გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1149
სათაური: მოკვდაობის მიზეზების დიფერენცირებული ანალიზი
სხვა სათაურები: პოსტსაბჭოთა საქართველოში
ავტორები: ბაძგარაძე, მარი 
ხელმძღვანელი: სახვაძე, ანზორ 
ხარისხის სახელი: Master of Social Sciences in Demography
სოციალური მეცნიერებების მაგისტრი დემოგრაფიაში
სასწავლო პროგრამის სახელი: დემოგრაფია და მოსახლეობის გეოგრაფია (Demography and Population Geography)
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
ხარისხის გამცემი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: დემოგრაფიის როლი
მოკვდაობის მიზეზები
თანამედროვე საქართველოს მოსახლეობის გარდაცვალების ძირითადი მიზეზები
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
The essay is dedicated to the one of the oldest problem in demography, particularly this is the study about the causes of human deaths and it`s evolution. In Georgia the mentioned case is not sufficiently researched, however it is quite actual. Considering the actuality, I`ll did my best to introduce the variation of the causes of human deaths in Georgia based on the data for the period 1994-2018.
As of today, in Georgia, in light of fast ageing of the population and increased number of death, it is necessary to research the causes of human deaths and its evolution to identify the regularity. In the present essay it is used differential analysis of the causes in parallel of the dynamics of death rates. Based on the mentioned, I tried to introduce the analysis and review of list of the main factors, which have the influence on the demographic and social-economic development of the country.
The dynamic of the death rates for the period 1994-2018 is differentiated (considering the aging and sex structures) and provides ability to study the case in deep.
At the end of the essay it is provided summary, future forecast and my personal opinion as a recommendation. Based on the analysis provided in the essay, the main factors of the deaths are highlighted and the recommendations how to avoid the negative impacts of the mentioned factors ae introduced.

ნაშრომი ეძღვნება დემოგრაფიის ერთ-ერთ უძველეს პრობლემას, ადამიანთა გარდაცვალების მიზეზებისა და მათი ევოლუციის შესწავლას. საქართველოს სინამდვილეში ეს პრობლემა ნაკლებად შესწავლილია, მაგრამ საკმაოდ აქტუალურია, ამიტომაც შევეცადე, რომ გადმომეცა საქართველოში მოსახლეობის მოკვდაობისთვის დამახასიათებელი გარდაცვალების მიზეზთა ცვალებადობა 1994-2018 წლების მონაცემების საფუძველზე.
თანამედროვე საქართველოში მოსახლეობის სწრაფი დემოგრაფიული დაბერების კვალობაზე იზრდება გარდაცვლილთა რაოდენობა, რაც განაპირობებს იმის აუცილებლობას, რომ შესწავლილ იქნას გარდაცვალების მიზეზთა ევოლუცია მასში არსებული კანონზომიერების გამოვლენის მიზნით. ნაშრომში მოკვდაობის დინამიკის პარალელურად წარმოდგენილია გარდაცვალების მიზეზთა დიფერენცირებული ანალიზი, რის საფუძველზეც შევეცადე წარმომედგინა სათანადო ანალიზი და იმ ფაქტორების ჩამონათვალი და მიმოხილვა, რომლებიც დიდწილად ახდენენ გავლენას ქვეყნის როგორც დემოგრაფიულ , ასევე სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებაზეც.
ნაშრომში მოცემული ინფორმაცია მოსახლეობის გარდაცვალების დინამიკის (1994-2018 წლამდე) შესახებ მოყვანილია დიფერენცირებულად, მოკვდაობის სქესობრივი და ასაკობრივი სტრუქტურების გათვალისწინებით, რაც იძლევა ამ პრობლემის სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას .
დასასრულ მასში არსებული ინფორმაციის საფუძველზე ჩამოყალიბებულია დასკვნა, სამომავლო პროგნოზები და რეკომენდაციის სახით შემუშავებულია პირადი აზრი. ნაშრომში ჩატარებული ანალიზის საფუძველზე წინა პლანზეა წამოწეული ის ფაქტორები, რომელთა გავლენითაც ყველაზე ხშირად დგება სიკვდილი, ამის შედეგად კი შევიმუშავე რეკომენდაციები ამ ფაქტორების ნეგატიური გავლენების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებით.
URI: https://openscience.ge/handle/1/1149
ჩანს კოლექციებში:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro badzgaradze.pdfმოკვდაობის მიზეზების დიფერენცირებული ანალიზი (პოსტსაბჭოთა საქართველოში)958.47 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

99
checked on May 4, 2024

გადმოწერა

182
checked on May 4, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.