გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის:
https://openscience.ge/handle/1/1440
სათაური: | რუსული რბილი ძალა საქართველოში: 2012-18 წლების პროდასავლური განწყობების ანალიზი | ავტორები: | დვალიშვილი, თედო | ხელმძღვანელი: | მელიქიძე, გიორგი | ხარისხის სახელი: | Master of Arts in Political Science პოლიტიკის მეცნიერების მაგისტრი |
სასწავლო პროგრამის სახელი: | პოლიტიკის მეცნიერება. Political Science | განათლების საფეხური (0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო): | 1 | დაწესებულება: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
ფაკულტეტი: | Faculty of Social and Political Sciences სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი |
საკვანძო სიტყვები: | Soft Power Russia Georgia რბილი ძალა რუსეთი საქართველო |
გამოცემის თარიღი: | 2018 | გამომცემელი: | Ivane Javakhishvili Tbilisi State University ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
რეზიუმე: | Foregoing work is prepared for the purpose of analyzing the soft power of Russian politics towards Georgia, which has pro-European policy and is in a resistance to the interests of Russia in the region. Lately, in spite of the steps toward integration in the Euro Atlantic space, on the basis of reducing pro-western mood having having faith in pro-Russian feelings became more noticeable. The research mainly covered the period of 2012-2018 years and was based on the following hypothesis that the increase of Russian soft power in Georgia has led to a reduction of pro-western sentiments. The research examines why Russia remains attractive in light of the fact that it uses hard power towards Georgia and occupies 20% of its territories. Qualitative methods of research have been used to analyze the problem: analysis of secondary sources and interview with experts. The research showed, increasing of the Euroscepticism in Georgia, was caused because of activating the Russian soft power politics, which was simulated by Russian Anti-Western politics, as well as ongoing domestic events. There is clearly a problem of awareness among the Georgian population that is responsible for the formation of incorrect expectations. In the work there is an extra focus about the features of Russian soft power and its tools, also the factors, which allow soft power of Kremlin to operate and on the other hand limits its potential. წინამდებარე ნაშომი შექმნილია საქართველოს მიმართ რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკის შესწავლის მიზნით, რომლის საგარეო პოლიტიკური კურსი პროევროპულია და წინააღმდეგობაში მოდის რეგიონში რუსეთის ინტერესებთან. ბოლო პერიოდში ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციისკენ წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, საქართველოში პროდასავლური განწყობების შემცირების ხარჯზე პრო-რუსული განწყობების ზრდა თვალშისაცემი გახდა. კვლევა ძირითადად მოიცავდა 2012-2018 წლის პერიოდს და ეფუძნებოდა შემდეგ ჰიპოთეზას, რომ რუსული რბილი ძალის გავლენის ზრდა საქართველოში პროდასავლური განწყობების შემცირებას იწვევს. ნაშრომში გამოკვლეულია, თუ რატომ რჩება რუსეთი მიმზიდველი იმის ფონზე, რომ იგი იყენებს ხისტ ძალას საქართველოს მიმართ და მისი ტერიტორიების 20% აქვს ოკუპირებული. საკითხის შესასწავლად გამოყენებულია კვლევის თვისებრივი მეთოდები: მეორადი წყაროების ანალიზი და ექპერტებთან ინტერვიუ. კვლევამ აჩვენა, რომ საზოგადოების განწყობების ცვლილების ტენდენციები განპირობებულია ბოლო პერიოდში საქართველოში რუსეთის რბილი ძალის პოლიტიკის გააქტიურებით, ასევე ევროსკეპტიციზმის ზრდით, რასაც ხელი შეუწყო როგორც რუსეთის ანტიდასავლურმა პოლიტიკამ, ასევე ქვეყნის შიგნით მიმდინარე მოვლენებმა. საქართველოს მოსახლეობაში აშკარად არსებობს ინფორმირებულობის პრობლემა, რაც თავისმხრივ არასწორი მოლოდინების განწყობების ჩამოყალიბების მიზეზი გხდება. ნაშრომში გამოკვეთილია რუსეთის რბილი ძალის მახასიათებლები და მისი ინსტრუმენტები, ასევე ის ფაქტორები, რაც კრემლის რბილ ძალას ერთისმხირვ მოქმედების შესაძლებლობას აძლევს, მეორესმხრივ კი ზღუდავს მის პოტენციალს. |
URI: | https://openscience.ge/handle/1/1440 |
ჩანს კოლექციებში: | სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები) |
ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი | აღწერა | ზომა | ფორმატი | |
---|---|---|---|---|
MA-Thesis.Dvalishvili politika.pdf | რუსული რბილი ძალა საქართველოში: 2012-18 წლების პროდასავლური განწყობების ანალიზი | 889.07 kB | Adobe PDF | დათვალიერება-გახსნა |
CORE Recommender
გვერდის დათვალიერება
208
checked on May 16, 2024
გადმოწერა
1,618
checked on May 16, 2024
Google ScholarTM
გადამოწმება
ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.