გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1453
სათაური: ენტეროპათოგენური E.coli-ს მიმართ მოქმედების ფართო სპექტრის ბაქტერიოფაგის გამოყოფა და სურსათის დეკონტამინაციური ეფექტის შესწავლა სამოდელო ცდებში
ავტორები: ქათამაძე, ფიქრია 
ხელმძღვანელი: ჭანიშვილი, ნინა 
გაჩეჩილაძე, ნინო 
ხარისხის სახელი: ბიოლოგიის მაგისტრი (ბიომრავალფეროვნება, ბიოქიმია; ნეირომეცნიერებები; განვითარების ბიოლოგია; მცენარეთა ფიზიოლოგია; მიკრობიოლოგია; იმუნოლოგია; უჯრედული ბიოლოგია, მოლეკულური ბიოლოგია; გენეტიკა; ბიოფიზიკა). MSc in Biology (Biodiversity; Biochemistry; Neurosciences, Developmental Biology; Plant Physiology, Microbiology; Imunology; Cellular biology; Molecular Biology; Genetics, Biophysics)
სასწავლო პროგრამის სახელი: ბიოლოგია. Biology
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: Escherichia coli
ბაქტერიოფაგები
ანტიბიოტიკო-რეზისტენტობის სპექტრის დადგენა
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The incidence of diseases caused by enteropathogenic Escherichia coli has significantly increased. In addition, the emergence and worldwide spread of antibiotic-resistant strains has become the most important problem for mankind. Therefore, the search for new alternative drugs is inevitable, timely and unavoidable.
Bacteriophages - bacterial viruses are the most optimal and harmless means against infectious processes caused by microorganisms. Besides, phage therapy has many advantages compared to antibiotics. For example, the effectiveness against antibiotric resistant pathogens, strict specificity to target bacteria, so that they do not to damage the normal microflora, etc.
Along with the therapeutic use of bacteriophages, they are widely used as for bio-sanitary purposes. For example, they are used for the decontamination of meat and seafood, raw fruitvegetable and other foods, as well as for disinfection of the surfaces, which are in contact with contaminated food.
After the FDA approval the first phage-based product (ListShield) on August 18, 2006, the interest towards development of new bacteriophages preparations which insure food safety has gradually increased. Consequently, the research has been actively ongoing which is aiming isolation of the new phages and their uses for different purposes, such as therapeutic, biocontrolling and decontaminating means.

ენტეროპათოგენური Escherichia coli-ს მიერ გამოწვეულ დაავადებათა ხვედრითი წილი საგრძნობლად გაიზარდა. გარდა ამისა, მსოფლიოს მასშტაბით ანტიბიოტიკორეზისტენტული შტამების გაჩენა და გავრცელება კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს პრობლემად იქცა. აქედან გამომდინარე ახალი ალტერნატიული სამკურნალო საშუალებების ძიება გარდაუვალი, აქტუალური და აუცილებელია.
მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციური პროცესების საწინააღმდეგო ყველაზე ოპტიმალურ და უვნებელ საშუალებად ბაქტერიოფაგები ანუ ბაქტერიის ვირუსები მოიაზრებიან. გარდა ამისა, ფაგოთერაპიას ანტიბიოტიკოთერაპიასთან შედარებით მრავალი უპირატესობა გააჩნია. აქედან ყველაზე მნიშვნელოვანია ეფექტურობა ანტიბიოტიკორეზისტენტული პათოგენების მიმართ, მკაცრი სპეციფიურობა სამიზნე ბაქტერიის მიმართ ისე, რომ ზიანი არ მიაყენოს ორგანიზმის ნორმალურ მიკროფლორას, და სხვა.
ბაქტერიოფაგებს თერაპიული დანიშნულების გარდა, ფართო მოხმარება აქვს, როგორც ბიოსანიტარულ საშუალებას. მაგალითად, იგი გამოიყენება ხორცის და ზღვის პროდუქტების, ნედლი ხილ-ბოსტნეულის და სხვა სურსათის დეკონტამინაციისთვის, ასევე სურსათთან შეხებაში მყოფი ზედაპირების, მოწყობილობის დეზინფიცირებისთვის.
2006 წ. 18 აგვისტოს FDA-ს მიერ პირველი ფაგური პრეპარატის (ListShield) დამტკიცების შემდეგ სულ უფრო და უფრო იზრდება ინტერესი სურსათის უვნებლობის უზრუნველსაყოფად ახალი ბაქტერიოფაგური პრეპარატების შესაქმნელად. შესაბამისად, აქტიურად მიმდინარეობს კვლევები ახალი ფაგების გამოყოფასა და სხვადასხვა დანიშნულებით გამოყენებასთან დაკავშირებით, როგორცაა თერაპიული, ბიომაკონტროლებელი, სანიტარიული მიმართულებa.
URI: https://openscience.ge/handle/1/1453
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Qatamadze Fiqria.pdfენტეროპათოგენური E.coli-ს მიმართ მოქმედების ფართო სპექტრის ბაქტერიოფაგის გამოყოფა და სურსათის დეკონტამინაციური ეფექტის შესწავლა სამოდელო ცდებში2.27 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

109
checked on Jul 23, 2024

გადმოწერა

808
checked on Jul 23, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.