გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1363
სათაური: აშშ-ჩინეთის ურთიერთობები: კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევა, მმართველი პოლიტიკური პარტიის მაგალითზე
ავტორები: შვანგირაძე, ნელი 
ხელმძღვანელი: თურმანიძე, თორნიკე 
ხარისხის სახელი: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობების ისტორიული მიმოხილვა
აშშ-ჩინეთის ეკონომიკური ურთიერთობები 1978-2017 წლებში
აშშ-ს პოლიტიკური პარტიები: რესპუბლიკელები და დემოკრატები
გამოცემის თარიღი: 2018
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
One of the most important issues in the 21
century is USA-China Relations in foreign policy
making. On the one side is the United State with its distinct foreign policy and strong economy
and on the other side there is the People’s Republic of China, whose rapidy growing economy
compete with the existing hegemony, that is why Chinese issue is now so important on the
international agenda. China’s growing annual economy, its role and significance in economic,
foreign policy and trade relations, has led to the interest of whole world.
st
The main goal of this Thesis is to study the relationship between the United States and China,
more specifically, the purpose of the work is to examine why the US foreign policy’s changing
attitude doesnot effect on economical growth. To understanding this the paper deals with two
major political parties: Democrats and Republicans and their attitude towards foreign policy,
trade and more particularly its about relationship with China. In the survey, there are two
examples of two Presidents: one is Barack Obama with his Democratic
party views and on the other hand there is Republican’s party presentator - George Bush. The
novelty in the present work is to see and represent the US-China relations with other currents.
Analyzing the fact that the economic ties between the two countries are so strong that the
change in foreign policy and the rotation of political parties cannot affect them, since they have
formed close and growing economic ties. In the example of variables and cases discussed in the
topic, we see that the change in US foreign policy has not affected economic ties. As a result of
this, we are making the conclusion that trade relations between China and America are
important for both countries, so the statements of various presidents, political tensions or
different parties in the country can not influence the trade relations between the US and China.
Depending on the facts and the complex interdependence theory, we can assume that the
relationship between the US and China has established close ties and that is exactly why both
countries cannot make negative consequences on trade and economical relationship.

21-ე საუკუნეში ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხს საგარეო პოლიტიკურ
ურთიერთობებში წარმოადგენს ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობები. პოლუსის ერთ
მხარეს არის შეერთებული შტატები თავისი გამოკვეთილი საგარეო პოლიტიკითა და
ძლიერი ეკონომიკით და მეორე მხარეს წარმოადგენს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა,
რომლის სწრაფად მზარდი ეკონომიკა კონკურენციას უწევს არსებულ ჰეგემონს,
გამომდინარე აქედან დღესდღეობით ჩინეთის საკითხი აქტიურად დგას საერთაშორისო
დღის წესრიგში. ჩინეთის ყოველწლიურად მზარდი ეკონომიკა, მისი როლისა და
მნიშვნელობის ზრდა ეკონომიკურ, საგარეო პოლიტიკურ თუ სავაჭრო
ურთიერთობებში მთელი მსოფლიოს ინტერესს იწვევს.
მოცემული კვლევის მთავარი მიზანია შეისწავლოს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და
ჩინეთს შორის ურთიერთობა, უფრო კონკრეტულად კი ნაშრომის მიზანს წარმოადგენს
განიხილოს თუ რატომ ვერ მოახდინა გავლენა აშშ-ს საგარეო პოლიტიკური კურსისა და
მისი მმართველი პარტიების ცვალებადმა დამოკიდებულებამ ჩინეთის სახალხო
რესპუბლიკის მიმართ, მათ შორის ვაჭრობასა და მზარდ ეკონომიკურ
ურთიერთობებზე. ამ მიზნით ნაშრომში განხილულია ამერიკის ორი მთავარი
პოლიტიკური პარტია: დემოკრატები და რესპუბლიკელები, მათი დამოკიდებულება
საგარეო პოლიტიკის, ვაჭრობისა და კონკრეტულად ჩინეთის მიმართ. კვლევაში
მოსაზრების გასამყარებლად მოყვანილია ორი პრეზიდენტის ერთის მხრივ
რესპუბლიკელი ჯორჯ ბუშისა და მეორეს მხრივ დემოკრატი ბარაკ ობამას მაგალითები.
წინამდებარე ნაშრომში სიახლეს წარმოადგენს აშშ-ჩინეთის ურთიერთობების სხვა
კურხით დანახვა და წარმოჩენა. გაანალიზება იმ ფაქტისა, რომ ეკონომიკური კავშირები
ორ ქვეყანას შორის იმდენად მყარია, რომ საგარეო პოლიტიკის ცვალებადობა და
პოლიტიკური პარტიების როტაცია ვერ ახდენს მათზე გავლენას, გამომდინარე იქედან,
რომ მათ შორის მჭიდრო და მზარდი ეკონომიკური კავშირებია ჩამოყალიბებული.
თემაში განხილული ცვლადებისა და ქეისების მაგალითზე ვხედავთ, რომ აშშ-ს საგარეო
პოლიტიკის ცვალებადობამ ეკონომიკურ კავშირებზე გავლენა ვერ მოახდინა.
გამომდინარე აქედან ძირითად შედეგად ვაყალიბებთ იმ დასკვნას, რომ ჩინეთსა და
ამერიკას შორის სავაჭრო ურთიერთობები ორივე ქვეყნისათვის მნიშვნელოვან
პრიორიტეს წარმოადგენს, ამიტომაც სხვადასხვა პრეზიდენტების განცხადებები,
პოლიტიკური დაძაბულობა თუ ქვეყნის განსხვავებული პარტიები ვერ ახდენენ
გავლენას ამერიკასა და ჩინეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებზე. მოცემული
ფაქტებისა და კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების თეორიიდან გამომდინარე
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამერიკასა და ჩინეთს შორის
ურთიერთდამოკიდებულების შედეგად ჩამოყალიბდა ისეთი მჭიდრო კავშირები,
რომელთა გაწყვეტაც ნეგატიურ შედეგს გამოიწვევს ორივე სახელმწიფოს სავაჭროეკონომიკურ
სფეროზე.
URI: https://openscience.ge/handle/1/1363
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.-Shvangiradze-Neli-1 (1) axali dip.pdfაშშ-ჩინეთის ურთიერთობები: კომპლექსური ურთიერთდამოკიდებულების შემთხვევა, მმართველი პოლიტიკური პარტიის მაგალითზე903.3 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

104
checked on May 3, 2024

გადმოწერა

1,865
checked on May 3, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.