Please use this identifier to cite or link to this item: https://openscience.ge/handle/1/1055
Title: გათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებები, სამომვალო ხედვები და გამოწვევები – N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მაგალითზე
Authors: ქიტიაშვილი, ქეთევან 
Advisor: მახარაძე, თამარ 
Degree Name: Master of Social Work
სოციალური მუშაობის მაგისტრი
Degree Discipline: სოციალური მუშაობა. Social Work
Degree Level
(0 - Undergraduate, 1 - Masters, 2 - Doctoral or post-doctoral)
1
Degree Grantor: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Institution: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Faculty: Faculty of Social and Political Sciences 
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი 
Keywords: პენიტენციური სისტემის რეფორმა
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია
დაწესებულებაში კულტურული, რელიგიური, სპორტული და სხვა სოციალური აქტივობების ორგანიზება
Issue Date: 2017
Publisher: Ivane Javakhishvili Tbilisi State University 
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
Abstract: 
The reform of the Penitentiary system has been developed in different directions. Number of convicts decreased from 24 000 to 10 000 as a result of legislative measures, Minimum space allocated to the defendant/convict increased, torture and inhuman treatment has been eliminated, an individual plan of serving sentence was introduced.
In 2016 a low risk penitentiary system was opened, where inmates have the opportunity to join sports, learn foreign languages and various vocational skills, engage in rehabilitation programs, take part in cognitive-recreational activities, learn, teach and work.
The problem of alienation between the convicts and family members still remains as a problem and the existing stigma that prevents the released convicts from integrating and coordinating with the society.
Therefore the purpose of the study is to study the future vision, needs and challenges of the convicts, waiting for release of the #16 low risk institution one year before the discharge. Studying of existing services and challenges in the process of resocialization and rehabilitation of convict/former convict, and tasks are to study the concrete needs, challenges and expectations of the convicts of the terms of psychological, social, family support and employment, understanding their opinions regarding stereotypes and stigma. Study of the convicts attitudes to the role of social workers.
The study of services offered by the state structures and NGOs are offered to the beneficiary. Study of the difficulties that the social service representative faces in the process of working. The survey revealed that all the interviewed convicts believe that the family will receive and support them. It is mentioned that relations with family members have not changed yet. However, different results were revealed in the interview process with service suppliers.
The noted that the problem of alienation between family and beneficiaries, there are also facts of divorces in terms of employment, the convicts did not pay attention to the expected difficulties, particularly in the stigmatization process which was very active during the interview with the service representatives. All five respondents pointed to the negative impact of the stigma on the employment process. The interview revealed that the convicts outside the services of the National Probation Agency and the Center of the Crime Prevention have no information.
The quilitative research is a novelty, as no similar research has been carried out on convicts in the prerelease period.

პენიტენციური სისტემის რეფორმა ბოლო წლებია აქტიურად მიმდინარეობს. 2012 წლიდან სასჯელაღსრულების სისტემა სხვადასხვა მიმართულებით განვითარდა: საკანონმდებლო ღონისძიებების შედეგად მსჯავრდებულთა რაოდენობა 24 000-დან 10 000-მდე შემცირდა; გაიზარდა ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე გამოყოფილი მინიმალური ფართი; აღმოიფხვრა წამება და არაადამიანური მოპყრობა; დაინერგა სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმა. 2016 წელს გაიხსნა დაბალი რისკის პენიტენციური დაწესებულება, სადაც მსჯავრდებულებს საშუალება აქვთ ისარგებლონ ბიბიოთეკით, დაკავდნენ სპორტით, შეისწავლონ უცხო ენები და სხვადასხვა სახელობო პროფესიები, ჩაერთონ სარეაბილიტაციო-საგანმამათლებლო პროგრამებში, მონაწილეობა მიიღონ შემეცნებით-რეკრეაციულ აქტივობებში, შეისწავლონ კულინარია, ითამაშონ თეატრალურ დასში, ხანგრძლივ და ხანმოკლე პაემანზე მოინახულონ ოჯახის წევრები, ისარგებლონ ვიდეოპაემნის უფლებით, ისწავლონ, ასწავლონ და იმუშაონ.
აღნიშნული სიახლეების მიუხედავ, გამოწვევად რჩება მსჯავრდებულსა და ოჯახის წევრებს შორის „გაუცხოვების“ პრობლემა, ასევე - არსებული სტიგმა, რომელიც გათავისუფლებულ მსჯავრდებულს ხელს უშლის საზოგადოებასთან ინტეგრაციასა და დასაქმებაში, ამიტომ კვლევის მიზანს წარმოადგენს N16 დაბალი რისკის დაწესებულების გათავისუფლების მოლოდინში მყოფ მსჯავრდებულთა სამომავლო ხედვების, საჭიროებების, გამოწვევების შესწავლა გათავისუფლებამდე ერთი წლით ადრე. არსებული სერვისებისა და გამოწვევების შესწავლა, მსჯავრდებულის/ყოფილი მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესში, ხოლო კვლევის ამოცანებს წარმოადგენს მსჯავრდებულების კონკრეტული საჭიროებების, გამოწვევების და მოლოდინების შესწავლა ფსიქოლოგიური, სოციალური, ოჯახური მხარდაჭერისა და დასაქმების კუთხით; მსჯავრდებულების დამოკიდებულების შესწავლა სოციალური მუშაკის როლთან დაკავშირებით; გამოწვევები, რომლებიც ყოფილ მსჯავრდებულს ხვდება ოჯახში, საზოგადოებასა და დასაქმების ბაზარზე - როგორც ყოფილი მსჯავრდებულების, ისე სოციალური სერვისების მიმწოდებელთა პერსპექტივიდან. კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოკითხულ ათივე მსჯავრდებულს სჯერა ოჯახი მას მიიღებს და გვერდში დაუდგება. როგორც აღნიშნავენ, ოჯახის წევრებთან ურთიერთობები სულაც არ შეცვლილა. თუმცა განსხვავებული შედეგები გამოვლინდა სერვისის მიმწოდებლებთან ინტერვიუს პროცესში. მათ აღნიშნეს რომ ოჯახსა და ბენეფიციარებს შორის არის გაუცხოვების პრობლემა, არის განქორწინების ფაქტებიც. დასაქმების კუთხით, მსჯავრდებულებს ყურადღება არ გაუმახვილებიათ მოსალოდნელ სირთულეებზე, კერძოდ სტიგმატიზაციის პროცესზე, რომელსაც ინტერვიუს დროს ძალიან აქტიურად ახსენებდნენ სერვისის წარმომადგენლები. ხუთივე რესპონდენტმა აღნიშნა სტიგმის უარყოფითი გავლენა დასაქმების პროცესზე. ჩატარებული ინტერვიუდან გამოვლინდა რომ, მსჯავრდებულები გარეთ არსებულ სერვისებზე, პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრის გარდა, ინფორმაციას არ ფლობენ.
აღნიშნული თვისებრივი კვლევა წარმოადგენს სიახლეს, ვინაიდან გათავისუფლების წინა პერიოდში მყოფ მსჯავრდებულებზე მსგავსი კვლევა არ ჩატარებულა.
URI: https://openscience.ge/handle/1/1055
Appears in Collections:სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი (დისერტაციები, სამაგისტრო ნაშრომები)

Files in This Item:
File Description SizeFormat
MA thesis.Kitiashvili socmuS.pdfგათავისუფლების მოლოდინში მყოფი მსჯავრდებულების საჭიროებები, სამომვალო ხედვები და გამოწვევები – N16 პენიტენციური დაწესებულების მსჯავრდებულების მაგალითზე960.57 kBAdobe PDFView/Open
Show full item record

CORE Recommender

Page view(s)

86
checked on Apr 25, 2024

Download(s)

315
checked on Apr 25, 2024

Google ScholarTM

Check


Items in DSpace are protected by copyright, with all rights reserved, unless otherwise indicated.