Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1318
Title: ქალი პოლიტიკოსების იმიჯი ქართულ ტელემედიაში
Authors: კაკიაშვილი, თათია 
Advisor: გერსამია, მარიამ 
Degree Name: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
Degree Discipline: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: თინა ხიდაშელის თავდაცვის მინისტრად დანიშვნა
ელენე ხოშტარიას და თეა წულუკიანის დაპირისპირება
ნინო ბურჯანაძის საარჩევნო შეფასებები
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The aim of the topic is to determine how the work of women politicians is covered in Georgian TV media; what is the position of female politicians in Georgian TV media and what their images are. This theme is actual due to many circumstances.
Nowadays, we are increasingly finding some stereotypes in coverage of women's issues in the media. Obviously, the media also supports partial stereotypes. This work reviews what the role of media in the process of gender stereotypes is; how much do TV media use gender stereotypes in covering women policy issues and, as well as, covering the above issue, does the media offer suggestions for the gender-balanced respondents.
The aim of the research is not to compare women politicians and their political achievements with male politicians. To analyze how women's politicians are covered in Georgian media, the theory of framing is used, which allows us to observe those particular frames, which the media had used to cover women politicians. In this work, content analyze was selected as a research methodology. To create a common picture and to be able to compare, several TV channels have been selected: broadcasting company “Rustavi 2”, TV company “Imedi”, Public Broadcaster – Pirveli Arkhi and studio “Maestro”. These media outlets were chosen because of their high rating.
This rating is confirmed by the NDI survey of June 2016. The following research allows us to see, how did media cover issues of women politicians; by which frames were covered the specific cases and how frequently gender stereotypes were reported while covering research issues in media outlets.
The results of the survey will help journalists, as well as public institutions and civil society members.

თემის მიზანია დადგინდეს, თუ როგორ შუქდება ქართულ სატელევიზიო მედიასაშუალებებში ქალი პოლიტიკოსების საქმიანობა და როგორია ქალი პოლიტიკოსების პოზიციონირება ქართულ სატელევიზიო მედიაში და როგორია მათი იმიჯი. თემა აქტუალურია ბევრი გარემოებიდან გამომდინარე. მაგალითად, სულ უფრო ხშირად ვაწყდებით გარკვეულ სტერეოტიპებს მედიაში ქალთა საკითხების გაშუქებისას.
ცხადია, თავის მხრივ, მედიაც ნაწილობრივ, ხელს უწყობს სტერეოტიპების ჩამოყალიბებას. ნაშრომში მიმოხილულია, თუ როგორია მედიის როლი გენდერული სტერეოტიპების ჩამოყალიბების პროცესში; რამდენად იყენებენ სატელევიზიო მედიასაშუალებები გენდერული ხასიათის სტერეოტიპებს ქალ პოლიტიკოსთა საკითხების გაშუქებისას და, აგრეთვე, აღნიშნული საკითხის გაშუქებისას სთავაზობს თუ არა მედია მაყურებელს გენდერულად დაბალანსებული რესპონდენტების მოსაზრებებს.
კვლევის მიზანს არ წარმოადგენს ქალი პოლიტიკოსების და მათი პოლიტიკური მიღწევების შედარება მამაკაც პოლიტიკოსებთან. იმის გასაანალიზებლად, თუ როგორ შუქდება ქალ პოლიტიკოსთა საკითხები ქართულ სატელევიზიო მედიაში, გამოყენებულია ფრეიმინგის თეორია, რომელიც საშუალებას იძლევა, დავაკვირდეთ იმ კონკრეტულ ფრეიმებს, რომლებიც მედიამ ქალ პოლიტიკოსთა საკითხების გაშუქებისას გამოიყენა.
ნაშრომში კვლევის მეთოდოლოგიად შეირჩა კონტენტანალიზი. საერთო სურათის შესაქმნელად და იმისთვის, რომ შედარების საშუალება ყოფილიყო, საკვლევად შეირჩა რამდენიმე სატელევიზიო არხი: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, ტელეკომპანია „იმედი“, საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი და სტუდია „მაესტრო“.
აღნიშნული მედიასაშუალებები შეირჩა მათი მაღალი რეიტინგის გამო, ეს რეიტინგი კი 2016 წლის ივნისის NDI-ის კვლევით დასტურდება.
წინამდებარე კვლევა საშუალებას იძლევა, დავინახოთ, როგორ გააშუქა მედიამ ქალ პოლიტიკოსთა საკითხები; რა ფრეიმებით გაშუქდა კონკრეტული შემთხვევები; რამდენად ხშირად გაჟღერდა გენდერული ხასიათის სტერეოტიპები მედიასაშუალებებში საკვლევი საკითხების გაშუქებისას.
კვლევის შედეგები დახმარებას გაუწევს როგორც ჟურნალისტებს, ასევე საზოგადოებრივ ინსტიტუტებსა და სამოქალაქო სექტორის წევრებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1318
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.Kakiashvili maskomi.pdfქალი პოლიტიკოსების იმიჯი ქართულ ტელემედიაში393.6 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

167
checked on May 3, 2024

Download(s)

174
checked on May 3, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.