გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1340
სათაური: დღის ცენტრებისა და 24 საათიანი თავშესაფრების როლი მიუსაფარ ბავშვთა განათლების პროცესში: გამოწვევები და პერსპექტივები
ავტორები: ტიკურიშვილი, ლია 
ხელმძღვანელი: მახარაძე, თამარ 
ხარისხის სახელი: Master of Social Work
სოციალური მუშაობის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სოციალური მუშაობა. Social Work
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: ოჯახში ძალადობა
ნივთიერებებზე დამოკიდებულება
ემოციური და ქცევითი დისფუნქციები ბავშვებში
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The research was carried out within the Master program of Social work, whose study direction
was next: Day care centers and 24 hours respite care center’s role in the educational process of
homeless children: challenges and perspectives. The research was carried out in Tbilisi’s acting
centers. Staff of those centers, beneficiaries, representatives of educational institutions and the
experts were involved in this study.
For carrying research, we discussed relevant literature connected to this issue. After analyzing,
some cases were revealed: According to the children care standards, day care centers and 24 hours
respite care centers are helping services in children development. One of the main responsibilities
is to promote children to have education, which is relevant of their age. Though, there are some
obstacles and because of them, those services can’t work properly. So there are many-sided
challenges in this sphere.
For understanding this issue, we used methods of qualitative research. We held in-depth
interviews with relevant people. Based on this research, some cases were revealed: day care
centers and 24 hours respite care centers play important role in involving children in educational
systems. Despite this, there are some difficulties, which interrupt the process of the system. It is
vitally important to increase the quantity of countries foundation and supporting programs,
create specific programs, which will support homeless children’s families, increase role of schools
and give teachers proper information about this subject. and all of them are for decreasing the
amount of school leaving occasions.

სოციალური მუშაობის სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარდა კვლევა,
რომლის საკვლევ მიმართულებასაც წარმოადგენდა: დღის ცენტრებისა და 24 საათიანი
თავშესაფრების როლი მიუსაფარ ბავშვთა განათლების პროცესში: გამოწვევები და
პერსპექტივები. კვლევა ჩატარდა ქ. თბილისში მოქმედ ცენტრებთან. კვლევაში
მონაწილეობა მიიღეს აღნიშნული ცენტრის თანამშრომლებმა, ბენეფიციარებმა,
საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებმა და სფეროს ექსპერტებმა.
კვლევის ჩასატარებლად შევისწავლეთ საკითხთან დაკავშირებული
ლიტერატურა, რომლის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: დღის
ცენტრები და 24 საათიანი თავშესაფრები ბავშვთა ზრუნვის სტანდარტის მიხედვით,
წარმოადგენენ დამხმარე სერვისებს მიუსაფარი ბავშების განვითარების პროცესში. მათი
ერთ-ერთი ძირითადი ვალდებულებაა ხელი შეუწყონ ბავშვებს, რომ მიიღონ ასაკის
შესაბამისი განათლება. თუმცა არსებობს გარკვეული სახის შემაფერხებელი ფაქტორები,
რის გამოც აღნიშნული დამხმარე სერვისები ვერ ახერხებს ხარისხიანად
ფუნქციონირებას და არსებობს მრავალმხრივი გამოწვევები ამ მიმართულებით.
აღნიშნული საკითხის შესასწავლად გამოვიყენეთ თვისებრივი კვლევის მეთოდი.
ჩავატარეთ სიღრმისეული ინტერვიუები კვლევისთვის რელევანტურ პირებთან.
კვლევის შედეგების ანალიზიდან გამოიკვეთა შემდეგი საკითხები: დღის ცენტრებისა და
24 საათიანი თავსესაფრების პროგრამები მნიშვნელოვან როლს ასრულებს მიუსაფარ
ბავშვთა ასაკის შესაბამის საგანმანათლებლო სისტემებში ჩასართველად. თუმცა
მიუხედავად ამისა, არსებობს ისეთი სახის ბარიერები, რომლებიც ხელს უშლით მათ
აღნიშნული პროცესების წარმართვაში. ამ მხრივ მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მიერ
დაფინანსებისა და დამხმარე პროგრამების რაოდენობის გაზრდა, არსებულის
განვითარების პარალელურად, შეიქმნას სპეციალური პროგრამა, რომელიც იზრუნებს
მიუსაფარი ბავშვების ოჯახის გაძლიერებაზე, გაზრდის სკოლების ჩართულობას და
მოახდენს მასწავლებლების ცნობიერების ამაღლებას, რათა შემცირდეს ცენტრების მიერ
სასკოლო პროცესში ჩართული ბავშების სკოლის მიტოვების პრევენცია.
URI: https://openscience.ge/handle/1/1340
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
სამაგისტრო ნაშრომი-ლია ტიკურიშვილი socmuS2019.pdfდღის ცენტრებისა და 24 საათიანი თავშესაფრების როლი მიუსაფარ ბავშვთა განათლების პროცესში: გამოწვევები და პერსპექტივები511.61 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

68
checked on Oct 2, 2024

გადმოწერა

975
checked on Oct 2, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.