Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1165
Title: ეკონომიკური სანქციები როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი, რუსეთ-საქართველოსა და ინდოეთ-ნეპალის ქეისების მიხედვით
Authors: ხვედელიძე, ელგუჯა 
Advisor: თურმანიძე, თორნიკე 
Degree Name: MA in Diplomacy and International Politics
დიპლომატიისა და საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი
Degree Discipline: დიპლომატია და საერთაშორისო პოლიტიკა. Diplomacy and International Politics
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: დანიელ დრეზნერის კონფლიქტის მოლოდინის მოდელი
რუსეთი საქართველოს წინააღმდეგ (ისტორიული რაკურსი)
ინდოეთი ნეპალის წინააღმდეგ (ისტორიული რაკურსი)
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The present paper – „Economic sanctions as a tool of politics, according to Russian-Georgian and Indian-Nepalese cases” is about the issue of economic sanctions and in particular, using economic power for political purposes. Besides reviewing the literature concerning the effectiveness/ineffectiveness of sanctions, the main focus will be on the comparative analysis of Russian-Georgian and Indian-Nepalese cases. The choice of these specific cases is due to the nature of the theory that should be tested in the research. Specifically, the purpose of the given thesis is to test Daniel W. Drezner’s so called conflict expectation model which asserts that the higher the expectation of the conflict between the sender and the target, the more likely the sanctions are to end ineffectively and even the less the chance that target concedes completely.
Consequently, since both of the above mentioned cases ended up with absolutely contradictory results (In the Russian-Georgian case sanctions did not work, though in Indian-Nepalese case it worked completely) while there was high expectation of conflict between sender and the target in each case the research question is as follows: why did the sanctions work in one case and not in the other when the political price of compliance was very high as it was related to the issues of state security, independence and sovereignty for both targets? A hypothesis is developed which asserts that Nepal’s specific geographical location, unlike Georgia, made it impossible for Nepal to withstand the impact of Indian sanctions. By analyzing Georgia’s and Nepal’s responsive efforts towards imposed sanctions, bearing in mind their pure geographical location, is shown those factors which led to a different results in terms of sanctions effectiveness.

წინამდებარე ნაშრომი - “ეკონომიკური სანქციები როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი, რუსეთ-საქართველოსა და ინდოეთ-ნეპალის ქეისების მიხედვით“ შეეხება ეკონომიკური სანქციების თემას, კერძოდ ეკონომიკური ძალაუფლების გამოყენებას პოლიტიკური მიზნებისათვის. გარდა იმისა, რომ მიმოხილული იქნება სანქციების ეფექტურობა/არაეფექტურობასთან დაკავშირებული ლიტერატურა, ძირითადი ყურადღება დაეთმობა რუსეთ-საქართველოსა და ინდოეთ-ნეპალის ქეისების შედარებით ანალიზს. ამ კონკრეტული ქეისების არჩევა განპირობებულია კვლევის პროცესში დასატესტი თეორიის ბუნებით, კერძოდ ნაშრომის მიზანია დანიელ დრეზნერის ე.წ. კონფლიქტის მოლოდინის მოდელის დატესტვა, რომლის მიხედვითაც რაც უფრო მაღალია კონფლიქტის მოლოდინი დამწესებელსა და სამიზნეს შორის მით უფრო ნაკლებ სავარაუდოა სანქციები შედეგიანად დასრულდეს, მით უფრო, რომ სამიზნემ სრულად დაუთმოს მაიძულებელს. შესაბამისად, რადგან ზემოთხსენებულ ქეისებში ორივეგან მაღალი კონფლიქტის მოლოდინის მიუხედავად აბსოლიტურად ურთიერთსაპირისპირო შედეგები დადგა (რუსეთ-საქართველოს შემთხვევაში, სანქციებმა არ იმუშავა, ხოლო ინდოეთ ნეპალის შემთხვევაში სრულად იმუშავა) ნაშრომის მიზანი და საკვლევი კითხვაა: გაარკვიოს თუ რატომ იმუშავა სანქციებმა ერთ შემთხვევაში და არა მეორეში, როცა დათმობაზე წასვლის პოლიტიკური ფასი ორივე სამიზნისთვის მაღალი იყო და უკავშირდებოდა სახელმწიფო უსაფრთხოების, დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტის საკითხებს? წარმოდგენილია ჰიპოთეზა, რომ ნეპალის სპეციფიკურმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ განსხვავებით საქართველოსგან, შეუძლებელი გახადა მისთვის ინდოეთის სანქციებით მიყენებული დარტყმის გაძლება.
საქართველოსა და ნეპალის მიერ, მათი გეოგრაფიული მდებარეობის მხედველობაში მიღებით, სანქციების საპასუხო მოქმედებების შესწავლის შედეგად ნაჩვენებია ის ფაქტორები, რამაც განაპირობა განსხვავებული შედეგის დადგომა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1165
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA Thesis.xvedeliZe(1).pdfეკონომიკური სანქციები როგორც პოლიტიკის ინსტრუმენტი, რუსეთ-საქართველოსა და ინდოეთ-ნეპალის ქეისების მიხედვით1.47 MBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

108
checked on Apr 27, 2024

Download(s)

247
checked on Apr 27, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.