის აყვანისას უნივერსიტეტის დიპლომი ერთ-ერთ,
მაგრამ არა გადამწვეტ ფაქტორს წარმოადგენს;
 ქვეყანაში არსებული უნივერსიტეტების შედარებისას გამოვლინდა, რომ კერძო
უნივერსიტეტები უფრო ორიენტირებულნი არიან სწავლების პროცესში
პრაქტიკული ცოდნის გადაცემაზე და საკუთარი კურსდამთავრებულების
დასაქმებაზე, ვიდრე სახელმწიფო უნივერსიტეტები.
 რესპონდენტები საუკეთესო განათლების მიღების აუცილებელ პირობად
მიიჩნევენ კვალიფიციური პროფესორ-მასწავლებლების არსებობას, სწავლების
მაღალ დონესადა პრაქტიკული უნარების მიღების შესაძლებლობას.
 უნივერსიტეტების სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აქვთ მყარი
წარმოდგენა, რომ დიპლომი, განსაკუთრებით მაგისტრის ხარისხი აუცილებელია
კარიერული წინსვლისთვის, როგორც სახელმწიფო ორგანიზაციებში, ასევე კერძო
კომპანიებში.
URI: https://openscience.ge/handle/1/1488
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis. Maghradze, Mamagulashvili sociol.pdfდასაქმების ბაზრის მოთხოვნები უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებაში- საქართველოს მაგალითი (სტანდარტები და რეალობა )1.57 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

203
checked on May 19, 2024

გადმოწერა

699
checked on May 19, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.