გთხოვთ, გამოიყენოთ ეს იდენთიფიკატორი ამ ერთეულის ციტირებისთვის ან ბმულისთვის: https://openscience.ge/handle/1/1080
სათაური: სოციალური პლატფორმა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში
ავტორები: ჩიტიძე, საბა 
ხელმძღვანელი: კვერენჩხილაძე, გიორგი 
ხარისხის სახელი: Master of Law
სამართლის მაგისტრი
სასწავლო პროგრამის სახელი: სამართალი/LAW
განათლების საფეხური
(0 - საბაკალავრო, 1 - სამაგისტრო, 2 - სადოქტორო ან პოსტსადოქტორო)
1
დაწესებულება: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
ფაკულტეტი: Faculty of Law 
იურიდიული ფაკულტეტი 
საკვანძო სიტყვები: გამოხატვის თავისუფლების მნიშვნელობა
ინტერნეტი
სოციალური მედია
გამოცემის თარიღი: 2019
გამომცემელი: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
რეზიუმე: 
მოცემული ნაშრომის მიზანია მიმოიხილოს ინტერნეტში, კერძოდ, სოციალურ მედიაში გამოხატვის თავისუფლების რიგი ასპექტები და თავისებურებები. დღესდღეობით სოციალური პლატფორმა არის ყველაზე მზარდი და მასშტაბური კომუნიკაციის საშუალება, სადაც ინფორმაციის გავრცელება დროის უმოკლეს ვადებში ხდება. სოციალურ ქსელებში ყველა მომხმარებელს თანაბრად შეუძლია გამოთქვას აზრი, გააზიაროს პოსტი, რაც ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა წინააღმდეგობაში მოვიდეს გამოხატვის თავისუფლებასთან. სწორედ ამიტომ ჩნდება ინტერესთა კონფლიქტი და წარმოიშობა გამოხატვასა და სხვა დაცულ უფლებებს შორის გონივრული ბალანსის დადგენის საჭიროება. ნაშრომში წარმოდგენილი იქნება სოციალურ პლატფორმაში გამოხატვის თავისუფლების მასშტაბები და ამ უფლების შეზღუდვის საფუძვლები. ყურადღება გამახვილდება ისეთ პრობლემურ ასპექტებზე, როგორიცაა სოციალური მედიის მეშვეობით დეზინფორმაციის გავრცელება და უკანონო ინფორმაციის გავრცელებიდან მომდინარე მყისიერი საფრთხეების აღკვეთის პრობლემები. აგრეთვე, ნაშრომი შეეხება ინტერნეტში დაუშვებელი მასალის განთავსებაზე რეაგირების გზებს და ამ პროცესში სოციალური მედიისა და სახელმწიფოს როლს. ამას გარდა, მიმოხილული იქნება ინტერნეტ შინაარსის რეგულირების ქართული საკანონმდებლო მოდელი.
URI: https://openscience.ge/handle/1/1080
ჩანს კოლექციებში:იურიდიული ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

ფაილები ამ ერთეულში:
ფაილი აღწერა ზომაფორმატი
samagistro chitidze.pdfსოციალური პლატფორმა და გამოხატვის თავისუფლება ინტერნეტში762.43 kBAdobe PDFდათვალიერება-გახსნა
სრული ჩანაწერის ჩვენება

CORE Recommender

გვერდის დათვალიერება

416
checked on May 5, 2024

გადმოწერა

1,458
checked on May 5, 2024


ერთეულები ციფრულ საცავში დაცულნი არიან საავტორო უფლებით, ყველა უფლების დაცვით, თუ სხვაგვარი რამ არაა მითითებული.