გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1122
სათაური: საწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების დროს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა
ავტორები: ტაგანაშვილი, ნინო 
ხელმძღვანელი: ჩაჩავა, სოფიო 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: შრომითი უფლებების დაცვა
გასხვისება
მართლმსაჯულების სასამართლო
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
საქართველო შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას. დასაქმებულებისთვის შრომითი გარანტიების მინიჭებისა და, ამავე დროს, დამსაქმებელთა ინტერესების გათვალისწინებით, ურთიერთბალანსის მიღწევის მიზნით სახელმწიფომ 2013 წლიდან დაიწყო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება: საქართველოს შრომის კოდექსში აისახა სხვადასხვა ნორმა, რომელიც დასაქმებულის მდგომარეობას მნიშვნელოვნად აუმჯობესებს. აღნიშნული პროცესი კიდევ უფრო გაღრმავდა, როდესაც საქართველო ასოცირების შესახებ შეთანხმების მხარე გახდა და დასაქმების, სოციალური პოლიტიკისა და თანაბარი შესაძლებლობების ჭრილში აიღო ვალდებულება, მოახდინოს ევროკავშირის მთელი რიგი საერთაშორისო სტანდარტებისა და დირექტივების დებულებების საქართველოს კანონმდებლობაში იმპლემენტაცია, ნორმატიული ბაზის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება, შექმნას ეფექტური მექანიზმები შესაბამისი დებულებების აღსრულების უზრუნველსაყოფად. შრომის საერთაშორისო სტანდარტები კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფენ დასაქმების პოლიტიკის გაუმჯობესებას, ადამიანებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნას და ქმნიან განვითარების შესაძლებლობებს. შრომის კანონმდებლობის ევროპულ ნორმებთან ჰარმონიზაცია შრომითი ურთიერთობების „სუსტი“ მხარისთვის შრომითი და სოციალური გარანტიების შექმნას მოასწავებს და იცავს დასაქმებულთა ინტერესებს.
URI: https://openscience.ge/handle/1/1122
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro taganashvili.pdfსაწარმოებისა და ბიზნესების სრული ან ნაწილობრივი გასხვისების დროს დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა828.86 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

203
checked on May 18, 2024

გადმოწერა

800
checked on May 18, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.