გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1404
სათაური: აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნა
ავტორები: თორდია, თამაზ 
ხელმძღვანელი: სამხარაძე, ნიკოლოზ 
ხარისხის სახელი: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: არასტაბილური პოლიტიკური ვითარება ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოში
რუსეთის ზეგავლენა აღმოსავლეთ ევროპაზე და კონფლიქტები
დასავლელ პოლიტიკოსთა გამოხმაურება აღმოსავლელთა პრობლემებზე
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The theme of this work concerns the prerequisites for setting up the EU Eastern Partnership Program and implementation process of mechanisms and events envisaged by this program in Eastern Europe. Events developed in the region in recent years are of high interest for international media and academic institutions. Starting in 2009 in Eastern Europe, the initiative of implementing the components envisaged by the partnership program has given way to a new stage of the rivals between Russian Federation and European Union as Moscow sees the post-soviet space as its own zone of political influence. Taking into consideration this fact, the region became even more interestin from the perspectives of international relations, as the observation of the processes gives us opportunities to develop new knowledge in the field of Eastern European studies. The aim of the work is to identify and evaluate factors that influenced the EU to creating Eastern Partnership Program. The main focus of the research are the Eastern European countries that are not members of the European Union and are invited to cooperate in aforementioned program, namely these countries are: Ukraine, Belarus, Moldova, Georgia, Armenia and Azerbaijan. The subject of research is Eastern European countries foreing policy choices and the attitudes of the European Union and the Russian Federation towards these choices and also we are observe the factors that have impacted the EU to create Eastern partnership program. The results of the research showed us the fact that unstable political environment in Eastern Europe and thepolitical vulnerability of the states of aforementioned region are the threat for security architechture of the Eastern Europe and for the EU itself. The study also helps us to understand what are the problems that provides political instability in the region and spread of Russian influence in some of the region’s states. In other chapters of the word, it has been shown why Brussels preffered integration procces of Eastern European countries instead of maintain hypothetically neutral buffer states between EU and Russia. In addition to demonstrating a causal links between variables, we also address the theory of Euro-integration in order to understand the EU’s actions in Eastern Europe in terms of theoretical perspective. The “normative power Europe” is the theory according to which European Union can maintain and strengthern its own basic values and these values must be spread in neighboring countries. According to this theory EU is a role model and normative power and spread of its values in neighboring countries will be good for themselves and this process also increases the EU’s influence in the international system.

მოცემული ნაშრომის თემა შეეხება ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნის წინაპირობებს და ამ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებებისა და მექანიზმების იმპლემენტაციის პროცესს აღმოსავლეთ ევროპაში. ამ რეგიონში ბოლო წლებში განვითარებული მოვლენები საერთაშორისო მედიისა და აკადემიური ინსტიტუტებისათვის მაღალი ინტერესის საგანს წარმოადგენს. აღმოსავლეთ ევროპაში 2009 წლიდან პარტნიორობის პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელების წამოწყებამ ბიძგი მისცა რუსეთის ფედერაციისა და ევროკავშირის მეტოქეობის ახალ ეტაპზე გადასვლას, რადგან მოსკოვი ხსენებულ რეგიონს, კონკრეტულად პოსტ-საბჭოთა სივრცეს საკუთარი გავლენის ზონად აღიქვამს. ამ ფაქტის გათვალისწინებით რეგიონი საერთაშორისო ურთიერთობების მეცნიერების პერსპექტივიდან კიდევ უფრო საინტერესო გახდა, რადგან მიმდარე პროცესებზე დაკვირვებამ ახალი ცოდნის გაჩენის შესაძლებლობა გააჩინა აღმოსავლეთ ევროპის შესწავლის პროცესში. ნაშრომის მიზანია ევროკავშირის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნის მაინსპირირებელი ფაქტორების იდენტიფიცირება და მათი თავისებურებების ახსნა. კვლევის ძირითად ფოკუსში მოქცეულია აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ევროკავშირის წევრები არ არიან და ხსენებულ პროგრამაში სათანამშრომლოდ მოწვეული არიან, კერძოდ უკრაინა, ბელორუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი. კვლევის საგანია აღმოსავლეთ ევროპაში ევროკავშირსა და რუსეთს შორის მდებარე ქვეყნების საგარეო პოლიტიკური არჩევანი და ამ არჩევანის მიმართ ევროკავშირისა და რუსეთის ფედერაციის დამოკიდებულება, კერძოდ, ვაკვირდებით იმ ფაქტორებს, რომლებმაც ზემოქმედება მოახდინეს ევროკავშირზე, რათა ამ უკანასკნელს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამა შეექმნა. როგორც კვლევის შედეგებმა გვაჩვენა ევროკავშირის მხრიდან აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნის ინსპირატორი ფაქტორია ის მოცემულობა, რომ არასტაბილური პოლიტიკური ვითარება რეგიონში და რეგიონის ქვეყნების რუსეთის მხრიდან პოლიტიკური მოწყვლადობა აღმოსავლეთ ევროპისა და ზოგადად ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურას ზიანს აყენებს. კვლევა ასევე გვეხმარება გავიგოთ თუ რა არის ის პრობლემები, რომელთა არსებობა განაპირობებს აღმოსავლეთ ევროპის პოლიტიკურ არასტაბილურობას და ხელს უწყობს რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთის გავლენის ჭარბად გავრცელებას. ნაშრომის სხვა და სხვა თავებში წარმოჩენილია თუ რატომ ამჯობინა ბრიუსელმა აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში ჩართული ქვეყნების ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის წამოწყება რუსეთთან ჰიპოთეტურად ნეიტრალური ბუფერული სახელმწიფოების არსებობას. გარდა ცვლადებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენისა ნაშრომში ასევე მივმართავთ საერთაშორისო ურთიერთობების ევროინტეგრაციის თეორიასაც, რათა გასაგები გახდეს ევროკავშირის მოქმედება აღმოსავლეთ ევროპაში თეორიული პერსპექტივიდანაც.
კერძოდ, „ნორმატიული ძალა _ ევროპა“ არის ის თეორია, რომლის მიხედვითაც იმისათვის, რომ ევროკავშირმა შეინარჩუნოს და განამტკიცოს საკუთარი საკუთარი ძირითადი ფასეულობებისა და ღირებულებების დაცვა, საჭიროა ეს ფასეულობები და ღირებულებები ევროპის მეზობელ ქვეყნებშიც გავრცელდეს და იმისა გათვალისწინებით, რომ ევროკავშირი მისაბაძი, ნორმატიული ძალაა მისი ფასეულობები და ღირებულებების მეზობლად გავრცელება და დანერგვა სასარგებლო იქნება მეზობელი ქვეყნებისთვისაც და ევროკავშირის გავლენის საერთაშორისო სისტემაში გაზრდისთვისაც.
URI: https://openscience.ge/handle/1/1404
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA Thesis. Tordia dip 2019.pdfაღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის შექმნა898.77 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

127
checked on Jun 1, 2024

გადმოწერა

210
checked on Jun 1, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.