გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1202
სათაური: თანამედროვე ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები
ავტორები: პავლიაშვილი, გიორგი 
ხელმძღვანელი: წერეთელი, მარი 
ხარისხის სახელი: MA of Mass Communications in Media Studies
მასობრივი კომუნიკაციის მაგისტრი მედიის კვლევებში
სასწავლო პროგრამის სახელი: მასობრივი კომუნიკაციისა და მედიის კვლევები. (Mass Communication and Media Studies)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: სპორტი, როგორც სოციოკულტურული ფენომენი
სპორტული ჟურნალისტიკის ისტორია
„ახალი მედია“
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The Master’s Thesis analyzes the history of the development of sports journalism in Georgia
and its modern state. The study uses social research methods - discourse analysis and content
analysis. It should be noted that the research is interdisciplinary in nature. Sports journalism is
analyzed from different angels- journalism history and theory, as well as from the angle of culture.
Special attention is paid to the theoretical aspects of contemporary media studies, as well as trends
in journalism in the context of globalization. Moreover, some important concepts are pinpointed -
convergence, multimedia, transmedia, hypertextuality, etc. The paper analysis "new media" and the
modern state of internet media development and future prospects. The study shows that these
categories are important and relevant media systems in Georgia and in the world, generally.
The thesis analysis the sport as a public and socio-cultural phenomenon and focuses on the
history of its establishment on the example of the world and Georgia. The role of sport and sports
journalism in the context of nationalism and identity are especially interesting nowadays. Such
approach indicated that sports and sports journalism in Georgia reflected the tendencies of
nationalism too. The research also provides special attention to the development of sports
journalism in Georgia, Georgian sports editions as well as print and online editions.
Finally, within the framework of the Master’s Thesis, a special survey was conducted, 5
respondents (sports journalists, media manager, president of the federation, etc.) were interviewed.
The interviews are analyzed with the help of the content analysis method and in the end conclusions
are proposed.

სამაგისტრო ნაშრომში გაანალიზებულია სპორტული ჟურნალისტიკის
განვითარების ისტორია საქართველოში და მისი თანამედროვე მდგომარეობა. ნაშრომში
გამოყენებულია სოციალური კვლევის მეთოდები – დისკურსის ანალიზი და
შინაარსის/კონტენტ ანალიზი. აღსანიშნავია, რომ კვლევას აქვს ინტერდისციპლინური
მიმართულება. სპორტული ჟურნალისტიკა გააზრებულია სხვადასხვა პოზიციიდან
როგორც ჟურნალისტიკის ისტორიისა და თეორიის, ისე კულტურის კვლევათა
პოზიციიდან. ნაშრომში საგანგებო ყურადღება ეთმობა თანამერდოვე მედია კვლევების
თეორიულ ასპექტებს, ასევე ჟურნალისტიკის განვითარების ტენდენციებს
გლობალიზაციის კონტექსტში. გამოყოფილია მნიშვნელოვანი კონცეპტები –
კონვერგეტნულობა, მულტიმედიურობა, ტრანსმედიულობა, ჰიპერტექსტუალობა და
ა.შ. ამგვარი ანალიზით განხილულია „ახალი მედია“ და ინტერნეტ მედიის
განვითარების თნამედროვე მდგომარეობა და სამომავლო პერსპექტივები. კვლევა
აჩვენებს, რომ ეს კატეგორიები მნიშვნელოვანი და აქტუალურია თანამედროვე
ქართულ და მსოფლიო ონალინ მედია სისტემებში.
სამაგისტრო ნაშრომში სპორტი გაანალიზებულია, როგორც საზოგადოებრივი და
სოციოკულტურული ფენომენი; მისი ჩამოყალიბების ისტორია მსოფლიოსა და
საქართველოს მაგალითზე. საგანგებო მსჯელობაა გაშლილი სპორტის, სპორტული
ჟურნალისტიკის როლის შესახებ ნაციონალიზმისა და იდენტობის კვლევათა
კონტექსტში. ასეთმა მიდგომამ გამოკვეთა, რომ საქართველოში სპორტმა და
სპორტულმა ჟურნალისტიკამ აირეკლა ნაციონალიზმის ტენდენციებიც. კვლევაში ასევე
საგანგებო ყურადღება ეთმობა სპორტული ჟურნალისტიკის განვითრებას
საქართველოში, ქართულ სპორტულ გამოცემებს, როგორც ბეჭდურს, ასევე ონლაინ
გამოცემებსაც.
და ბოლოს, სამაგისტრო ნაშრომის ფარგლებში ჩატარდა საგანგებო კვლევა,
გამოიკითა 5 რესპონდენტი (სპორტული ჟურნალისტები, მედია მენეჯერი, ფედერაციის
პრეზიდენტი და სხვ.), ინტერვიუები გაანალიზებულია შინაარსისის ანალიზის
მეთოდით და შემოთავაზებულია დასკვნები.
URI: https://openscience.ge/handle/1/1202
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
MA-Thesis.Pavliashvili maskomi2019.pdfთანამედროვე ქართული სპორტული ჟურნალისტიკის განვითარების ძირითადი ტენდენციები785.38 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

466
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,266
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.