გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1419
სათაური: სხვადასხვა მიკროორგანიზმების მიერ გენმოდიფიცირებული სოიოს რეკომბინანტული დნმ-ის უტილიზაციის შედარებითი ანალიზი
ავტორები: ჩარგეიშვილი, აკაკი 
ხელმძღვანელი: ქუჩუკაშვილი, ზურაბ 
გოროზია, ილია 
ხარისხის სახელი: გამოყენებითი ბიომეცნიერებებისა და ბიოტექნოლოგიის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: გამოყენებითი ბიომეცნიერებები
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Exact and Natural Sciences 
ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: რეკომბინანტული დნმ ტექნოლოგია
გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერი
ბაქტერიული უჯრედების ტრანსფორმაცია
ინკუბაციის პირობები
სოიოს რეკომბინანტული დნმ-ს დეგრადაცია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
A genetically modified organism (gmo) is any organism whose genetical material has been altered using genetic engineering techniques. With modern approaches it is possible to overcome natural barriers (physiological, reproductive, recombinant). The methods used for genetically modified organisms are: genetically direct injection, bombardment with micro particles, use of pathogenic microorganisms as a vectors and etc. The number of Genetically modified organisms and their consumption annually increases worldwide, GMO organisms are widely used in food production, animal feed, pharmacology and other important fields.
Glyphosate tolerant soybean is the most widely distributed among GM crops that was created by "Monsanto" in 1995, and nowadays it holds 94% from total soy bean what is harvested in US. The US is the largest importer in the world of soy bean. The Georgian market is filled with food and animal feed which containing GM soybean. Because the Georgian legislation does not regulate the management of GMO waste, It permanently spreads in the environment.
The GMO waste in the environment is a recombinant DNA source which is a potential threat to the horizontal gene transfer. There is little information on the recombinant DNA degradation by terrestrial microorganisms.

გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმი (გმო) არის ნებისმიერი ორგანიზმი (გარდა ადამიანისა) რომლის გენეტიკური მასალა შეცვლილია გენეტიკური ინჟინერიის გზით.
თანამედროვე მიდგომებით შესაძლებელი გახდა გადაილახოს სახეობათშორისი ბუნებრივი ბარიერები (ფიზიოლოგიური,რეპროდუქციული,რეკომბინანტული). გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების წარმოებისათვის გამოიყენება ისეთი მეთოდები როგორიცაა: გენთა პირდაპირი ინექცია, მიკრო ნაწილაკებით ბომბარდირება, პატოგენური მიკროორგანიზმების გამოყენება ვექტორებად და ა.შ. გმ ორგანიზმების რაოდენობა და მათი მოხმარება ყოველწლიურად იზდება მსოფლიოს მასშტაბით და გამოიყენება სურსათის წარმოებაში, ცხოველთა საკვებში, ფარმაკოლოგიაში და სხვა სფეროებში.
გმ კულტურებიდან ყველაზე ფართოდ გავრცელებულნი არიან ჰერბიციდების მიმართ რეზისტენტული გმ მარცვლოვანი კულტურები. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია ჰერბიციდ „რაუნდაპ“ ტოლერანტული სოიო, რომელიც მიღებულ იქნა კომპანია „მონსანტოს“ მიერ 1995 წელს და მას 2018 წლის მონაცემებით ა.შ.შ-ს სოიოს ნათესების 94% უკავია. ა.შ.შ კი თავისმხრივ სოიოს უმსხვილესი იმპორტიორია მსოფლიოში.
საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი სოიოს აბსოლუტური უმრავლესობა იმპორტირებულია იმ ქვეყნებიდან, სადაც ფართოდაა გავრცელებული გენეტიკურად მოდიფიცირებული სოიოს წარმოება.
გამომდინარე გმ სოიოს ფართო გამოყენებიდან, მუდმივად ხდება მისი ნარჩენების გავრცელება გარემოში. სამწუხაროდ, საქართველოს კანონმდებლობით არ რეგულირდება გმო-ს ნარჩენების მართვა და მათი გარემოში გავრცელება უკონტროლო ხასიათს ატარებს.
გარემოში მოხვედრილი გმო-ს ნარჩენები წარმოადგენს რეკომბინანტული დნმ-ის წყაროს, რომელიც პოტენციურ საფრთხეს წარმოადგენს გენთა ჰორიზონტალური ტრანსფერისა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1419
ჩანს კოლექციებში:ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis Chargeishvili Akaki.pdfსხვადასხვა მიკროორგანიზმების მიერ გენმოდიფიცირებული სოიოს რეკომბინანტული დნმ-ის უტილიზაციის შედარებითი ანალიზი1.7 MBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

118
checked on Jul 22, 2024

გადმოწერა

646
checked on Jul 22, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.