Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1311
Title: რუსული პროპაგანდის გამოვლინებები ქართულ ონლაინმედიაში
Authors: დემეტრაშვილი, მარიამ 
Advisor: შამილიშვილი, მანანა 
Degree Name: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
Degree Discipline: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: რუსული პროპაგანდა
ქართული ონლაინმედია
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The following article is an attempted research of Russian propaganda in Georgian online media.
Propaganda is a very useful tool to achieve an ideological influence. Russia uses this tool a lot, especially in neighboring countries, in order to promote its own interests. That is the reason why I wanted to show the actual situation regarding Russian propaganda messages in Georgian online media. During the research process, we found out in what ways are the propaganda used in order to manipulate society.
The issue is really problematic though. Due to the fact that Russia finds it really hard to accept the reality of independent, democratic European countries existing nearby. Russia finds all that as a threat and tries to broaden its influence. This process has increased ever since Georgia showed the will to integrate in Euro-Atlantic alliance. That’s why our starting point for research was the time when the process of granting visa-liberation to Georgia was in its final stages. I found it interesting to show what kind of reaction Russia had to all of that. I used the framing method in order to differentiate several frames used for the propaganda. And for the research I chose content-analysis method.
I’ve been monitoring five online media sources from November 2016 to March 2017: reportiori.ge, saqinform.ge, sputnik-georgia.com, liberali.ge, ghn.ge. Research showed that the Russian propaganda is usually being delivered in several ways, the most notable ones being: 1. messages regarding reinitiating diplomatic relations with Russia; 2. messages that aim to popularize anti-western ideas; 3. messages showing visa-liberation as a negative fact. After five months of research I counted 93 instances of Russian propaganda. It is also notable that in some cases spreading those messages is a result of internal policies of mentioned online media organization.

წინამდებარე სამაგისტრო ნაშრომი წარმოადგენს მცდელობას, იკვლიოს რუსული პროპაგანდის გამოვლინებები ქართულ ონლაინმედიაში. თანამედროვე რეალობაში პროპაგანდა იდეოლოგიური ზემოქმედების ერთ-ერთი ეფექტური საშუალებაა.
რუსეთი პოლიტიკურ არენაზე, განსაკუთრებით სამეზობლოში, საკუთარი ინტერესების გასატარებლად ამ ხერხს აქტიურად მიმართავს. სწორედ ამიტომ, ჩემთვის საინტერესო იყო წარმომედგინა კონკრეტული სურათი იმისა, რაც რუსული პროპაგანდისტული გზავნილებით იქმნება ქართულ ონლაინმედიაში. კვლევისას ნათლად წარმოჩნდა, რა ფორმით ვრცელდება პროპაგანდისტული გზავნილები საზოგადოებრივ ცნობიერებაზე გავლენის მოსაპოვებლად.
აღნიშნული თემა აქტუალურობას არ კარგავს გამომდინარე იქიდან, რომ რუსეთი ვერ ეგუება საკუთარ სამეზობლოში დამოუკიდებელი, დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის არსებობას. ამ ყოველივეს საფრთხედ აღიქვამს და ნებისმიერი გზით - ხისტი და რბილი ძალის გამოყენებით ცდილობს გავლენის სფეროების გაძლიერებას. ეს კიდევ უფრო ნათლად წარმოჩნდა მას შემდეგ, რაც საქართველომ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია მოისურვა და ამ მიზნისაკენ სვლა დაიწყო. სწორედ ამიტომ, საკვლევ პერიოდად შევარჩიე ის დრო, როდესაც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭების დასკვნითი ეტაპები სრულდებოდა. ჩემთვის საინტერესო იყო, ამ პროცესზე რუსეთის რეაგირება და მისი პროპაგანდისტული გზავნილები. წინამდებარე კვლევაში გამოყენებულია ფრეიმინგის თეორია, რათა ის ფრეიმები გამომეყო, რითიც ხორციელდება პროპაგანდა. კვლევის მეთოდად კი შერჩეულია კონტენტ-ანალიზი.
2016 წლის ნოემბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით მონიტორინგი განხორციელდა ხუთ ონლაინმედიასაშუალებაზე: reportiori.ge, saqinform.ge, sputnikgeorgia.com, liberali.ge, ghn.ge. მონიტორინგის შედეგებმა ცხადყო, რომ ქართულ ონლაინმედიაში რუსული პროპაგანდისტული გზავნილები ინტენსიურად და რამდენიმე მიმართულებით ვრცელდება. მათგან აღსანიშნავია: 1. გზავნილები, რომლებიც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას უკავშირდება; 2. გზავნილები, რომლებიც ანტიდასავლური განწყობების ფორმირებას ისახავს მიზნად; 3. გზავნილები, რომლებიც საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის მინიჭებას უარყოფითად წარმოაჩენს. ხუთთვიანი მონიტორინგის შედეგად, რუსული პროპაგანდისტული გზავნილების 93 შემთხვევა გამოვლინდა. აღსანიშნავია, რომ მსგავსი შინაარსის გზავნილების გავრცელება ზოგიერთი ონლაინმედიის სარედაქციო პოლიტიკად შეგვიძლია მივიჩნიოთ.
URI: https://openscience.ge/handle/1/1311
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis demetraSvili2 maskomi.pdfრუსული პროპაგანდის გამოვლინებები ქართულ ონლაინმედიაში1.02 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.