Repository logo
  • English
  • ქართული
Log In
New user? Click here to register.Have you forgotten your password?
  1. Home
  2. Universities
  3. Ivane Javakhishvili Tbilisi State University
  4. Faculties
  5. Faculty of Law
  6. Dissertations and Master Theses
  7. პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შეზღუდვა საჯარო მმართველობის პროცესში
 
  • Details

პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შეზღუდვა საჯარო მმართველობის პროცესში

Date Issued
2019
Author(s)
ლომსაძე, თათია  
Advisor
ჩახუნაშვილი, ოთარ  
Institution
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
Faculty
Faculty of Law  
Publisher
Ivane Javakhishvili Tbilisi State University  
URI
https://openscience.ge/handle/1/1068
Abstract
პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების, როგორც ადამიანის ძირითადი
უფლების, უზრუნველყოფა არის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური საკითხი, რომელიც
მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმ ქვეყნებში, რომლებიც ახლა ქმნიან და სრულყოფენ
ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ მექანიზმებს, არამედ მდიდარი
სამართლებრივი ტრადიციების მქონე ქვეყნებშიც.
1

პერსონალურ მონაცემთა დაცვა არის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად და დინამიკურად
განვითარებადი სამართლის დარგი, რომელიც ინტენსიურად ვითარდება როგორც
ცალკე აღებული ქვეყნის ფარგლებში, ისე რეგიონალურ დონეზეც - განსაკუთრებით კი,
ევროპის საბჭოსა და ევროპის თანამეგობრობის სამოქმედო სივრცეში.
„პერსონალური მონაცემების დაცვის კონცეფცია ტექნიკური პროგრესის და
განსაკუთრებით საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების შედეგად
ჩამოყალიბდა. თანამედროვე სამყაროში, სადაც წაშლილია ქვეყნებს შორის საზღვრები,
დროისა და სივრცის შეგრძნება, მაქსიმალურად გამარტივებული და გაიაფებულია
კომუნიკაცია, სოციალური ცხოვრება, ყოველდღიური საქმიანობა, პროფესიული
მოღვაწეობა წარმოუდგენელია თანამედროვე ელექტრონული მოწყობილობებისა და
ინტერნეტის გარეშე, ადამიანის პირადი სივრცე უფრო და უფრო იზღუდება და პირადი
ინფორმაციის განკარგვის ბერკეტები მნიშვნელოვნად მცირდება. შესაბამისად,
ინფორმაციული ომის პირობებში იზრდება პირთა შესახებ ინფორმაციის მარტივად
მოძიებისა და მისი არამართლზომიერად გამოყენების რისკები.“
2

საქართველოში პერსონალური მონაცემების დაცვის საკითხი განსაკუთრებით
აქტუალური გახდა მას შემდეგ რაც საერთაშორისო ვალდებულების შესრულების
მიზნით, 2011 წლის მიწურულს, კერძოდ, 2011 წლის 28 დეკემბერს, საქართველოს
პარლამენტმა მიიღო კანონი „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“. აღნიშნულმა
კანონმა, ქართულ სამართლებრივ სივრცეში, პირველად დაამკვიდრა პერსონალურ
მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, როგორც მონაცემთა დაცვის კანონმდებლობის
შესრულებაზე ზედამხედველი პირის ინსტიტუტი, რომელიც 2013 წლიდან აქტიურად
მოქმედებს და მისი საქმიანობის შედეგები უკვე სახეზეა.
Subjects

პერსონალური მონაცემებ...

პერსონალურ მონაცემთა ...

საჯარო მმართველობა

Degree Name
Master of Law
Degree Discipline
სამართალი/LAW
File(s)
Loading...
Thumbnail Image
Name

samagistro lomsadze.pdf

Description
პერსონალური მონაცემების დაცვის უფლების შეზღუდვა საჯარო მმართველობის პროცესში
Size

589.91 KB

Format

Adobe PDF

Checksum

(MD5):8f882cc71616227b8f4cb837a1a31285

Communities & Collections Research Outputs Fundings & Projects People
  • Terms and Conditions of Use
  • Privacy policy
  • End User Agreement
  • Contact
  • Cookie settings