Please use this identifier to cite or link to this item:
https://openscience.ge/handle/1/1460
Title: | მოქალაქეთა ჩართულობის ბარიერები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში | Authors: | ჭანტურია, ხატია | Advisor: | მაჭარაშვილი, ნანა | Degree Name: | Master of Arts in Public Policy and Administration საჯარო მმართველობის მაგისტრი |
Degree Discipline: | სახელმწიფო მართვა და საჯარო პოლიტიკა. Public Policy and Administration | Degree Level (0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral): | 1 | Institution: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Faculty: | Faculty of Social and Political Sciences სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი |
Keywords: | მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობა საკანონმდებლო ბაზის მიმოხილვა ადგილობრივი თვითმმართველობები |
Issue Date: | 2018 | Publisher: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
Abstract: | The present thesis aims to reveal the barriers to citizens’ participation in the local selfgovernance. It includes the attitudes of local authorities, NGOs and civil society representatives about participatory barriers. Citizens’ involvement in the management process has a significant impact on the development of democratic processes. The mechanism of participation brings closer the public and the government, and at the time gives opportunity to the society to have influence on the decisions of elected or appointed persons, to determine priorities, and to require accountability and responsibility. Governance based on the contribution creates source of information, knowledge and experience that facilitates disposal of existing resources in accordance with public interests. Despite the fact that final decisions are taken by the authorities, citizens deliver their opinions, alternatives and directions to local institutions through dialogue. Partnership between the local population and the local authorities makes decisions more open and transparent, which ensures efficient work of self-government and legitimacy of its policies. Nowadays, the level of involvement of citizens in the local selfgovernance of Georgia is very low, which is due to various barriers. The purpose of this study is to find out the barriers of participation. The Master’s Thesis is based on the synthesis of qualitative and quantitative research. By 200 persons were interviewed by quantitative research method (semi-structured questionnaire), and 14 persons were interviewed by qualitative research method (in-depth interview), in total 214 respondents were interviewed. The study area was the city of Mtskheta and the self-governing city Rustavi. The main focus is made on the forms of citizens' engagement, participatory barriers, as well as on the existing practice of participation and assessment of the legislative base of Georgia. According to the survey results, the self-governance does not have the proper power to ensure participation of the population. Barriers to citizens' involvement are mainly related to low level of awareness and education. The difficulties in the direction of participation are also caused due to the shortcomings in the legislative database. It was established that administrators and civil society members have no political will to participate in the process of policy development. In order to legitimate the decisions taken by elected bodies, the active participation of the public is important. The effective governance is achieved by three-dimensional dynamics between local authorities, NGOs and population. This work may be interesting for people who are interested in the engagement barriers. აღნიშნული ნაშრომი მიზნად ისახავს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის ბარიერების გამოვლენას. მასში წარმოდგენილია ადგილობრივი ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დამოკიდებულებები თანამონაწილეობის ბარიერების შესახებ. მართვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს დემოკრატიული პროცესების განვითარებაზე. მონაწილეობის მექანიზმები მოსახლეობასა და ხელისუფლებას აახლოებს, ამასთანავე, საზოგადოებას შესაძლებლობას აძლევს, გავლენა იქონიოს არჩეული ან დანიშნული პირების გადაწყვეტილებებზე, განსაზღვროს პრიორიტეტები, მოითხოვოს ანგარიშვალდებულება და პასუხისმგებლობა. თანამონაწილეობაზე დაფუძნებული მმართველობა ქმნის ინფორმაციის, ცოდნისა და გამოცდილების წყაროს, რაც ხელს უწყობს არსებული რესურსების საჯარო ინტერესების შესაბამისად განკარგვას. მიუხედავად იმისა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებებს ხელისუფლების ორგანოები იღებენ, მოქალაქეები დიალოგის საშუალებით ადგილობრივ ინსტიტუტებს საკუთარ მოსაზრებებს, ალტერნატივებსა და მიმართულებებს აწვდიან. მოსახლეობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას შორის პარტნიორული ურთიერთობა კი გადაწყვეტილებებს ღიასა და გამჭვირვალეს ხდის, რაც თვითმმართველობის ეფექტურ მუშაობას და მის მიერ განხორციელებული პოლიტიკის ლეგიტიმაციას უზრუნველყოფს. დღესდღეობით, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის დონე ძალიან დაბალია, ეს სხვადასხვა ბარიერითაა განპირობებული. მოცემული კვლევის მიზანი სწორედ თანამონაწილეობის ბარიერების აღმოჩენაა. სამაგისტრო ნაშრომი ეფუძნება თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის სინთეზს. რაოდენობრივი კვლევის მეთოდით (ნახევრად სტრუქტურირებული კითხვარი) გამოიკითხა 200, თვისებრივი კვლევის მეთოდით (სიღრმისეული ინტერვიუ) კი - 14 ადამიანი. სულ გამოიკითხა 214 რესპონდენტი. საკვლევ არეალს წარმოადგენდა ქალაქი მცხეთა და თვითმმართველი ქალაქი რუსთავი. ნაშრომში ძირითადი აქცენტი გაკეთებულია: მოქალაქეთა ჩართულობის ფორმებზე, მონაწილეობის ბარიერებზე, ასევე თანამონაწილეობის არსებული პრაქტიკისა და საქართველოს საკანონმდებლო ბაზის შეფასებაზე. კვლევის შედეგების თანახმად, თვითმმართველობას სათანადო ძალაუფლება არ გააჩნია მოსახლეობის მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. მოქალაქეთა ჩართულობის ბარიერები ძირითადად დაკავშირებულია ინფორმირებულობისა და განათლების დაბალ დონესთან. თანამონაწილეობის მიმართულებით სირთულეებს ქმნის საკანონმდებლო ბაზაში არსებული ხარვეზებიც. დადგინდა, რომ ადმინისტრატორებსა და სამოქალაქო საზოგადოების წევრებს არ აქვთ პოლიტიკური ნება ადგილობრივმა მოსახლეობამ მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკის შემუშავების პროცესში. იმისათვის, რომ არჩეული ორგანოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ლეგიტიმიური იყოს მნიშვნელოვანია საზოგადოების აქტიური მონაწილეობა. ეფექტური მმართველობა მიიღწევა სამგანზომილებიანი დინამიკით ადგილობრივ ხელისუფლებას, არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მოსახლეობას შორის. მოცემული ნაშრომი შესაძლოა საინტერესო აღმოჩნდეს მოქალაქეთა ჩართულობის ბარიერებით დაინტერესებული პირებისათვის. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1460 |
Appears in Collections: | სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
Files in This Item:
File | Description | Size | Format | |
---|---|---|---|---|
MA Thesis. Tchanturia sajaro.pdf | მოქალაქეთა ჩართულობის ბარიერები საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობებში | 1.17 MB | Adobe PDF | View/Open |
CORE Recommender
Page view(s)
104
checked on Jun 1, 2024
Download(s)
589
checked on Jun 1, 2024
Google ScholarTM
Check
Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.